გაწევრიანების პარამეტრები

აღნიშნული კურსი გათვალისწინებულია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის. საგანი მიზნად ისახავს ქართული მწერლობის ძეგლების რედაქტირებისა და გამოცემის პრაქტიკული საკითხების შესახებ გამოცდილების შეძენას; იმ ეტაპებისა და პრინციპების გაცნობას, რომლებიც საჭიროა ტექსტის პუბლიკაციისთვის მოსამზადებლად (მწერლის არქივზე მუშაობა, ხელნაწერი და ნაბეჭდი წყაროების მოძიება და კლასიფიცირება, ვარიანტულ წაკითხვებზე მუშაობა, ბიბლიოგრაფიის შედგენა); ისეთი არსებითი საკითხების შესაწავლას, როგორებიცაა: ძირითადი ტექსტის შერჩევა და დადგენა, დათარიღება, ატრიბუცია, სამეცნიერო აპარატის მომზადება, კომენტარების, საძიებლების შედგენა. სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს არა მარტო გააცნოს ქართველ კლასიკოსთა ლიტერატურული მემკვიდრეობის გამოცემის ისტორია, არამედ გამოუმუშავოს პრაქტიკული უნარ-ჩვევები ლიტერატურული ტექსტის სასტამბოდ მოსამზადებლად.
Self enrolment (Student)
Self enrolment (Student)