ფიზიკური ამოცანების კომპიუტერული უზრუნველყოფა

ყველა ლექცია და MATLAB-ის ფაილი თავმოყრილია ამ ზიპირებულ ფაილში: Modelling.zip. ჩამოტვირთეთ, განაარხივეთ და გახსენით ფაილი kompiuteruli.mht. ქვემოთ გთავაზობთ იგივეს გაშლილი სახით:

 

ლ ე ქ ც ი ე ბ ი

ლექცია #1     შესავალი: მარტივი მოქმედებები MATLAB-ში, მოქმედებები ვექტორებსა და ტენზორებზე, ალგებრული განტოლებების სისტემის ამოხსნა. გრაფიკების აგების პრინციპი.

 

ლექცია #2     არაწრფივი რხევები: არაჰარმონიული ოსცილატორი. რიცხვითი მოდელირება MATLAB-ში ორი ფაილის გამოყენებით (ფაილები oscillator.moscillator1.m) ანდა ერთი ფაილით oscillatorONE.m.

 

ლექცია #3     არაწრფივი რხევები: მათემატიკური ქანქარის მილევადი რხევები. რიცხვითი მოდელირება MATLAB-ში

 

ლექცია #4     მექანიკური სისტემები - ფერმი-პასტა-ულამის ჯაჭვი (FPU chain). რიცხვითი მოდელირება MATLAB-ში (ფაილები  fputest.m და fputest1.m).

 

ლექცია #5   მექანიკური სისტემები - ქანქარების ჯაჭვი (Pendula Chain). რიცხვითი მოდელირება MATLAB-ში (ფაილები  pendulatest.m და pendulatest1.m).

 

ლექცია #6    ანიმაციური პროგრამები MATLAB-ში (ფაილები oscillatorani.m და oscillatorani1.m  იზოლირებული ქანქარისათვის, fpuani.m და fpuani1.m  ფერმი-პასტა-ულამის ჯაჭვისთვის და  pendulatestani.m და pendulatestani1.m ქანქარების ჯაჭვისთვის).

 

ლექცია #7   ქვანტურ-მექანიკური ამოცანები: რაბის ოსცილაციები ორორმოიან პოტენციალში. რიცხვითი მოდელირება MATLAB-ში (ფაილები  complex.m და complex1.m).

 

ლექცია #8   ქვანტურ-მექანიკური ამოცანები: ლანდაუ-ზენერის ტუნელირება ორორმოიან პოტენციალში. რიცხვითი მოდელირება MATLAB-ში (ფაილები complex.m და complex1.m).

 

ლექცია #9   პერიოდული ოპტიკური სისტემები: ბლოხის ოსცილაციები ტალღგამტარ არეებში. რიცხვითი მოდელირება MATLAB-ში (ფაილები complexbloch.m და complexbloch1.m).

 

ლექცია #10  სასაზღვრო პირობები ოპტიკურ სისტემებში და სხივის სივრცული დინამიკის მოდელირება MATLAB-ში.

 

ლექცი #11 ბოზე-ჰაბარდის მოდელი ორბოზონიანი სისტემებისთვის და ჰილბერტის სივრცის რიცხვითი მოდელირება MATLAB-ში (ფაილები hubbardDisord.m  და hubbardDisord1).

 

ლექცია #12  ქვანტური ბილიარდის ოპტიკური ვიზუალიზაცია. დიაგონალიზაციის პრობლემების მოდელირება MATLAB-ში (ფაილი matrixAubry2a.m).