საუბარი I
(სილაბუსის 1-ლი ლექცია)
სალექციო თემატიკა:
1. ვეფხისტყაოსანთან დაკავშირებული მეთოდოლოგიური საკითხები;
2. რუსთველოლოგები;
3. რუსთველოლოგია.
დასამუშავებელი ლიტერატურა:
ა) ე. ხინთიბიძე, ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო. თბ. 2009:
1. გვ. 7-15;
2. გვ. 17-20.
ბ) ე. ხინთიბიძე, ვეფხისტყაოსანი შექსპირისა და მისი თანამედროვეების ინგლისურ
დრამატურგიაში, თბ. 2016.
3. გვ. 32-34.
დასამუშავებელი საკითხები:
1. ვეფხისტყაოსანი – ეპოქათა მიჯნა (შუასაუკუნეებისა და რენესანსისა) და
მსოფლმხედველობითი ნაკადების შეერთება (შუასაუკუნეების მონოთეიზმი, ანტიკური
ფილოსოფია, რენესანსული ჰუმანიზმი); ვეფხისტყაოსნის მხატვრული სტილის
სპეციფიკა: პირობითობა და ჰიპერბოლიზაცია; პირობითობა მხატვრული სახის
შექმნაში: მხატვრული სახე არა რეალისტური პრინციპით შექმნილი, არამედ ერთი
ნიშნის ჰიპერბოლიზებით (ასმათი, შერმადინი); პერსონაჟის იდეალიზების
მსოფლმხედველობითი საფუძველი: რენესანსული ემფაზა (აქცენტი) ამქვეყნიურზე,
ადამიანზე (ტარიელი – დაუმარცხებელი, უბერებელი... , სიყვარული – უჭკნობი,
დაუსრულებელი...); შენარჩუნება რწმენის პოსტულატისა ("რაცა ღმერთსა არა
სწადდეს, არა საქმე არ იქნების"), ხოლო მოქმედება გონების კარახით; სიყვარული
და მეგობრობა – ღვთაებრივის ადამიანურ ემოციაში გამოვლენა.
2. ვახტანგ მეექვსე – პირველი რუსთველოლოგი; სხვადასხვა რელიგიური
მიმდინარეობების ძიება ვეფხისტყაოსანში (მაჰმადიანობა – ნიკო მარი, იუსტინე
აბულაძე; მანიქეიზმი და სოლარიზმი – პავლე ინგოროყვა...); ვეფხისტყაოსნის
რელიგიური მსოფლმხედველობა – ქრისტიანობა (კორნელი კეკელიძე, კალის-
ტრატე ცინცაძე, ვიქტორ ნოზაძე), რუსთველი – აღმოსავლური რენესანსი (შალვა
ნუცუბიძე), ვეფხისტყაოსნის ლიტერატურულ-ისტორიული პრობლემატიკა
(ალექსანდრე ბარამიძე). რუსთველოლოგიური კვლევების ძირითადი მიმართუ-
ლებები XX ს. უკანასკნელ მეოთხედში.
3. რუსთველოლოგია – პოემის მეცნიერული კვლევა; ვეფხისტყაოსანი – ავტორის
ჩანაფიქრი, მკითხველის პოზიცია, მეცნიერული კვლევა; ვეფხისტყაოსნის
მეცნიერული კვლევის სირთულეები: ენობრივი (ძველი და ახალი ქართული ენა),
რელიგიური (რუსთველის ეპოქის რელიგიური ტენდენციები), ხელნაწერები და
რედაქციები (რუსთველური და ფსევდორუსთველური).