კურსის მიზანია გააცნოს სტუდენტებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის საერთაშორისო და ადგილობრივი მიმართულებები. ძირითადი ფოკუსი გაკეთდება შემდეგ საკითხებზე:
ინფორმაცია შუალედური გამოცდის შესახებ:
საგამოცდო ტესტი შედგება 14 საკითხისგან: 8 დახურული და 6 ღია კითხვისგან. დახურული კითხვები ფასდება 1 ქულით; ღია კითხვები - 2 ქულით. ჯამში, სტუდენტეს შეუძლია დააგროვოს 20 ქულა.
საგამოცდო ტესტში შედის პირველი 6 კვირის მასალა.
წარმატებები.
ჯგუფური პრეზენტაცია - 10 ქულა
სტუდენტები მუშაობენ მცირე ჯგუფებში - 4-5 წევრი, ლექტორის მიერ განსაზღვრულ თემაზე - საპრეზენტაციო თემებზე სტუდენტები ეწერებიან აუდიტორიაში.
ჯგუფის წევრები ინაწილებენ დავალებებს და თითოეული წარმოადგენს თავის სლაიდს/ებს, სადაც მითითებული იქნება მის მიერ დამუშავებული სამეცნირო წყაროები!!! - თუ შეიძლება, ამას მიაქციეთ ყურადღება!! . თითოეულს დამუშავებული უნდა გქონდეთ 4-5 სამეცნიერო წყარო (და არა ყვითელი პრესა და მხატვრული ლიტერატურა)
ჯამში ჯგუფის პრეზენტაცია არ უნდა აღემატებოდეს 20-25 წუთს. თითოეული წევრის პრეზენტაცია კი - 4 - 5 წუთს.
ჯგუფების პრეზენტაცია გაიმართება ბოლო ორი კვირის განმავლობაში - პრეზენტაციებს ყველა ჯგუფი გზავნის ზემოთ მითითებულ მეილზე 30 მაისამდე.
იმედია, ინსტრუქცია გასაგებია - თქვენი კითხვები და კომენტარები განვიხილოთ სემინარზე.
გისურვებთ წარმატებებს!
წერილობითი დავალება - ფილმის ანალიზი - 20 ქულა
სტუდენტი უყურებს ფილმს „ზღვარზე ვარ“ და წერს მის ანალიზს .
ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს APA სტანდატის მიხედვით. მოცულობა 500-600 სიტყვა.
სადისკუსიო კითხვები ფილმისთვის „ ზღვარზე ვარ“
1. მტკიცებულებებზე დაფუძნებით, იმსჯელეთ იმ ძირითად საკითხებზე/ პრობლემებზე, რომლებიც ფილმში სფეროს ესპქერტების (მანანა შარაშიძე, გიორგი გელეიშვილი, ლია ასანიშვილი, არჩილ ბეგიაშვილი) მიერ არის წარმოდგენილი. მტკიცებულებებზე დაფუძნებით, გააანალიზეთ მათი არსებობა და ხარისხი საქართველოში და ზოგადად, მსოფლიოში
2. გაანალიზეთ ფილმის ერთ-ერთი გმირის, გელას, ძირითადი პრობლემები. რა სახის მომსახურება /ები დაეხმარებოდა გელას მდგომარეობის გაუმჯობესებას? ამ სერვისებიდან, რა არის ხელმისაწავდომი საქართველოში? მტკიცებულებებზე დაფუძნებით, გააანალიზეთ აღნიშნული მომსახურებების მნიშვნელობა ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა სოციალური ინკლუზიისთვის.
3. გააანალიზეთ ფილმის ერთ-ერთი გმირის, ირმას, ძირითადი პრობლემები. რა სახის მომსახურება /ები დაეხმარებოდა ირმას მდგომარეობის გაუმჯობესებას? ამ სერვისებიდან, რა არის ხელმისაწვდომი საქართველოში? მტკიცებულებებზე დაფუძნებით, გააანალიზეთ აღნიშნული მომსახურებების მნიშვნელობა ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა სოციალური ინკლუზიისთვის.
4. თქვენი აზრით, რატომ ჰქვია ფილმის „ზღვარზე ვარ“ ?
5. ფილმთან დაკავშირებული ემოციები - რა ემოციები დაგეუფლათ ფილმის ყურებისას?
კიდევ ერთხელ - ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს APA სტანდატის მიხედვით!!! გამოყენებული უნდა იყოს სულ მცირე 5 სამეცნიერო წყარო! ნაშრომში მოცემული მსჯელობა გამყარებული უნდა იყოს არგუმენტებით და მტკიცებულებებით.
ნაშრომის ატვირთვის ბოლო ვადაა 31 მაისი, 23:00 !
წარმატებები !
ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის საკითხების ზოგადი მიმოხილვა: ფსიქიკური ჯანმრთელობის ზოგადი მიმართულებები; რას ნიშნავს ფსიქიკური ჯანმრთელობა და ფსიქიკური ავადმყოფობა;
„ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკა“ - სახელმძღვანელო სოციალური სამუშაოს მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.
გვ: 3-21
საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია (2014) მულტიდისციპლინური გუნდური მუშაობის დანერგვა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებში - პერსპექტივები საქართველოსთვის
გვ. 7-12
პრეზენტაციაში გაშუქებუია პირველი კვირის მასალა
დიაგნოსტიკის თავისებურებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში
დისკუსია - განხილული იქნება საერთაშორისო სადიაგნოსტიკო სისტემები - DSM-V და ICD -10. მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
გაგოშიძე, თ (2007) ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები, თბილისი;
გვ: 20-35
გელდერი, მ, ჰარისონი, პ და ქოუენი, ფ . (2006). ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში
თავი 2, გვ: 33 - 37
მეორე სახელმრვანელო – ოქსფორდის მოკლე სახელმძღვენლო ფსიქიატრიაში ატვირთულია Google Drive ზე
პრეზენტაციაში გაშუქებულია მეორე კვირის მასალა
ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებზე ზრუნვის ზოგადი პრინციპები და მათი მკურნალობის თავისებურებებიფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებზე ზრუნვის ზოგადი პრინციპები და მათი მკურნალობის თავისებურებები
განხილული იქნება ის ძირითადი პრინციპები რომელსაც ეყდნობა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა მკურნალობა/სოციალური რეაბილიტაცია და ძირითადი უნარ-ჩვევები, რომლებსაც აუცილებლად უნდა ფლობდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე ყველა პროფესიონალი
გიფ-თბილისი (2011), სახელმძღვანელო ფსქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე ექთნებისთვის. თბილისი
თავი 1, გვ: 9-19;
თავი 4, გვ: 59 - 67
განხილულია მესამე კვირის მასალა
გავრცელებული ფსიქიკური აშლილობები და მათი მკურნალობის თავისებურებები
განხილულია ორგანული ფსიქიკური დაავადებები (ეპილეფსია და დემენცია), ფსიქოზი, აფექტური აშლილობები (დეპრესია, მანია, ბიპოლარული აშლილობა) და შფოთვითი აშლილობები (პანიკის შეტევები, ობსესურ-კომპულსიური აშლილობა, მწვავე სტრესული რეაქციები, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, სამედიცინო თვალსაზრისით აუხსნელი სიმპტომები)
გნხილულია მეოთხე კვირის მასალა
კვებითი და ძილის აშლილობები
განხილული იქნება გავრცელებული კვებითი აშლილობები - ნერვული ანორექსია, ნერვული ბულიმია და ატიპიური კვებითი აშლილობები და მათი მკურნალობის თავისებურებები. ასევე, გაანალიზებული იქნება ძილის აშლილობები: ინსომნია და პარასომნიები
გელდერი, მ, ჰარისონი, პ და ქოუენი, ფ . (2006). ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში
თავი 15, გვ: 380 - 396
ინტიტუციონალიზმი და დეინსტიტუციონალიზაცია
გაანალიზებულია ინსტიტუციონალიზაციისა და დეინსტიტუციონალიზაციის დადებით და უარყოფითი მხარეები; აშშ-ის მაგალითზე განხილულია დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის თავისებურებები.
„ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკა“ - სახელმძღვანელო სოციალური სამუშაოს მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.
გვ: 22-50
ფსიქიატრიული სერვისები
გაანალიზებულია იქნება ძირითადი ფსიქიატრიული სერვისები, რომლებიც აუცილებელია ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა მკურნალობისა და სოციალური რეაბილიტაციისთვის
გელდერი, მ, ჰარისონი, პ და ქოუენი, ფ . (2006). ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში
თავი 23, გვ: 659 – 663; 669-670
სახელმძღვანელო - უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა - 117-147
ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის თავისებურებები
განხილულია ბავშვთა და მოზარდთა ნორმალური განვითარება და ფსიქოპათოლოგია.
გელდერი, მ, ჰარისონი, პ და ქოუენი, ფ . (2006). ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში
თავი 24, გვ: 688 - 699
თავი 15, გვ: 380 - 396
ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის თავისებურებები საქართველოში
გაანლიზებულია საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის ძირითადი ტენდენციები;
საქართველოს 2022-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია 1-27 გვ.;
მახაშვილი, ნ (2012). ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმა საქარქთველოში, გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში
კვლევის ანგარიში - ფსიქიკური ჯანმრთელობის სტაციონარგარეთა
სერვისების ეფექტურობის კვლევა 1-27 გვ. (ატვირთულია კურსის ზოგად ნაწილში)
რა არის გონებრივი განვითარების შეფერხება
დისკუსია - განხილულია გონებრივი განვითარების ჩამორჩენის დეფინიცია, დიაგნოსტიკის საშუალებები, მიზეზები და ძირითადი მახასიათებლები. გაანალიზებულია გონებივი განვითარების შეფერხების მქონე ადამიანთა სოციალური ინტეგრაციის ხელშემწყობი საშუალებები
გაგოშიძე, თ (2007) ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები, თბილისი;
გვ: 43-64
ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკა ხანდაზმულების მიმართ.
დისკუსია - გაანლიზებულია დაბერების პროცესი და მასთან დაკავშირებით თავის ტვინში მიმდინარე ცვლილებები. განხილული იქნება ხანდაზმულთა ფიქიატრიის ძირითადი პრინციპები და პრაქტიკა
გელდერი, მ, ჰარისონი, პ და ქოუენი, ფ . (2006). ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში
თავი 20, გვ: 530 – 543
სუმბაძე, ნ., ქიტიაშვილი, ა., აბაშიძე, თ., ჟვანია, ი. და მახარაძე, თ. (2020). კვლევის ანგარიში - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა ხანდზმულებისთვის საქართველოში - არსებული სერვისები და ძირითადი საჭიროებები, თსუ გამომცემლობა
https://www.ctc.org.ge/wp-content/uploads/2020/03/Research-Reprot-for-Print-06.03.2020.pdf
ჯგუფების პრეზენტაციები
ჯგუფების პრეზენტაციები