თემის მონახაზი
-
ფოლკლორი, როგორც სიტყვიერების სათავე და კონკრეტული ხალხის ეროვნული
(ეთნიკური) სახის გამომხატველი ერთ-ერთი ასპექტი.
ფოლკლორის, როგორც ცოცხალი შემოქმედების არსებობის პირობები და ფორმები.
ლიტერატურა:
ზ. კიკნაძე, ქართული ფოლკლორი. თბ. 2007, გვ. 13-18.
ე. გოგიაშვილი. ქართული ფოლკლორი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგიურ სამსახურში. კრებულში: ილია ჭავჭავაძე და მისი ეპოქა. თბილისი 2008, გვ. 81-87.
-
ტრადიციული ფოლკლორის ჟანრული შედგენილობა. ნაწარმოების ყოფიერების კონტექსტუალურ-სიტუაციური პირობები, როგორც ჟანრის ნიშანთა განმსაზღვრელი ფაქტორი.
არქაული და კლასიკური ფოლკლორის სტადიალური ურთიერთმიმართება. მითოლოგიური აზროვნება და რიტუალიზირებული ყოფიერება. ჟანრული სისტემის განმსაზღვრელი სტრუქტურები არქაულ ტრადიციებში(რელიგიურ-მაგიური ფოლკლორი).
-
ფოლკლორის სპეციფიკური ნიშნების დახასიათება: ვარიანტულობა – ზეპირსიტყვიერი ნაწარმოების ხალხურობის უტყუარი მაჩვენებელი; ანონიმურობა; კოლექტიურობა, როგორც ტრადიციული საზოგადოების ძირითადი მახასიათებელი და ერთიანი შემოქმედების განმსაზღვრელი ფაქტორი. ფოლკლორის სინკრეტულობის განმსაზღვრელი ფაქტორები. სინკრეტულობის გარეგნული და შინაარსობრივი მახასიათებლები. არქაული სინკრეტიზმი, ურთიერთშემავსებელი სინკრეტიზმი, ტექნოლოგიური სინკრეტიზმი. თანამედროვე ფოლკლორის სინთეტიზმი.
ინოვაციები, იმპროვიზაცია და ტრადიციულობა ხალხურ ნაწარმოებთა შესრულებაში.
ლიტერატურა:
ზურაბ კიკნაძე. ქართული ფოლკლორი. თბილისი: "თსუ გამომცემლობა", 2007, გვ. 29-37.
-
საწესჩვეულებო და საკულტო პოეზია და მისი სინკრეტული ხასიათი. კალენდარული და არაკალენდარული წეს-ჩვეულებები და მათი თანმხლები ტექსტები. კოლექტიური და საოჯახო რიტუალები, მათი შესრულების თავისებურებანი და მსგავსება-განსხვავება.
ილია ჭავჭავაძის მოსაზრებები წეს-ჩვეულებათა შესწავლის შესახებ.
ლიტერატურა:
ზ. კიკნაძე. ქართული ფოლკლორი. თბ. 2007 (თავი: შრომის პოეზია) გვ. 236-258.
დამატებითი ლიტერატურა:
ე. ვირსალაძე. ქართული სამონადირეო ეპოსი. თბ. 1964 (I თავი: ქართული ხალხური სამონადირეო ტრადიციები) გვ. 26-35.
-
ხალხური ლირიკის საწესჩვეულებო საწყისები. ლირიკული სიმღერების ჯგუფები (სატრფიალო, ფილოსოფიური, საყოფიერო და სხვა). ხალხური ლირიკის სიმბოლიკა და პოეტიკის ტრადიციულობა. ემოციური პლანის გამოხატვა ხალხურ და არახალხურ (ლიტერატურულ) ლირიკულ პოეზიაში.
აკაკი წერეთლის ფოლკლორისტული მოსაზრებები.
ლიტერატურა: ზ. კიკნაძე. ქართული ფოლკლორი. თბ. 2007 (თავი: სატრფიალო პოეზია, გვ. 288-305)
-
მითისა და ლიტერატურის ურთიერთმიმართების ორი ასპექტი: ევოლუციური (მითი - ლიტერატურის წარმოშობის ისტორიული წინამორბედი) და ტიპოლოგიური (მითი და მხატვრული ლიტერატურა - სამყაროს აღწერის ორი განსხვავებული საშუალება). ხალხური და ლიტერატურული სიუჟეტების ურთიერთმიმართება.
ლიტერატურა: ქ. სიხარულიძე. ქართველი მწერლები და ხალხური შემოქმედება. წიგნი II. თბ. 1966. გვ. 82-133.
-
მითოსი - არქაული ფოლკლორის წამყვანი ჟანრი. მითი, როგორც მოთხრობა და მითოლოგია, როგორც სისტემა და სამყაროს აღქმის ვერბალური გამოხატულება. მითოლოგია - ტრადიციული საზოგადოების ზეპირი ისტორია და მისი ცხოვრების წესის განმსაზღვრელი. მითების ჯგუფები შინაარსის მიხედვით (კოსმოგონიური, ეტიოლოგიური, მითები კულტურულ გმირებზე).
ლიტერატურა:
ქართული ხალხური პოეტური შემოქმედება. I. მ. ჩიქოვანის რედ. თბ. 1960. თავი: მითი (ე. ვირსალაძე)
ილუსტრაცია ლადო გუდიაშვილი "დევების ქორწილი"
-
საზღაპრო ეპოსის სახეები და მათი კლასიფიკაციის პრინციპები. გამონაგონი _ ზღაპრის ჟანრის თავისებურებათა განმსაზღვრელი ფაქტორი.
ხალხური ნოველის ჟანრული თავისებურებები. ნოველისტური ზღაპრის გმირი და მითოლოგიური ტრიქსტერი. ნოველისტური ზღაპრის წამყვანი თემა _ გონების ძალის დემონსტრირება.
ლიტერატურა: ალ. ღლონტი. ქართული ხალხური ნოველა. თბ. 1963, გვ. 49-72.
სურათი: მხატვარი ედმონ დულაკი. "ათას ერთი ღამის" ზღაპრის ილუსტრაცია
-
ინდოევროპული თეორია ენათმეცნიერებაში. ძმები გრიმების მოღვაწეობა.
იაკობ გრიმი ხალხური შემოქმედების შესახებ.
ხალხური ტექსტი და მისი სტილიზაცია.
პირველი სამეცნიერო თეორია ფოლკლორისტიკაში.
მ. ჩიქოვანი. ქართული ფოლკლორი. თბილისი 1946. თავი: მითოლოგიური ანუ არიული თეორია, გვ. 103-107.
-
ფოლკლორულ ჟანრთა ჩამოყალიბების პროცესი მითოლოგიური თეორიის მიხედვით.
მითოლოგიური თეორიის მიმდევრები (მ. მიულერი, ა. კუნი, ვ. შვარცი და სხვ.)
მითოლოგიური თეორიის მიმდინარეობები: ეტიოლოგიური, ანალოგისტური, სოლარული, მეტეოროლოგიური.
მაქს მიულერის სოლარული მითოლოგია და მისი კრიტიკა მოგვიანო თაობის ფოლკლორისტთა მიერ.
მ. ჩიქოვანი. ქართული ფოლკლორი. თბ. 1946. თავი: მითოლოგიური ანუ არიული თეორია, გვ. 108-118.
ფოტოზე: მაქს მიულერი
-
"ნასესხობის თეორია" ფოლკლორისტიკაში.
ინდური იგავ-არაკების კრებული "პანჩატანტრა" და მისი გერმანული თარგმანი.
თეოდორ ბენფეი და მისი თეორია.
სიუჟეტთა სესხების გზები თ. ბენფეის მიხედვით:ძვ. წ. IV-II სს (ელინიზმის ხანა) და ახ.წ. X-XII სს. (არაბთა შემოსევა და ჯვაროსნული ლაშქრობები).
ლიტერატურა: მ. ჩიქოვანი. ქართული ფოლკლორი. თბ. 1946. თავი: ნასესხობის თეორია, გვ. 119-126.
ფოტოზე: თეოდორ ბენფეი
-
ედვარდ ტაილორის "პირველყოფილი კულტურა" და მისი გავლენა ფოლკლორისტულ კვლევებზე.
ხალხური შემოქმედების წარმოშობისა და გავრცელების საკითხების ახსნა "თვითჩასახვის" თეორიის მიხედვით.
ედვარდ ტაილორის თეორია ფოლკლორული ჟანრების განვითარების შესახებ.
ლიტერატურა: მ. ჩიქოვანი. ქართული ფოლკლორი. თბ. 1946, თავი "თვითჩასახვის" თეორია, გვ. 129-135.
ფოტოზე: ედვარდ ტაილორი
-
"თვითჩასახვის" თეორიის მიმდევრები.
დარვინიზმის გავლენა ფოლკლორისტიკის თეორიებში.
ევოლუციური თეორია.
ლიტერატურა:
მ. ჩიქოვანი. ქართული ფოლკლორი. თბ. 1946, გვ. 135-138
-
გეოგრაფიულ-ისტორიული სკოლა.
შედარებითი მეთოდი ფოლკლორული მასალის დამუშავებაში.
ლიტერატურა:
მ. ჩიქოვანი. ქართული ფოლკლორი. თბ. 1946, გვ. 126-129.
-
ფოლკლორულ და ლიტერატურულ სიუჟეტთა საერთაშორისო კატალოგი