კვირეული მონახაზი
-
-
მეგრულ-ლაზურის გრამატიკის კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს ნაწილობრივ ფონეტიკა-ფონოლოგიის (ბგერათა განსხვავებული სისტემა, ძირითადი ფონეტიკური პროცესები: ასიმილაცია, დისიმილაცია) და სინტაქსის (მარტივი და რთული წინადადების სტრუქტურის მიმოხილვა), ძირითადად მორფოლოგიის საკითხები მეგრულ-ლაზური ტრადიციული გრამატიკების მიხედვით, მათ შორის არეალური სხვაობის გათვალისწინებით; დასვას პრობლემები და სტუდენტებს გააცნოს ამ საკითხების განხილვის სამომავლო პერსპექტივები. პრაქტიკულ მეცადინეობაზე სტუდენტებს განუვითაროს სხვადასხვა ჟანრის მეგრულ და ლაზურ ტექსტებზე მუშაობის უნარ-ჩვევები, გააცნოს ძირეული და აუცილებელი ლექსიკური ფონდი, მარტივი ელემენტარული დიალოგების აგების პრინციპები.
ამოცანები: 1.ა. ცაგარლის, ი. ყიფშიძის, არნ. ჩიქობავას, ვ. თოფურიას, კ. დანელიას, გ. კარტოზიას და სხვა მეცნიერების თეორიული ნაშრომების გაცნობა; 2. პრაქტიკული მუშაობისთვის აუცილებელი მასალის (გამოცემული ტექსტები, ლექსიკონები, მონაცემთა ბაზები) გაცნობა; 3. ველზე მუშაობის პრინციპების გაცნობა.
-
კოლხური (მეგრულ-ლაზური) ენა, თბილისი, 2006
შემდგენლები:
რუსუდან ამირეჯიბი-მალენი (რედაქტორი), ნანა დანელია, ინგა დუნდუა
ექსპერტები:
რევაზ აბაშია, მაია ლომია, ბელა ქობალავა
კოლხური ენის გრამატიკული ანალიზი კორნელი დ ანელიას ჩანაწერებისა და ლექციების მიხედვით
სარჩევი
შესავალი, რ. ამირეჯიბი-მალენი ................................................................ 7
კ. დანელია, კოლხური ენის გრამატიკული ანალიზი ............................ 12
ნ. დანელია, ი. დუნდუა, მეგრულის პრაქტიკული კურსი ...................... 176
მეგულ-ქართული ლექსიკონი ......................................................................340
საკითხავი ტექსტები .....................................................................................359
ბიბლიოგრაფია ................................................................................................390