კვირეული მონახაზი

  • ლექცია I. მთავარი სამეცნიერო ლიტერატურა ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყაროს შესასწავლად

    • სალექციო კურსის საგანი
      „შუასაუკუნეობრივი და რენესანსული ვეფხისტყაოსანში“ არის ჩემი მონოგრაფიის სათაური, რომელიც 1993 წელს გამოქვეყნდა. ეს სათაური ამავე დროს ზუსტად შეესატყვისება ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყაროს თაობაზე ჩემი კონცეფციის არსს. ამ კონცეფციის ძირითადი თეზა ის არის, რომ პოემის მხატვრულ სისტემაში ასახული იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო ორგანული და
      ჰარმონიული სინთეზია, რომელიც შეესატყვისება რუსთველის მოღვაწეობის პერიოდის – გვიანდელი შუასაუკუნეების (ამ პერიოდს ასევე უწოდებენ წინარე რენესანსს) ქრისტიანული აზროვნების (უფრო ფართოდ, რელიგიური აზროვნების) პროცესს.
             კურსის მიზანი (14 კვირა. კვირაში 2 აკადემიური საათი ლექცია და 2 სემინარი) ამ კონცეფციის მეცნიერული ინტერპრეტირება და შესწავლა; და ამ ბაზაზე რუსთველოლოგიური მეცნიერების პრინციპების და მეთოდიკის შეთვისებაა. ამ კონცეფციის დამუშავების ბაზაზე შესწავლილი და გააზრებული იქნება სხვა უმთავრესი თვალსაზრისებიც რუსთველის მსოფლმხედველობის თაობაზე.
              სალექციო კურსი თანმიმდევრულად გაჰყვება საგნის სილაბუსს, რომელიც განთავსებულია ფაკულტეტის (თსუ ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის) ვებ-გვერდზე; სიტუაციის შესაბამისად, ზოგიერთ შემთხვევაში სალექციო თემათა  გაერთიანებით ან შეკვეცით. სალექციო კურსის დასამუშავებლად სილაბუსში  მიითებული ძირითადი ლიტერატურა ხელმისაწვდომია ელვერსიით. ესაა ჩემი მონოგრაფია: „ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო“ (2009 წელი).

                პირველი ლექციით დასამუშავებელი საკითხები (I და II სალექციო თეზები,  სილაბუსის მიხედვით):
      1. მთავარი სამეცნიერო ლიტერატურა ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყაროს შესასწავლად, რუსთველოლოგია ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში ყველაზე ფართოდ დამუშავებული სფეროა. ყურადღება მიაქციეთ დასახელებულ წიგნში (ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო) 799-824 გვერდებზე განთავსებულ სამეცნიერო ლიტერატურას; განსაკუთრებით ავტორებს – შალვა ნუცუბიძე, ვიკტორ ნოზაძე, კორნელი კეკელიძე, ალექსანდრე ბარამიძე, მოსე გოგიბერიძე, აკაკი გაწერელია, კალისტრატე ეკაშვილი, პავლე ინგოროყვა, შალვა ხიდაშელი, ნიკო მარი, ზვიად გამსახურდია, გიორგი ნადირაძე, ნოდარ ნათძე, სარგის ცაიშვილი, გიორგი ჯიბლაძე.
             მსოფლმხედველობა ძალზე ფართო ცნებაა. იგი მოიცავს უპირატესად
      რელიგიური მსოფლმხედველობის, ფილოსოფიური მსოფლშეგრძნების,
      ეთიკური მსოფლმხედველობის, ესთეტიკური მსოფლმხედველობის ....
      საკითხებს. ყურადღება მიაქციეთ დასახელებულ ავტორთა მიმართებას
      მსოფლხედველობის ამ მიმართულებასთან. მაგალითად, კალისტრატე
      ეკაშვილი არსებითად რუსთველის ქრისტიანული რელიგიის და ეთიკის
      ძირითად პრინციპებთან მიმართებას იკვლევს; შალვა ნუცუბიძე და მოსე
      გოგიბერიძე – ფილოსოფიურ კონცეფციებთან მიმართებას; გიორგი ნადირაძე და გიორგი ჯიბლაძე – რუსთველი ესთეტიკურ მსოფლხედვას.

         2. ძირითადი კონცეფციები რუსთველის ადგილის შესახებ ქრისტიანული
      ცივილიზაციის პროცესში.
          რუსთველის მსოფლხედვის თაობაზე და მისი რაობის ზოგადი შეფასების
      თვალსაზრისით ბევრი რამ დაწერილა. ერთმანეთისგან უნდა განსხვავდეს
      მეცნიერული არგუმენტირებით წარმოდგენილი თვალსაზრისები და ზოგადი შთაბეჭდილებებით გამოთქმული აზრები. ზოგადი თვალსაზრისით გამოთქმული მოსაზრებების მოდიფიცირება საინტერესო სურათს იძლევა ვეროპულ კრიტიკაში გამოთქმული აზრების საფუძველზე: უარყოფითი და კრიტიკული დამოკიდებულება პოემის ეთიკური მსოფლმხედველობისადმი (მაგალითად მურიე) თანდათან შეიცვლება პოემის მსოფლიო ლიტერატურის შედევრად აღიარებით (მარი ბროსე, არტურ მეტნერი, მორის ბოურა).
      წაიკითხეთ სილაბუსის მეორე ლექციაში მითითებული გვერდები (194-203)
      წიგნიდან – ე. ხინთიბიძე, „ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში“, 2003წ. (ელექტრონული ვერსია: www.academia.edu/42231711/ )
            უმთავრესი მეცნიერული კონცეფიცა რუსთველის ადგილის შესახებ
      ევროპულ-ქრისტიანული ცივილიზაციის პროცესში არის ქართველი
      ფილოსოფოსის შალვა ნუცუბიძის კონცეფცია, რომელიც რუსთაველის
      შემოქმედებას აღმოსავლურ რენესანსს უწოდებს. ეს თვალსაზრისი
      პოპულარული იყო საბჭოთა ლიტერატურათმცოდნეობაში, რომლის
      საფუძველზე ცნობილმა რუსმა მეცნიერებმა ნ. კონრადმა და ვ. ჟირმუნსკიმ
      შექმნეს აღმოსავლური რენესანსის კონცეფცია. ამ კომნცეფციათა დეტალურ ანალიზსა და კრიტიკას მიეძღვნება ჩემი საგანგებო ლექცია.
      XX საუკუნის მეორე ნახევრის 60-70-იან წლებში ჩვენში პოპულარული
      იყო რუსთველის მსოფლმხედველობის ქრისტიანულ-რელიგიურ საფუძ–
      ვლებზე დამყარების მტკიცება. ამის კვალდაკვალ ჩამოყალიბდა ზოგადი
      შეხედულება, რომელიც რუსთველის მსოფლმხედველობასა და შუასაუკუ-
      ნეების ორთოდოქსულ ქრისტიანულ პრინციპებს შორის ტოლობის ნიშანს
      სვამს. ეს პოზიცია ყველაზე მწყობრად იკითხება უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი რუსთველოლოგის ვიკტორ ნოზაძის დიდ მონოგრაფიაში  „ვეფხისტყაოსნის ღმრთისმეტყველება“ (პარიზი, 1965). ეს თვალსაზრისიც საგანგებოდ იქნება დამუშავებული ჩვენს სალექციო კურსში.
            სასურველია, წაიკითხოთ ჩემი ზოგადი მეთოდოლოგიური მითითებები
      რუსთველოლოგიის კურსის დასაწყისისთვის, დაბეჭდილი 2000 წელს
      (რუსთველოლოგია, სალექციო კურსის თეზისები და ლიტერატურა.
      საგამომცემლო ჯგუფი ქართველოლოგი, თბ. 2000), რომელსაც თან ვურთავთ ამ მასალას.

  • ლექცია II. რუსთველის მსოფლმხედველობა და აღმოსავლური რენესანსი.

    • უმთავრესი თეორიები რუსთველის მსოფლმხედველობაზე: 1) რუსთველის მსოფლმხედველობა და აღმოსავლური რენესანსი. ძირითადი დასამუშავებელი ლიტერატურა: ე. ხინთიბიძე, „ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო“, 2009 წ. გვ. 665-677. უმთავრესი თეზისები და საკითხები: ქართული საზოგადოებრივი აზრის განვითარების ხაზი X-XII სს.; ვეფხისტყაოსნის ჰუმანისტური პათოსი; შალვა ნუცუბიძის თეორია; აღმოსავლური რენესანსი და არა საკუთრივ რენესანსი (ანუ ევროპული); ამ იდეის პოპულარობა: სომხური, აზერბაიჯანული, შუა აზიის რენესანსები; საბჭოთა ლიტმცოდნეობა ნ. კონრადი, ვ. ჟურმუნსკი, ა. ლოსევი; ნ. კონრადისრენესანსული თეორია - იაპონიიდან ინგლისამდე; რუსთველი აღმოსავლელ (მაჰმადიან) დიდ პოეტთა ჯაჭვში: ფირდოუსი, გურგანი, ნიზამი, რუსთველი, ნავოი. შუასაუკუნეების აზროვნების ძირითადი ფუნდამენტი - რელიგიურ-თეოლოგიური; აღმოსავლური და დასავლური რუსთველის შემოქმედებაში; ევროპული გვიანდელი შუასაუკუნეების და რუსთველის ძირითადი ფილოსოფიურ-თეოლოგიური წყაროები: ბიბლია და მაღალგანვითარებული ქრისტიანული პატრისტიკა, არისტოტელეს ეთიკა, ნეოპლატონური (დიონისე) არეოპაგელის მისტიკა; რუსთველი - გვიანდელი შუასაუკუნეები და არა რენესანსი; რენესანსული ელემენტის მნიშვნელობა ვეფხისტყაოსანში. ე. მელეტისკი და კრიტიკა აღმოსავლური რენესანსისა; შუა საუკუნეების ბაზისი ვეფხისტყაოსანში; რენესანსული სტილი ვეფხისტყაოსანში: რაციონალური კომპოზიცია, ასტროლოგია, როგორც გამოთვლა და მეცნიერება; ანალიტიკური სტილი აზროვნებისა და არა ტრანსცენდენტული. ვეფხისტყაოსანი - შუასაუკუნეობრივისა და რენესანსულის ჰარმონია. 2) რუსთველის მსოფლმხედველობა და შუასაუკუნეების ორთოდოქსული ქრისტიანობა. საკითხები: ადამიანის აღმოჩენა რენესანსში და შუასაუკუნეების ადამიანი (რენესანსული პიროვნება - სუვერენული, ავტონომიური. შუასაუკუნეების ადამიანი - მაქსიმალურად საერთო მორწმუნე საზოგადოებისა) შუასაუკუნეების ლიტ. პერსონაჟი (სასწაულებრივი გარდაქმნა) და ზნეობრივი გარეშე ძალების ზემოქმედება („ფლამენკა“). ახალი ეპოქის პერსონაჟი - მოქმედი ანალიტიკური ხედვით. რუსთველის პერსონაჟი - საერთო ტრადიციულთან (სიშმაგე), განსხვავება და სიახლე (რაციონალურობა). შედარება ნიზამის პერსონაჟთან.

  • ლექცია III. ქრისტიანული თეოლოგია, მისი განვითარების პროცესი, რუსთველის მიმართება ამ პროცესთან; გვიანდელი შუასაუკუნეების აზროვნება - ახალი ეტაპი შუასაუკუნეებისა; რენესანსი, რენესანსული აზროვნება და ვეფხისტყაოსანი

    • 1.2. ქრისტიანული თეოლოგიის ფორმირება და პროცესი: ქრისტიანული რწმენა, ქრისტიანული დოგმატიკა, სქოლასტიკა. ტენდენცია, რაც იგრძნობა ვეფხისტყაოსანში: ნაკლებად გამოვლენილი ქრისტიანული დოგმატიკა (და არა ქრისტიანული რწმენა). მაღალი სქოლასტიკა - ქრისტიანული დოგმატიკის გააზრება ლოგიკურ-ფილოსოფიური პოზიციიდან. სიახლე XII-XIII საუკუნის თეოლოგიაში - გონების და ლოგიკის შემოტანა რწმენის სფეროში. ორმაგი ჭეშმარიტების სქოლასტიკა.
      3. რენესანსი - ადამიანის პიროვნების განდიდება: გრძნობითი სილამაზის პრიმატი; ემფაზა ადამიანურ აზროვნებაზე - ანალიტიკური და არა ტრანსცენდენტული. მაღალი რენესანსის დიდი მოაზროვნეები (შექსპირი....); დანახვა ადამიანური პიროვნების სიღრმისა და მასტან ერთად მისი უმწეობისა. რენესანსი - დაპირისპირება შუასაუკუნეებთან თუ მისგან გამომდინარეობა და ბოლო ეტაპზე მისი შერყევა. პლატონი და არისტოტელე რენესანსის ეპოქის მოაზროვნეებტან და არეოპაგეტიკა. რენესანსული ქრისტიანობა - თავისუფალი სუბიექტური დამოკიდებულება ქრისტიანული დოგმატიკისადმი. რენესანსული ესთეტიკა: ყველაფრის მიღება, რაც სუბიექტს დადებითად მიაჩნია იუდაიზმში, ქრისტიანობაში და მუსლიმანურ თეოლოგიაში; ყველაფრის უარყოფა, რაც სპეციფიკური და აბსოლუტურია ამ რელიგიებში; პატივისცემა შუასაუკუნეების მემკვიდრეობისადმი. რენესანსული ფენომენი, როგორც ევროპული ცივილიზაციის გაზაფხული და როგორც ამავე ცივილიზაციის შემოდგომა ანუ დაისი.
      აღორძინების (რენესანსის) ესთეტიკის სხვადასხვა მიმართულებების იდეები ვეფხისტყაოსანში: ჰუმანიზმისა - ანტიკური სიბრძნისაკენ მისწრაფება და ადამიანის პრივილეგიის გამოკვეთა; პლატონიზმისა - სიყვარულისა და მეგობრობის ადამიანური შემეცნების უმაღლეს ფორმებად გააზრება და რელიგიურ-ფილოსოფიური ტოლერანტობა; არისტოტელიზმისა - მორალური სრულქმნილების და ღირსების იდეალი ადამიანური
      ფილოსოფიის ცენტრში; ამქვეყნიური ყოფის თავისთავადი ღირებულება და ეთიკური ქცევის ნორმების დამოუკიდებლობა მომავლისადმი იმედსა თუ შიშზე.
      4. ინდივიდუალიზმი და ფსიქოლოგიზმი, როგორც რენესანსული ლიტერატურის უმტავრესი სპეციფიკა. ინდივიდუალიზმი ვეფხისტყაოსანში - ტარიელი და ავთანდილი. ფსიქოლოგიური პასაჟები ვეფხისტყაოსანში: „მედგრად პირნი მოუქუშნა“; „იცოდა რომე შეჯდომა კაეშანს გააქარვებდა“; „დამწამებს უზრახობასა“.

  • ლექცია III. ასტროლოგიური ნაკადი ვეფხისტყაოსანში - I

    • წარმართული რწმენა - ვარსკვნავთა თაყვანისცემა; მონოთეისტური რწმენა და ვარსკვლავთა თაყვანისცემა - ნეოპლატონური კონცეფცია; „ვეფხისტყაოსნის“ კოსმოლოგიური მოდელი; ავთანდილის გალობა - ვედრება მნათობთადმი; სავანეთა ასტროლოგიური თეორია (მთვარის მოვანება); „ვეფხისტყაოსნის“ კრონოსი, „ვეფხისტყაოსნის“ შვიდი მნათობი: მზე - მეფეთა მნათობი; ზუალი//კრონოსი - უბედურების მნათობი; მუშთარი (იუპიტერი) მოსამართლეთა მნათობი; მარიხი (მარსი) - ომის და ასპიროზი (ვენერა) სიყვარულის მკურნალი; ოტარიდი (მერკური) - მწიგნობართა მფარველი; მთვარე - სიყვარულში დამხმარე, მიჯნურთა მოწყალეა.
      მოკლე ინფორმაცია „ვეფხისტყაოსნის“ განხილულ და ასტროლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვან სტროფებზე იხ. ელ. მონოგრაფიაში:
      ე. ხინთიბიძე „თანამედროვე რუსთველოლოგიური კვლევებით კომენტირებული ვეფხისტყაოსანი“, გვ. 206-214; 122-124; 250-252.

  • ლექცია IV. ასტროლოგიური ნაკადი ვეფხისტყაოსანში-II


    • დასამუშავებელი საკითხები:
      1. ცათა სიმრავლე და მნათობთა სავანეების თეორია „ვეფხისტყაოსანში“
      2. „ვეფხისტყაოსნის“ ასტრალური სამყარო და მეცნიერული ასტრონომია
      3. ჰელიოცენტრული და გეოცენტრული თეორიები
      დასამუშავებელი ლიტერატურა:
      1. ე. ხინთიბიძე, „იდეურ-მსოფლმხედველობითი...“, 2009 გვ. 196-209; გვ. 209-227 (ალტერნატივა: კომენტირებული „ვეფხისტყაოსანი“, გვ. 197-199).
      საკითხები:
      1. უძველესი წარმოდგენები ცათა სიმრავლეზე; შვიდი ცის დამოწმება „ვეფხისტყაოსანში“;
      „ვეფხისტყაოსნის“ ცხრა ცა; მეორე ცა - მზის ცა; ტარიელი - ლომი.
      2. გეოცენტრული, გეო-ჰელიოცენტრული და ჰელიოცენტრული კოსმოლოგიური სისტემები, ავთანდილის ვედრება ოტარიდისადმი (მერკურისადმი); „მზე მაბრუნვებს“; მზე სატრფო - აღმოსავლური ლირიკული სიმბოლოკური მოდელები.

  • ლექცია V. გვიანდელი შუასაუკუნეების თეოლოგია

    • დასამუშავებელი საკითხები: გვიანდელი შუასაუკუნეების თეოლოგია:
      1. არეოპაგეტიკა „ვეფხისტყაოსნის“ ფილოსოფიური წყარო.
      2. პლატონი - „ვეფხისტყაოსნის“ ლიტერატურული წყარო
      დასამუშავებელი ლიტერატურა: ე. ხინთიბიძე, „იდეურ-მსოფლმხედველობითი...“, გვ. 723-730;  474-496 („კომენტირებულიდან“ გვ. 168-171).
      საკითხები:
      1. შუასაუკუნეების ფილოსოფია (არისტოტელიზმი და ნეოპლატონიზმი) და მისი გამოვლენა „ვეფხისტყაოსანში“; არეოპაგეტიკა და მისი გავლენა გვიანდელი შუასაუკუნეების აზროვნებაზე; ბოროტის არარსებობის თეზა „ვეფხისტყაოსანში“; კატაფატიკა-აპოფატიკა „ვეფხისტყაოსანში“.
      2 „პლატონისგან სწავლა-თქმული“; პლატონური „ვეფხისტყაოსანში“.

      დამატებით დასამუშავებელი: ე. ხინთიბიძე, „კომენტირებული ვეფხისტყაოსანი“: „მზიანი ღამე“ (178-180), „უჟამო ჟამი“ (183-184), „ერთარსება ერთი“ (180-183).

  • ლექცია VI. ანტიკური ფილოსოფია - შუა საუკუნეების ფილოსოფიის საფუძველი

    • დასამუშავებელი საკითხები: 1. შუასაუკუნეების არისტოტელიზმი;
      2. არისტოტელე - „ვეფხისტყაოსნის ლიტერატურული წყარო“
      3. სულის არისტოტელური დეფინიცია და „ვეფხისტყაოსანი“
      4. ეთიკის რენესანსული კონცეფცია „ვეფხისტყაოსანში“

      დასამუშავებელი ლიტერატურა: ე. ხინთიბიძე, „იდეურ-მსოფლმხედველობითი...“, გვ. 41-49; 306-337 („კომენტირებულიდან“ - გვ. 30-35); 497-519 („კომენტირებულიდან“ - გვ. 70-73).

      საკითხები და შეკითხვები: არისტოტელიზმი - შუა საუკუნეების ქართულ
      მწერლობაში; არისტოტელური რენესანსულ აზროვნებაში; სულის არისტოტელური დეფინიცია „ვეფხისტყაოსანში“. „ვეფხ.“ II სტროფის კომენტირება; ზნეობრივ-ფიზიკური სრულქმნილების იდეალი „ვეფხისტყაოსანში“. „ვეფხისტყაოსნის“ „მოცალეობა“; მორალური
      სრულქმნილების და ღირსების იდეალი „ვეფხისტყაოსანში“. ეთიკური ქცევის ნორმების დამოკიდებულება მომავლისადმი იმედსა და შიშზე.

  • ლექცია VII. ქრისტიანული და ანტიკური რუსთველის შეხედულებებში

    • დასამუშავებელი საკითხები:
      1. ქართული ეკლესია და „ვეფხისტყაოსანი";
      2. ქრისტიანული ეთიკის ძირითადი პრინციპები;
      3. „ვეფხისტყაოსნის“ გმირთა ზნეობა: მიმართებები შუასაუკუნეობრივ და ანტიკურ  ზნეობრივ პრინციპებს.
      4. არისტოტელეს „საშუალი“ და „ვეფხისტყაოსანი“;
      5. სასიძოს მოკვლის გადაწყვეტა და ეთიკურ კონცეპტთა პრინციპები;
      6. თათბირი ქაჯეთის ციხესთან და საუკეთესო საშუალის კონცეფცია
      7. სიუხვე და ვაჟკაცობა „ვეფხისტყაოსანში“ და საუკეთესო საშუალის კონცეფცია.

      დასამუშავებელი ლიტერატურა: ე. ხინთიბიძე, „იდეურ-მსოფლმხედველობითი...“, გვ. 361-395; 409-418.

      საკითხები და შეკითხვები: ქართული ეკლესია და „ვეფხისტყაოსანი“; უმაღლესი სიკეთისა და ქველმოქმედების კონცეფცია ქრისტიანულ ეთიკაში; უმაღლესი სიკეთის - ბედნიერების და მიზნისკენ სწრაფვის პრინციპები რენესანსის ეპოქასა და „ვეფხისტყაოსანში". საუკეთესო საშუალის არისტოტელიანური კონცეფცია. სასიძოს მოკვლის თათბირის ეპიზოდი - საუკეთესო საშუალის ძიება.  თათბირი ქაჯეთის ციხესთან - საუკეთესო საშუალის ძიება. სიუხვე, სიძუნწე და „საბოძვარ-ხშირობა“ "ვეფხისტყაოსანში". მამაცობა "ვეფხისტყაოსანში".

  • ლექცია VIII. "ვეფხისტყაოსნის" ღმერთი

    • დასამუშავებელი საკითხები: 

      1. შეხედულებანი „ვეფხისტყაოსნის“ რელიგიურ მსოფლმხედველობაზე შუასაუკუნეების საქართველოში.
      2. რუსთველოლოგთა კონცეფციები „ვეფხისტყაოსნის“ რელიგიურ მსოფლმხედველობაზე.
      3. ღვთაებრივი სახელები „ვეფხისტყაოსანში“
      4. ქრისტიანობა - „ვეფხისტყაოსნის“ ავტორის რელიგიური მსოფლაღქმა.

      დასამუშავებელი ლიტერატურა: ე. ხინთიბიძე, „იდეურ-მსოფლმხედველობითი..“, გვ. 227-240; 293-302; 338-347.

      საკითხები და შეკითხვები: შუასაუკუნეების ქართული ეკლესიის მესვეურთა აზრი; 
      „ვეფხისტყაოსნის“ რელიგიურ მსოფლმხედველობაზე; ვეფხისტყაოსნის მაჰმადიანობის თვალსაზრისის კრიტიკა; თვალსაზრისები „ვეფხისტყაოსნის“ მსოფლმხედველობის ქრისტიანობაზე (კეკელიძე, ნუცუბიძე, ნოზაძე); ღვთაებრივი სახელები „ვეფხისტყაოსანში“;
      ღვთაებრივ სახელთა შერჩევის უმთავრესი სპეციფიკა „ვეფხისტყაოსანში“; „სამებისა“ და მაცხოვრის სახელთა ძიება „ვეფხისტყაოსანში“; ღვთაებრივი სასჯელის ქვეტექსტის ძიება „ვეფხისტყაოსანში“, „ვეფხისტყაოსნის“ ავტორის ქრისტიანული მსოფლაღქმა;  „ვეფხისტყაოსნის“ – „დღე ჰგვანდა არ აღვსებისა“.

  • ლექცია IX. "ვეფხისტყაოსნის" თეოლოგია: სქოლასტიკური ელემენტები "ვეფხისტყაოსანში".

    • დასამუშავებელი საკითხები:
      1. ქრისტიანული დოგმატიკა და „ვეფხისტყაოსანი“.
      2. ქრისტიანული სქოლასტიკა და „ვეფხისტყაოსანი“.
      3. ავთანდილი - „ლხინი“, „ნივთი“ და „ვალი“.

      დასამუშავებელი ლიტერატურა:
      1. ე. ხინთიბიძე, „ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო, გვ. 293-306; 549-535.
      2. „მართალი სამართალი“ – კომენტირებული „ვეფხისტყაოსანი“.

      საკითხები და შეკითხვები:
      სამებისა და მაცხოვრის სახელთა ძიება „ვეფხისტყაოსანში“: ღვთაებრივი სასჯელის ქვეტექსტის ძიება „ვეფხისტყაოსანში“; საგანთა საწყისი ოთხი ელემენტის თვალსაზრისი „ვეფხისტყაოსანში“; არსებობის ოთხი მიზეზის თეორია „ვეფხისტყაოსანში“. „ვეფხისტყაოსნის“ – „ლხინი“ - ბედნიერება; „ნივთი“ - მატერია; „ვალი“ - დანიშნულება. „მართალი სამართალი“ - შუასაკუნეების მართლმსაჯულების ფორმა.

  • ლექცია X. "ვეფხისტყაოსნის" სიყვარული

    • დასამუშავებელი საკითხები:

      1. სიყვარული - „ვეფხისტყაოსნის იდეურ-თემატური პრობლემატიკის უმთავრესი ღერძი (კონცეპტი).

      2. ევროპული კურტუაზული სიყვარული და „ვეფხისტყაოსანი“. დასამუშავებელი ლიტერატურა: ე. ხინთიბიძე, „ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო“, გვ. 395-409; 582-604.

      საკითხები და შეკითხვები: სიყვარული - ქრისტიანული მსოფლმხედველობის ცენტრალური მცნება; თეორიული დისკურსი სიყვარულზე „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგში; საუკეთესო საშუალი და სიყვარულის კონცეფცია პროლოგში; საზოგადოებრივი აზრის პროცესი წინარე რენესანსის ევროპაში და სიყვარულის გადააზრება; კურტუაზული სიყვარული; „ვეფხისტყაოსანი“ და კურტუაზული სიყვარული; საკარო სიყვარული და „ვეფხისტყაოსანი“; კრეტიენ დე ტრუას „ ლანსელოტი ანუ ურმის რაინდი“; ავთანდილი და ლანსელოტი; პრინციპული სხვაობა „ვეფხისტყაოსნისა“ და კურტუაზული სიყვარულის თეორიათა შორის.

  • ლექცია XI. „ვეფხისტყაოსნის“ მეგობრობა, როგორც სიყვარული.

    • დასამუშავებელი საკითხები:
      1. თვალსაზრისები „ვეფხისტყაოსნის“ სიყვარულზე რუსთველოლოგთა შეხედულებებში.
      2. მეგობრობა, როგორც სიყვარული „ვეფხისტყაოსანში“.
      3. სიყვარულის გააზრება წინარე რენესანსის პერიოდის ევროპულ პოეზიაში.

      დასამუშავებელი ლიტერატურა: ე. ხინთიბიძე, „იდეურ-მსოფლმხედველობითი..., გვ. 550-582; 614-643.


      საკითხები და შეკითხვები: „ვეფხისტყაოსნის“ სიყვარულის ორგვარი გააზრება ძველ საქართველოში; ტარიელისა და ავთანდილის „ადიულტერი“ და თანამედროვე ეპოქის მამაკაცი; ფატმანის და ავთანდილის ადიულტერი; მეგობრობის კონცეფცია „ვეფხისტყაოსანში“; სიყვარულის გააზრება წინარე რენესანსის პერიოდის ევროპულ მწერლობაში; სიყვარულის ახლებური გააზრება - დანტე, პეტრარკა.

  • ლექცია XII. „ვეფხისტყაოსნის“ სიყვარული: შუასაუკუნეობრივისა და რენესანსულის ჰამონია

    • დასამუშავებელი საკითხები:

      1. „ვეფხისტყაოსნის“ სიყვარულის კონცეფცის შუასაუკუნეობრივი ძირები. 2. რენესანსული იდეალი „ვეფხისტყაოსნის“ სიყვარულის კონცეფციაში.  3. რენესანსული იდეალი და ჰიპერბოლიზაცია და პირობითობა - „ვეფხისტყაოსნის მხატვრული სტილის არსებითი მახასიათებლები. 4. „ვეფხისტყაოსანი“ და ევროპული მწერლობა.

      დასამუშავებელი ლიტერატურა:
      1. ე. ხინთიბიძე, „ვეფხისტყაოსნის“ სიყვარული - ახალი ფილოსოფიური კონცეფცია“: ჟურნ. „ქართველოლოგი“, #21.
      2. ე. ხინთიბიძე, „იდეურ-მსოფლმხედველობითი...“, გვ. 49-59;
      3. ე. ხინთიბიძე, „ვეფხისტყაოსნის გზა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ: „ვეფხისტყაოსანი“ შექსპირისა და მისი თანამედროვეების ინგლისურ დრამატურგიაში, 2016, გვ. 124-148.


      საკითხები და შეკითხვები: ახალი აღთქმა - „ვეფხისტყაოსნის“ სიყვარულის კონცეფციის საფუძველი; პლატონური იდეალი - „ვეფხისტყაოსნის“ სიყვარულის კონცეფციის გზა რენესანსულობამდე; შუასაუკუნეების „მოყვასი“ და „ვეფხისტყაოსნის“ „მოყვარე“; ევროპული პოეზიის სიმბოლური „ქალი მედიუმი“ და გურამიშვილის „ზუბოვკა“. XVI-XVII საუკუნეების ქართველთა საზოგადოებრივი სწრაფვა და „ვეფხისტყაოსნის“ გზა ევროპისკენ

    • "ვეფხისტყაოსნის"  სიყვარული - ახალი ფილოსოფიური კონცეფცია