1.2. ქრისტიანული თეოლოგიის ფორმირება და პროცესი: ქრისტიანული რწმენა, ქრისტიანული დოგმატიკა, სქოლასტიკა. ტენდენცია, რაც იგრძნობა ვეფხისტყაოსანში: ნაკლებად გამოვლენილი ქრისტიანული დოგმატიკა (და არა ქრისტიანული რწმენა). მაღალი სქოლასტიკა - ქრისტიანული დოგმატიკის გააზრება ლოგიკურ-ფილოსოფიური პოზიციიდან. სიახლე XII-XIII საუკუნის თეოლოგიაში - გონების და ლოგიკის შემოტანა რწმენის სფეროში. ორმაგი ჭეშმარიტების სქოლასტიკა.
3. რენესანსი - ადამიანის პიროვნების განდიდება: გრძნობითი სილამაზის პრიმატი; ემფაზა ადამიანურ აზროვნებაზე - ანალიტიკური და არა ტრანსცენდენტული. მაღალი რენესანსის დიდი მოაზროვნეები (შექსპირი....); დანახვა ადამიანური პიროვნების სიღრმისა და მასტან ერთად მისი უმწეობისა. რენესანსი - დაპირისპირება შუასაუკუნეებთან თუ მისგან გამომდინარეობა და ბოლო ეტაპზე მისი შერყევა. პლატონი და არისტოტელე რენესანსის ეპოქის მოაზროვნეებტან და არეოპაგეტიკა. რენესანსული ქრისტიანობა - თავისუფალი სუბიექტური დამოკიდებულება ქრისტიანული დოგმატიკისადმი. რენესანსული ესთეტიკა: ყველაფრის მიღება, რაც სუბიექტს დადებითად მიაჩნია იუდაიზმში, ქრისტიანობაში და მუსლიმანურ თეოლოგიაში; ყველაფრის უარყოფა, რაც სპეციფიკური და აბსოლუტურია ამ რელიგიებში; პატივისცემა შუასაუკუნეების მემკვიდრეობისადმი. რენესანსული ფენომენი, როგორც ევროპული ცივილიზაციის გაზაფხული და როგორც ამავე ცივილიზაციის შემოდგომა ანუ დაისი.
აღორძინების (რენესანსის) ესთეტიკის სხვადასხვა მიმართულებების იდეები ვეფხისტყაოსანში: ჰუმანიზმისა - ანტიკური სიბრძნისაკენ მისწრაფება და ადამიანის პრივილეგიის გამოკვეთა; პლატონიზმისა - სიყვარულისა და მეგობრობის ადამიანური შემეცნების უმაღლეს ფორმებად გააზრება და რელიგიურ-ფილოსოფიური ტოლერანტობა; არისტოტელიზმისა - მორალური სრულქმნილების და ღირსების იდეალი ადამიანური
ფილოსოფიის ცენტრში; ამქვეყნიური ყოფის თავისთავადი ღირებულება და ეთიკური ქცევის ნორმების დამოუკიდებლობა მომავლისადმი იმედსა თუ შიშზე.
4. ინდივიდუალიზმი და ფსიქოლოგიზმი, როგორც რენესანსული ლიტერატურის უმტავრესი სპეციფიკა. ინდივიდუალიზმი ვეფხისტყაოსანში - ტარიელი და ავთანდილი. ფსიქოლოგიური პასაჟები ვეფხისტყაოსანში: „მედგრად პირნი მოუქუშნა“; „იცოდა რომე შეჯდომა კაეშანს გააქარვებდა“; „დამწამებს უზრახობასა“.