სალექციო კურსის მიზანია, შეასწავლოს სტუდენტებს ლიტერატურა, როგორც კულტურათა კომუნიკაციის უმნიშვნელოვანესი ფორმა, ასევე სხვადასხვა კულტურების წარმომადგენლების კავშირი და ურთიერთობა ლიტერატურულ სარბიელზე, ამ ურთიერთობების თავისებურებანი, ლიტერატურის ურთიერთმიმართებები ხელოვნების სხვა დარგებთან და
სულიერი კულტურის სხვა სფეროებთან (მეცნიერებასთან, პოლიტიკასთან, რელიგიასთან).
სალექციო კურსმა უნდა შეასწავლოს სტუდენტებს მემკვიდრეობითობის, ტრადიციისა და ნოვატორობის, აკულტურაციის, ასიმილაციისა და ტრანსკულტურაციის, კოლონიალიზმისა და პოსტკოლონიალიზმის ძირითადი საკითხები ლიტერატურასთან, ინტერდისციპლინურ და ინტერტექსტუალურ კონტექსტთან მიმართებით.
