სალექციო - 30
ჯგუფური მუშაობა - 15 (მათ შორის შუალედური გამოცდის ჩატარების - 2 სთ - თითო საათი თითო შუალედურ გამოცდაზე)
შუალედური გამოცდებისთვის მომზადება - 4- 4 სთ. (სულ 8 სთ)
საბოლოო გამოცდისთვის მომზადება - 9 სთ.
საბოლოო გამოცდის ჩაბარება - 5 სთ.
ლექცია-სემინარისთვის მომზადება - 58 სთ.
საუბარი I
(სილაბუსის 1-ლი ლექცია)
სალექციო თემატიკა:
1. ვეფხისტყაოსანთან დაკავშირებული მეთოდოლოგიური საკითხები;
2. რუსთველოლოგები;
3. რუსთველოლოგია.
დასამუშავებელი ლიტერატურა:
ა) ე. ხინთიბიძე, ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო. თბ. 2009:
1. გვ. 7-15;
2. გვ. 17-20.
ბ) ე. ხინთიბიძე, ვეფხისტყაოსანი შექსპირისა და მისი თანამედროვეების ინგლისურ
დრამატურგიაში, თბ. 2016.
3. გვ. 32-34.
დასამუშავებელი საკითხები:
1. ვეფხისტყაოსანი – ეპოქათა მიჯნა (შუასაუკუნეებისა და რენესანსისა) და
მსოფლმხედველობითი ნაკადების შეერთება (შუასაუკუნეების მონოთეიზმი, ანტიკური
ფილოსოფია, რენესანსული ჰუმანიზმი); ვეფხისტყაოსნის მხატვრული სტილის
სპეციფიკა: პირობითობა და ჰიპერბოლიზაცია; პირობითობა მხატვრული სახის
შექმნაში: მხატვრული სახე არა რეალისტური პრინციპით შექმნილი, არამედ ერთი
ნიშნის ჰიპერბოლიზებით (ასმათი, შერმადინი); პერსონაჟის იდეალიზების
მსოფლმხედველობითი საფუძველი: რენესანსული ემფაზა (აქცენტი) ამქვეყნიურზე,
ადამიანზე (ტარიელი – დაუმარცხებელი, უბერებელი... , სიყვარული – უჭკნობი,
დაუსრულებელი...); შენარჩუნება რწმენის პოსტულატისა ("რაცა ღმერთსა არა
სწადდეს, არა საქმე არ იქნების"), ხოლო მოქმედება გონების კარახით; სიყვარული
და მეგობრობა – ღვთაებრივის ადამიანურ ემოციაში გამოვლენა.
2. ვახტანგ მეექვსე – პირველი რუსთველოლოგი; სხვადასხვა რელიგიური
მიმდინარეობების ძიება ვეფხისტყაოსანში (მაჰმადიანობა – ნიკო მარი, იუსტინე
აბულაძე; მანიქეიზმი და სოლარიზმი – პავლე ინგოროყვა...); ვეფხისტყაოსნის
რელიგიური მსოფლმხედველობა – ქრისტიანობა (კორნელი კეკელიძე, კალის-
ტრატე ცინცაძე, ვიქტორ ნოზაძე), რუსთველი – აღმოსავლური რენესანსი (შალვა
ნუცუბიძე), ვეფხისტყაოსნის ლიტერატურულ-ისტორიული პრობლემატიკა
(ალექსანდრე ბარამიძე). რუსთველოლოგიური კვლევების ძირითადი მიმართუ-
ლებები XX ს. უკანასკნელ მეოთხედში.
3. რუსთველოლოგია – პოემის მეცნიერული კვლევა; ვეფხისტყაოსანი – ავტორის
ჩანაფიქრი, მკითხველის პოზიცია, მეცნიერული კვლევა; ვეფხისტყაოსნის
მეცნიერული კვლევის სირთულეები: ენობრივი (ძველი და ახალი ქართული ენა),
რელიგიური (რუსთველის ეპოქის რელიგიური ტენდენციები), ხელნაწერები და
რედაქციები (რუსთველური და ფსევდორუსთველური).
საუბარი II – 30.09.20 (სილაბუსის მეორე ლექცია) სალექციო თემატიკა: 1. ვეფხისტყაოსნის ავტორი (ფაქტობრივი მასალა და თვალსაზრისები); 2. რუსთველის ე.წ. არმოღწეული თხზულებანი და უცნობი ლექსი არაბულ თარგმანში. დასამუშავებელი ლიტერატურა: 1. ა. ბარამიძე, შოთა რუსთველი, თბ. 1975 წ. გვ 439-446; 2. ე. ხინთიბიძე, ვეფხისტყაოსანი შექსპირისა და მისი თანამედროვეების ინგლისურ დრამატურგიაში, თბ. 2016, გვ. 31-32; 3. გ. არაბული, შოთა რუსთველის ბიოგრაფია ქართულ მეცნიერებაში, თბ. 1992, გვ. 16-32; 4. "რუსთველის უცნობი ლექსის საიდუმლო", ჟურნ. ქართველოლოგი #27, თბ. 203, გვ. 22-23. დასამუშავებელი საკითხები: 1. მეთოდოლოგიური საკითხები ავტორობის შესახებ (ფაქტობრივი მასალა, მეცნიერული თვალსაზრისები, პირადი აზრები); ფაქტობრივი მასალა ავტორზე; სახელ რუსთველის ინტერპრეტაცია (რუსთავის მკვიდრი, რუსთავის მფლობელი – მემამულე, რუსთავის გამგებელი, რუსთავის ეპისკოპოსი, რუვისთაველი – გვარი); ფაქტობრივი მასალა ავტორზე პროლოგსა და ეპილოგში; ავტორის სახელი შოთა; შოთა რუსთველის ფრესკა იერუსალიმში; მეცნიერული თვალსაზრისები ავტორის ვინაობაზე: შოთა კუპრი (თეიმურაზ ბაგრატიონი, პავლე ინგოროყვა), ჩახრუხაძე (მარი ბროსე, ნიკო მარი) – სოფ. ჩახრახი (ს. კაკაბაძე), შოთას თორელობის ვერსია (მესხეთთან დაკავშირება – დავით ჩუბინაშვილი, ალექსანდრე ხახანაშვილი, ნიკო მარი) – თორელთა საგვარეულოდან (მოსე ჯანაშვილი, ნოდარ შოშიაშვილი, სარგის ცაიშვილი); რუსთველის ეპისკოპოსობის ჰიპოთეზა (პროკოფი რატიანი); რუვისთაველთა ოჯახიდან (ზაზა ალექსიძე). 2. თვალსაზრისები რუსთველის ე.წ. არმოღწეულ თხზულებებზე: თამარიანი (ნიკო მარი), იოსებზილიხანიანი (პავლე ინგოროყვა), ანტონ კათალიკოსისეული ციტატა თამარის ისტორიიდან (ალ. ცაგარელი, ილ. აბულაძე – უარყოფს; ივანე ლოლაშვილი ასაბუთებს...). რუსთველის უცნობი ლექსის არაბული თარგმანი – ფრანც ტუსენის თარგმნილი ქართველ ავტორთა ლექსები; არგუმენტები რუსთველის ლექსის – "ვეფხის ტყავი" ავთენტურობაზე და მის უარსაყოფად.
შაირობისა და მიჯნურობის თეორია "ვეფხისტყაოსნის" პროლოგის მიხედვით
ა) "ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟები
ბ) მეგობრობის კონცეფცია "ვეფხისტყაოსანში"
1. კურტუაზული სიყვარული და "ვეფხისტყაოსანი"
2. სიყვარულის რუსთველისეული კონცეფცია
3. სიყვარულის გადააზრება შუასაუკუნეებიდან რენესანსამდე
ა) ასტროლოგიური ნაკადი "ვეფხისტყაოსანში"
"ვეფხისტყაოსნის" ღმერთი
1. ქრისტიანული სიმბოლიკის რემინისცენცია "ვეფხისტყაოსანში"
2. "ვეფხისტყაოსნის" მიმართება ქართულ სასულიერო მწერლობასთან
3. განვითარებული სქოლასტიკა და "ვეფხისტყაოსანი"
ა)კონცეფციები რუსთველის ადგილზე ევროპული ცივილიზაციის პროცესში;
ბ) რუსთველი და აღმოსავლური რენესანსის თეორია;
გ) არეოპაგეტიკა და :ვეფხისტყაოსანი"
ა) მსოფლიო ცივილიზაციის პროცესი შუა საუკუნეებიდან რენესანსისკენ;
ბ) "ვეფხისტყაოსანი": შუასაუნეობრივისა და რენესანსულის ჰარმონია
"ვეფხისტყაოსანი" შექსპირის ეპოქის ინგლისში