სალექციო კურსის მიზანია, შეასწავლოს სტუდენტებს ლიტერატურა, როგორც კულტურათა კომუნიკაციის უმნიშვნელოვანესი ფორმა, ასევე სხვადასხვა კულტურების წარმომადგენლების კავშირი და ურთიერთობა ლიტერატურულ სარბიელზე, ამ ურთიერთობების თავისებურებანი, ლიტერატურის ურთიერთმიმართებები ხელოვნების სხვა დარგებთან და
სულიერი კულტურის სხვა სფეროებთან (მეცნიერებასთან, პოლიტიკასთან, რელიგიასთან).
სალექციო კურსმა უნდა შეასწავლოს სტუდენტებს მემკვიდრეობითობის, ტრადიციისა და ნოვატორობის, აკულტურაციის, ასიმილაციისა და ტრანსკულტურაციის, კოლონიალიზმისა და პოსტკოლონიალიზმის ძირითადი საკითხები ლიტერატურასთან, ინტერდისციპლინურ და ინტერტექსტუალურ კონტექსტთან მიმართებით.

სასწავლო  კურსის მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს    შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის თეორიული საფუძვლები,  ძირითადი თეორიები და  პრინციპები, რათა მან გააცნობიეროს   შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის  კომპლექსური  საკითხები. შეძლოს ლიტერატურული ტექსტების მიმართებების გარკვევა სინქრონულ და დიაქრონულ ჭრილში, მათი თემატური მიმართებების დადგენა, იცოდეს ლიტერატურულ ურთიერთობათა ძირითადი ფორმები.

სასწავლო კურსის მიზანია,  სტუდენტს  შეასწავლოს რიტორიკის   ძირითადი საკითხები:  მეტყველების ლოგიკური ორგანიზება, დიალოგური მეტყველების თავისებურებები,  მეტყველების ტექნიკა და კულტურა. გამოუმუშაოს  სტუდენტს  საჯარო გამოსვლისა და სწორად მეტყველების უნარ-ჩვევები, დაგროვებული ცოდნის პრაგმატიზაციისა და აქტუალიზაციის უნარები.

კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს თანამედროვე ქართული ენის ლექ­სიკის შდგენილობისა და ისტორიის საკითხები; ლექსიკოლოგიის ძირი­თადი ცნებები; ქართული ლექსიკის მიმართება სიტყვის ბგერა­დო­ბას­ა და აგებულებასთან; ქართული ლექსიკის მიმართება სიტყვის მნიშ­ვნე­ლობასა და ენობრივ კოლექტივთან. კურსის მიზანია ასევე სტუდენ­ტებს გააცნოს სა­­კუ­თარი და შეთვისებული ლექსიკა ქართულში. სტუდენტებს გამოუმუშაოს ლექსი­კოგრა­ფიული უნარ-ჩვევები, გააცნოს და გაააზრებინოს სხვა­დას­ხვა სახის ლექსი­კო­ნე­ბის შედგენის პრინციპები.

ქართული დიალექტოლოგიის კურსის მიზნებს წარმოადგენს ზოგადი დიალექტოლოგიის პრობლემებისა და ქართული ენის დიალექტების სისტემური (ფონეტიკური, მორფოლოგიური და ლექსიკური) აღწერა; ქართული დიალექტების მიმართების გარკვევა სალიტერატურო ენასთან; დიალექტური მოვლენების ანალიზის საფუძველზე ქართულის მონათესავე და არამონათესავე ენებთან ურთიერთობის ზოგიერთი საკითხის გარკვევა.

აღნიშნული კურსი გათვალისწინებულია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის. საგანი მიზნად ისახავს ქართული მწერლობის ძეგლების რედაქტირებისა და გამოცემის პრაქტიკული საკითხების შესახებ გამოცდილების შეძენას; იმ ეტაპებისა და პრინციპების გაცნობას, რომლებიც საჭიროა ტექსტის პუბლიკაციისთვის მოსამზადებლად (მწერლის არქივზე მუშაობა, ხელნაწერი და ნაბეჭდი წყაროების მოძიება და კლასიფიცირება, ვარიანტულ წაკითხვებზე მუშაობა, ბიბლიოგრაფიის შედგენა); ისეთი არსებითი საკითხების შესაწავლას, როგორებიცაა: ძირითადი ტექსტის შერჩევა და დადგენა, დათარიღება, ატრიბუცია, სამეცნიერო აპარატის მომზადება, კომენტარების, საძიებლების შედგენა. სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს არა მარტო გააცნოს ქართველ კლასიკოსთა ლიტერატურული მემკვიდრეობის გამოცემის ისტორია, არამედ გამოუმუშავოს პრაქტიკული უნარ-ჩვევები ლიტერატურული ტექსტის სასტამბოდ მოსამზადებლად.

 აღნიშნული კურსი გათვალისწინებულია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ისტორიის მიმართულების მაგისტრანტთათვის

კურსის ძირითადი მიზანია ენისა და კულტურის, ენისა და ეთნოსის, ენისა და ხალხის მენტალიტეტის ურთიერთმიმართების საკითხთა შესწავლა. აღნიშნული კურსით სტუდენტები ჩასწვდებიან ენის სემანტიკურ სიღრმეებს, აღმოაჩენენ ენაში შენახულ კულტურას, შეისწავლიან ენობრივ ერთეულთა ეროვნულ-კულტურულ თავისებურებებს, გაეცნობიან იმ კოგნიტიურ მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც სამყაროს ეროვნულ-ენობრივი სურათები აიგება.

 

კურსი განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის და  მოიცავს ქართული ენის პრაქტიკული სტილისტიკისა და ნორმალიზაციის მნიშვნელოვან საკითხებს. სტუდენტი გაეცნობა  ფუნქციურ სტილთა ენობრივ მახასიათებლებს, ლექსიკურ სტილისტიკასა და მხატვრულ საშუალებებს, მართლწერის წესებს, რაც ხელს შეუწყობს მართებულად წერისა და სწორმეტყველების უნარ-ჩვევების გამომუშავებას; პრაქტიკული დავალებებისა და ტესტების დახმარებით სტუდენტი მიეჩვევა აზრის სწორად ჩამოყალიბებას (ზეპირად ან წერილობით),  შეძლებს ტექსტების რედაქტირებასა და სტილისტურად დახვეწას.

ქართული მწერლობა შუასაუკუნეების აზროვნების
კონტექსტში არის სალექციო კურსი, რომელიც აცნობს
სტუდენტობას ძველი საქართველოს ლიტერატურული
პროცესის მიმართებას ევროპული ქრისტიანული
აზროვნების პროცესთან. Kკურსი არის გადამუშავება
ჩვენს უნივერსიტეტში უკვე წლების მანძილზე
დამკვიდრებული კურსისა: ქართულ-ბიზანტიური
ლიტერატურული ურთიერთობანი. ბიზანტიის სახით
საქართველო უკავშირდებოდა ევროპული
ქრისტიანული აზროვნების მაგისტრალურ ხაზს.
ამდენად, ამ ლიტერატურული ურთიერთობების
შესწავლა წარმოაჩენს ქართული ლიტერატურული და,
საზოგადოდ, თეოლოგიურ-ფილოსოფიური და
საზოგადოებრივი აზროვნების ადგილს შუა
საუკუნეების ევროპული აზროვნების კონტექსტში.
სასწავლო კურსის მიზანია გამოიკვეთოს: 1. როგორ
ყალიბდება შუა საუკუნეებში ქართული
ლიტერატურულ-საზოგადოებრივი აზრი ბერძნულ-
ბიზანტიურის გზით და მასთან მიმართებაში; 2. რა
წვლილი შეაქვს ქართულ სამყაროს ბიზანტიური და
ამდენად შუა საუკუნეების ევროპული ლიტერატურულ-
ფილოსოფიური აზროვნების პროცესში; 3. რა
მნიშვნელობა აქვს ძველ ქართულ ლიტერატურულ
მემკვიდრეობას ბიზანტიური ლიტერატურის
შესწავლისათვის თანამედროვე
ლიტერატურათმცოდნეობის დონეზე. სასწავლო კურსი
მიზნად ისახავს, სტუდენტს შეასწავლოს
ქართველოლოგიის, ბიზანტინისტიკის და, საზოგადოდ,
მედიევისტიკის ურთიერთშემხვედრი ფილოლოგიური
მეცნიერების ძირითადი პრობლემები; მედიევისტიკაში
ფილოლოგიურ-ისტორიული პრობლემების კვლევის
თანამედროვე მეთოდოლოგია.

სასწავლო კურსი აწვდის სტუდენტებს პროფესიულ ცოდნას ქართული კულტურის და ლიტერატურულ-ფილოსოფიური აზროვნების ყველაზე მაღალი გამოვლინების - ვეფხისტყაოსნის შესახებ და ამზადებს ჩვენი ცივილიზაციის შემოქმედებითი აზროვნების ამ შედევრთან დაკავშირებული ფილოლოგიური, ფილოსოფიური და თეოლოგიური პრობლემატიკის თეორიული ასპექტის ასათვისებლად; რითაც ააქტიურებს სტუდენტის ფილოლოგიური ხასიათის კვლევის უნარს. ამასთან ერთად სასწავლო კურსის ერთი ძირითადი მიზანია რუსთველის მიერ ქართულ აზროვნებაში შემოტანილი ზოგადსაკაცობრიო პრობლემატიკის ინტერპრეტირება ჩვენი ცივილიზაციის სამი უმთავრესი ეტაპის ­­- ანტიკური, შუასაუკუნეების და რენესანსული კულტურების უმთავრესი სააზროვნო საკითხების კონტექსტში და ამგვარი ფილოლოგიური კვლევა-ძიების ელემენტების ათვისების გზით სტუდენტის მომზადება შემდგომი მაღალი ფილოლოგიური კვლევითი ხასიათის პროგრამებისათვის.

ქართული ზმნის სტრუქტურა, კონსტრუქცია.
პროფ. დ. მელიქიშვილი
დოქტორანტი: ნ. ფუტკარაძე

აღნიშნული კურსი გათვალისწინებულია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის მიმართულების ბაკალავრიატის კურსის სტუდენტებისათვის არჩევით საგნად. კურსის მოსმენისა და პრაქტიკული მეცადინეობის შედეგად სტუდენტები კარგად გაერკვევიან ქართული ზმნის სტრუქტურებსა და კონსტრუქციებში, გამოუმუშავდებათ ლოგიკური მსჯელობისა და კრიტიკული აზროვნების უნარი.

კურსის მიზანია, სტუდენტს გაუღვივოს ინტერესი ფილოლოგიური კვლევებისადმი, გააცნოს ფილოლოგიის ერთ-ერთი დისციპლინის – ტექსტოლოგიის ისტორია, მისი ძირითადი ცნებები და მეთოდები. ამასთან ერთად, მისცეს მას გამოუცემელ და გამოცემულ ტექსტებზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება. კურსის მიზანია, ჩამოაყალიბოს პროფესიონალი მკითხველი და წიგნის მომხმარებელი, საფუძველი ჩაუყაროს ტექსტის პროფესიონალი დამდგენ-გამომცემლის, ფილოლოგ-ტექსტოლოგის მომზადებას.

12373064