Section outline

  • საუბარი II – 30.09.20 (სილაბუსის მეორე ლექცია) სალექციო თემატიკა: 1. ვეფხისტყაოსნის ავტორი (ფაქტობრივი მასალა და თვალსაზრისები); 2. რუსთველის ე.წ. არმოღწეული თხზულებანი და უცნობი ლექსი არაბულ თარგმანში. დასამუშავებელი ლიტერატურა: 1. ა. ბარამიძე, შოთა რუსთველი, თბ. 1975 წ. გვ 439-446; 2. ე. ხინთიბიძე, ვეფხისტყაოსანი შექსპირისა და მისი თანამედროვეების ინგლისურ დრამატურგიაში, თბ. 2016, გვ. 31-32; 3. გ. არაბული, შოთა რუსთველის ბიოგრაფია ქართულ მეცნიერებაში, თბ. 1992, გვ. 16-32; 4. "რუსთველის უცნობი ლექსის საიდუმლო", ჟურნ. ქართველოლოგი #27, თბ. 203, გვ. 22-23. დასამუშავებელი საკითხები: 1. მეთოდოლოგიური საკითხები ავტორობის შესახებ (ფაქტობრივი მასალა, მეცნიერული თვალსაზრისები, პირადი აზრები); ფაქტობრივი მასალა ავტორზე; სახელ რუსთველის ინტერპრეტაცია (რუსთავის მკვიდრი, რუსთავის მფლობელი – მემამულე, რუსთავის გამგებელი, რუსთავის ეპისკოპოსი, რუვისთაველი – გვარი); ფაქტობრივი მასალა ავტორზე პროლოგსა და ეპილოგში; ავტორის სახელი შოთა; შოთა რუსთველის ფრესკა იერუსალიმში; მეცნიერული თვალსაზრისები ავტორის ვინაობაზე: შოთა კუპრი (თეიმურაზ ბაგრატიონი, პავლე ინგოროყვა), ჩახრუხაძე (მარი ბროსე, ნიკო მარი) – სოფ. ჩახრახი (ს. კაკაბაძე), შოთას თორელობის ვერსია (მესხეთთან დაკავშირება – დავით ჩუბინაშვილი, ალექსანდრე ხახანაშვილი, ნიკო მარი) – თორელთა საგვარეულოდან (მოსე ჯანაშვილი, ნოდარ შოშიაშვილი, სარგის ცაიშვილი); რუსთველის ეპისკოპოსობის ჰიპოთეზა (პროკოფი რატიანი); რუვისთაველთა ოჯახიდან (ზაზა ალექსიძე). 2. თვალსაზრისები რუსთველის ე.წ. არმოღწეულ თხზულებებზე: თამარიანი (ნიკო მარი), იოსებზილიხანიანი (პავლე ინგოროყვა), ანტონ კათალიკოსისეული ციტატა თამარის ისტორიიდან (ალ. ცაგარელი, ილ. აბულაძე – უარყოფს; ივანე ლოლაშვილი ასაბუთებს...). რუსთველის უცნობი ლექსის არაბული თარგმანი – ფრანც ტუსენის თარგმნილი ქართველ ავტორთა ლექსები; არგუმენტები რუსთველის ლექსის – "ვეფხის ტყავი" ავთენტურობაზე და მის უარსაყოფად.