ზღაპრების შეკრების „ოქროს ხანა“ სკანდინავიაში და XIX- XX საუკუნის ევროპულ საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში.
ზღაპრის შესწავლის როლი ფილოლოგიურ და ისტორიულ მეცნიერებებში.
სვენდტ გრუნდტვიგი, პეტერ კრისტენ ასბიერნსენი, აქსელ ოლრიკი

სკანდინავიის ხალხთა საზღაპრო ეპოსი ადრეულ წერილობით წყაროებში.
საგების შექმნის კულტურულ-ისტორიული ფონი.

"Saga” როგორც მითოლოგიური თქმულება და „Saga” როგორც ზღაპარი.

ზღაპრული მოტივები ისტორიულ საგებში.
მითოსური მოტივები ზღაპარში. ღვთაებრივი ცხოველი და ზღაპრის მოჯადოებული პერსონაჟი. „საცოლე-თაგვის“ ფინური და შვედური ვერსიები.
მე-19 საუკუნეში შვედ მწერალთა ჯგუფის გაერთიანების ინიციატივით დაიწყო ხალხური სიტყვიერების შეკრება-გამოქვეყნება. მათი შემოქმედებითი საქმიანობის მთავარი ხაზი სწორედ ფოლკლორთან მიახლოებაა. ამ პერიოდის შვედური ფოლკლორის ცნობილი შემკრებლები არიან: Gunnar-Olof Hyltén-Cavallius, George Stephens, Nils Gabriel Djurklou, August Bodenson, Eva Wingström.
ლიტერატურა:
შვედური ზღაპრები. შეადგინა და თარგმნა დოდო ვადაჭკორიამ. თბილისი 1978/ მეორე გამოცემა: 2019.

დასავლეთ ევროპული და სკანდინავიური ზღაპრების შედარებითი მიმოხილვა.
ჯადოსნური შემწეები.
პრაქტიკული დავალება:
ზღაპრების შედარება: ვინ არის მთავარი გმირი?
როგორი არიან ჯადოსნური შემწეები ამ ზღაპრებში?
1.
გუნარ ჰილტენ კავალიუსის კრებულიდან. ქართული თარგმანი დ. ვადაჭკორიასი.

ხალხური ზღაპარი და ლიტერატურული ზღაპარი:
ჟანრობრივი თავისებურებები.
ფოლკლორული ქვეჟანრები
სკანდინავიური ხალხური ზღაპრის ლიტერატურული გადამუშავებები ჰანს ქრისტიან ანდერსენის შემოქმედების პირველ პერიოდში.

ჰანს ქრისტიან ანდერსენი - ლიტერატურული ზღაპრის კლასიკოსი. გერმანული რომანტიზმის გავლენა ანდერსენის შემოქმედებაზე. ლიტერატურული ზღაპარი ანდერსენამდე და მის შემდეგ. ხელოვნება და ზღაპარი („ბულბული“).
ბულბულის სიმბოლიკა ლიტერატურულ ზღაპრებში.
ლიტერატურული ზღაპარი რომანტიზმის მსოფლმხედველობაში.
ლიტერატურა: ბრეგაძე, კ. გერმანული რომანტიზმი. თბილისი 2012, გვ. 207-211.
პიროვნების და საზოგადოების კონფლიქტი ანდერსენის შემოქმედებაში. გაუცხოების პრობლემა და პიროვნული იდენტობა.
რომანტიკულ-პატრიოტული თემა და XIX საუკუნის ნაციონალური იდეოლოგიის ასახვა („ჰოლგერ დანიელი“). პოლიტიკური სატირა ("მეფის ახალი ტანსაცმელი").
ანდერსენის რელიგიურ-ფილოსოფიური ზღაპრები („ჰომეროსის სამარის ვარდი“, „თოვლის დედოფალი“ და სხვ.)
სიყვარულის თემა ანდერსენის ზღაპრებში ("პატარა სირინოზი", „გულადი კალის ჯარისკაცი“, „საკვამურის მწმენდელი და მწყემსი გოგო“ და სხვ.)


სკანდინავიური ხალხური ზღაპრის ლიტერატურული გადამუშავებები ჰელენა ნიბლუმის შემოქმედებაში („დედოფლის ყელსაბამი“).
ლიტერატურა:
შვედური ზღაპრები. შეადგინა და თარგმნა დოდო ვადაჭკორიამ. თბილისი: "ნაკადული", 1978.
ზღაპრები და ფსიქოანალიზი. გენდერული საკითხები და ფემინიზმი XX საუკუნის შვედურ, ნორვეგიულ და ფინურ-შვედურ საავტორო ზღაპრებში (ასტრიდ ლინდგრენი, ანე კატარინე ვესტლი, ტუვე იანსონი).
ზღაპრის ინტერპრეტაციის სტრატეგიები. ზღაპრის ტრანსფორმაციები ვიზუალურ ხელოვნებასა და მედიაში. ფოლკლორისტიკა კულტურული გლობალიზაციის კონტექსტში.
ფინალური გამოცდის საკითხები
1. მითისა და ზღაპრის განმასხვავებელი ნიშნებითქმულების ჟანრობრივი მახასიათებლები
3. ტერმინ „საგას“ მოკლე განმარტება
4. სკანდინავიური და ევროპული ზღაპრების საერთო მოტივები
5. ჰანს ქრისტიან ანდერსენის „ბულბულის“ მოკლე შინაარსი კომენტარით: რა დატვირთვა აქვს ბულბულის სიმბოლოს?
6. ჰანს ქრისტიან ანდერსენის „პატარა სირინოზის“ მოკლე შინაარსი.
7. ჰანს ქრისტიან ანდერსენის „ჰოლგერ დანიელის“ მოკლე შინაარსი.
8. ჰანს ქრისტიან ანდერსენის „გულადი კალის ჯარისკაცის“ მოკლე შინაარსი.
9. ჰანს ქრისტიან ანდერსენის „პრინცესა და ცერცვის“ მოკლე შინაარსი.
10. პიროვნების და საზოგადოების კონფლიქტი ანდერსენის შემოქმედებაში.
11. გაუცხოების პრობლემა და პიროვნული იდენტობა ანდერსენის შემოქმედებაში.
12. რომანტიკულ-პატრიოტული თემა ანდერსენის შემოქმედებაში
13. რელიგიურ-ფილოსოფიური თემა ანდერსენის შემოქმედებაში.
14. სიყვარულის თემა ანდერსენის შემოქმედებაში.
15. პოლიტიკური სატირა ანდერსენის შემოქმედებაში.