კურსის მიზანია გააცნოს სტუდენტებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის საერთაშორისო და ადგილობრივი მიმართულებები. ძირითადი ფოკუსი გაკეთდება შემდეგ საკითხებზე:
ინფორმაცია შუალედური გამოცდის შესახებ:
საგამოცდო ტესტი შედგება 14 საკითხისგან: 8 დახურული და 6 ღია კითხვისგან. დახურული კითხვები ფასდება 1 ქულით; ღია კითხვები - 2 ქულით. ჯამში, სტუდენტეს შეუძლია დააგროვოს 20 ქულა.
საგამოცდო ტესტში შედის პირველი 6 კვირის მასალა.
წარმატებები.
ჯგუფური პრეზენტაცია - 10 ქულა
სტუდენტები მუშაობენ მცირე ჯგუფებში - 4-5 წევრი, ლექტორის მიერ განსაზღვრულ თემაზე - საპრეზენტაციო თემებზე სტუდენტები ეწერებიან აუდიტორიაში.
ჯგუფის წევრები ინაწილებენ დავალებებს და თითოეული წარმოადგენს თავის სლაიდს/ებს, სადაც მითითებული იქნება მის მიერ დამუშავებული სამეცნირო წყაროები!!! - თუ შეიძლება, ამას მიაქციეთ ყურადღება!! . თითოეულს დამუშავებული უნდა გქონდეთ 4-5 სამეცნიერო წყარო (და არა ყვითელი პრესა და მხატვრული ლიტერატურა)
ჯამში ჯგუფის პრეზენტაცია არ უნდა აღემატებოდეს 20-25 წუთს. თითოეული წევრის პრეზენტაცია კი - 4 - 5 წუთს.
ჯგუფების პრეზენტაცია გაიმართება ბოლო ორი კვირის განმავლობაში - პრეზენტაციებს ყველა ჯგუფი გზავნის ზემოთ მითითებულ მეილზე 30 მაისამდე.
იმედია, ინსტრუქცია გასაგებია - თქვენი კითხვები და კომენტარები განვიხილოთ სემინარზე.
გისურვებთ წარმატებებს!
წერილობითი დავალება - ფილმის ანალიზი - 20 ქულა
სტუდენტი უყურებს ფილმს „ზღვარზე ვარ“ და წერს მის ანალიზს .
ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს APA სტანდატის მიხედვით. მოცულობა 500-600 სიტყვა.
სადისკუსიო კითხვები ფილმისთვის „ ზღვარზე ვარ“
1. მტკიცებულებებზე დაფუძნებით, იმსჯელეთ იმ ძირითად საკითხებზე/ პრობლემებზე, რომლებიც ფილმში სფეროს ესპქერტების (მანანა შარაშიძე, გიორგი გელეიშვილი, ლია ასანიშვილი, არჩილ ბეგიაშვილი) მიერ არის წარმოდგენილი. მტკიცებულებებზე დაფუძნებით, გააანალიზეთ მათი არსებობა და ხარისხი საქართველოში და ზოგადად, მსოფლიოში
2. გაანალიზეთ ფილმის ერთ-ერთი გმირის, გელას, ძირითადი პრობლემები. რა სახის მომსახურება /ები დაეხმარებოდა გელას მდგომარეობის გაუმჯობესებას? ამ სერვისებიდან, რა არის ხელმისაწავდომი საქართველოში? მტკიცებულებებზე დაფუძნებით, გააანალიზეთ აღნიშნული მომსახურებების მნიშვნელობა ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა სოციალური ინკლუზიისთვის.
3. გააანალიზეთ ფილმის ერთ-ერთი გმირის, ირმას, ძირითადი პრობლემები. რა სახის მომსახურება /ები დაეხმარებოდა ირმას მდგომარეობის გაუმჯობესებას? ამ სერვისებიდან, რა არის ხელმისაწვდომი საქართველოში? მტკიცებულებებზე დაფუძნებით, გააანალიზეთ აღნიშნული მომსახურებების მნიშვნელობა ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა სოციალური ინკლუზიისთვის.
4. თქვენი აზრით, რატომ ჰქვია ფილმის „ზღვარზე ვარ“ ?
5. ფილმთან დაკავშირებული ემოციები - რა ემოციები დაგეუფლათ ფილმის ყურებისას?
კიდევ ერთხელ - ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს APA სტანდატის მიხედვით!!! გამოყენებული უნდა იყოს სულ მცირე 5 სამეცნიერო წყარო! ნაშრომში მოცემული მსჯელობა გამყარებული უნდა იყოს არგუმენტებით და მტკიცებულებებით.
ნაშრომის ატვირთვის ბოლო ვადაა 31 მაისი, 23:00 !
წარმატებები !