მეგობრებო, დასაწერი გაქვთ ესე, შემოთავაზებული 4 ტექსტიდან უნდა აირჩიოთ ერთერთი და განიხილოთ ატვირთული კრიტერიუმების მიხედვით. ესეს ატვირთვის ბოლო ვადაა კვირა, 21 დეკემბერი, 23 საათი. აქვე გიტვირთავთ ინსტრუქციას ესეს დასაწერად და ტექსტებს.
მოგესალმებით! ფინალური გამოცდა ,,ჟურნალისტიკის ისტორიაში“ მოიცავს:
ა) ტესტური (კითხვა-პასუხის) ნაწილი – 10 ქულა.
ბ) საკითხი (პერიოდული გამოცემა) – 20 ქულა.
გ) პუბლიცისტური ტექსტი – 10 ქულა.
ა.) ტესტური მასალა სრულად, გარდა ჟურნალ ,, მნათობისა «
ბ) საკითხი (პერიოდული გამოცემა) მოიცავს შემდეგ ჟურნალ-გაზეთებს:
ივანე კერესელიძის „ცისკარი“
ჟურნალი „საქართველოს მოამბე“
გაზეთი "დროება"
ჟურნალი «კრებული»
ილია ჭავჭავაძის „ივერია“
გაზეთი „კვალი“
პერიოდულ გამოცემებზე უნდა დაწეროთ შემდეგი სქემით:
1. დაარსების გარემოებები (თარიღი, რედაქტორები, საორგანიზაციო ჯგუფი, და სხვ)
2. გამოცემის მთავარი მახასიათებლებლები
3 ავტორები და პროდუქცია (თემატიკა. პრობლემატიკა პუბლიცისტიკა, მხატვრული ნაწარმოებები, თარგმანები და სხ. მნიშვბელოვანი მასალა)
4 ჟურნალის დახურვის მიზეზები
გ. პუბლიცისტური ტექსტების ანალიზი (გაანალიზეთ არსი და აქტუალურობა)- ერთ ვარიანტში შეგხვდებათ რომელიმე სათაური და არა ტექსტი)
ილია ჭავჭავაძე ,, საქართველოს მოამბეზედ ”
ილია ჭავჭავაძე. "ივერიის" წინასიტყვაობა (1)
ნიკო ნიკოლაძე. „კრებულის“ დანიშნულებაზე
ნიკო ნიკოლაძე ,, ფრანგული პრესის დეკადანსი ”
ვაჟა-ფშაველა ,,რას ჰქვიან თავისუფლება“
ვაჟა-ფშაველა ,,გიკვირთ"?
გამოცდა შეფასდება 40 ქულის ფარგლებში, გამოცდის 3 საათი
გისურვებთ წარმატებას!