კურსი განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის და მოიცავს ქართული ენის პრაქტიკული სტილისტიკისა და ნორმალიზაციის მნიშვნელოვან საკითხებს. სტუდენტი გაეცნობა ფუნქციურ სტილთა ენობრივ მახასიათებლებს, ლექსიკურ სტილისტიკასა და მხატვრულ საშუალებებს, მართლწერის წესებს, რაც ხელს შეუწყობს მართებულად წერისა და სწორმეტყველების უნარ-ჩვევების გამომუშავებას; პრაქტიკული დავალებებისა და ტესტების დახმარებით სტუდენტი მიეჩვევა აზრის სწორად ჩამოყალიბებას (ზეპირად ან წერილობით), შეძლებს ტექსტების რედაქტირებასა და სტილისტურად დახვეწას.
- Teacher: რუსუდან ზექალაშვილი
