წერილობითი დავალება - ფილმის ანალიზი - 20 ქულა
სტუდენტი უყურებს ფილმს „ზღვარზე ვარ“ და წერს მის ანალიზს .
ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს APA სტანდატის მიხედვით. მოცულობა 500-600 სიტყვა.
სადისკუსიო კითხვები ფილმისთვის „ ზღვარზე ვარ“
1. მტკიცებულებებზე დაფუძნებით, იმსჯელეთ იმ ძირითად საკითხებზე/ პრობლემებზე, რომლებიც ფილმში სფეროს ესპქერტების (მანანა შარაშიძე, გიორგი გელეიშვილი, ლია ასანიშვილი, არჩილ ბეგიაშვილი) მიერ არის წარმოდგენილი. მტკიცებულებებზე დაფუძნებით, გააანალიზეთ მათი არსებობა და ხარისხი საქართველოში და ზოგადად, მსოფლიოში
2. გაანალიზეთ ფილმის ერთ-ერთი გმირის, გელას, ძირითადი პრობლემები. რა სახის მომსახურება /ები დაეხმარებოდა გელას მდგომარეობის გაუმჯობესებას? ამ სერვისებიდან, რა არის ხელმისაწავდომი საქართველოში? მტკიცებულებებზე დაფუძნებით, გააანალიზეთ აღნიშნული მომსახურებების მნიშვნელობა ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა სოციალური ინკლუზიისთვის.
3. გააანალიზეთ ფილმის ერთ-ერთი გმირის, ირმას, ძირითადი პრობლემები. რა სახის მომსახურება /ები დაეხმარებოდა ირმას მდგომარეობის გაუმჯობესებას? ამ სერვისებიდან, რა არის ხელმისაწვდომი საქართველოში? მტკიცებულებებზე დაფუძნებით, გააანალიზეთ აღნიშნული მომსახურებების მნიშვნელობა ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა სოციალური ინკლუზიისთვის.
4. თქვენი აზრით, რატომ ჰქვია ფილმის „ზღვარზე ვარ“ ?
5. ფილმთან დაკავშირებული ემოციები - რა ემოციები დაგეუფლათ ფილმის ყურებისას?
კიდევ ერთხელ - ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს APA სტანდატის მიხედვით!!! გამოყენებული უნდა იყოს სულ მცირე 5 სამეცნიერო წყარო! ნაშრომში მოცემული მსჯელობა გამყარებული უნდა იყოს არგუმენტებით და მტკიცებულებებით.
ნაშრომის ატვირთვის ბოლო ვადაა 31 მაისი, 23:00 !
წარმატებები !