სასწავლო კურსი ითვალისწინებს ძველი ქართული ენის ფონეტიკის, მორფოლოგიური სტრუქტურის, სინტაქსის სპეციფიკური საკითხების, ასევე, სტილისა და ლექსიკის საკითხების შესწავლას. სწავლების ამ საფეხურზე კურსის მიზანს წარმოადგენს ენის განვითარების ამ პერიოდის-თვის დამახასიათებელ ენობრივ თავისებურებათა გაცნობისა და, გარკვეულწილად, დიაქრონიულ ჭრილში გაანალიზების საფუძველზე სტუდენტს ჩამოუყალიბდეს ძირითადი უნარ-ჩვევები, რათა შეძლოს ძველი ქართული ტექსტების წაკითხვა-გააზრება და ენობრივ მოვლენათა სწორი კვალიფიკაცია.

კურსის მიზანია ჰუმანიტარული ფაკულტეტის ბაკალავრებს გააცნობიერებინოს ენის, როგორც ძირითადი სემიოტიკური სისტემის, წარმმართველი როლი ადამიანისა და სოციუმის აზროვნების, შემოქმედებისა და ცხოვრების ყველა სფეროში. სტუდენტები სწავლობენ ენათმეცნიერების თეორიულ საფუძვლებს და ეუფლებიან ლინგვისტური ანალიზის მეთოდებს სხვადასხვა ენობრივ დონეებზე - ფონეტიკა-ფონოლოგიის, მორფოლოგიის, სინტაქსის, სემანტიკის, პრაგმატიკის და ტექსტის. ასევე, ეცნობიან ლინგვისტური კომპარატივისტიკის ზოგად პრინციპებს და ითვისებენ ტიპოლოგიური, არეალური და ისტორიულ-შედარებითი ანალიზის მეთოდებს; აცნობიერებენ ენათმეცნიერების გამოყენებითი ასპექტების მნიშვნელობას და ეცნობიან ენათმეცნიერების თანამედროვე მიმართულებებს: სოციოლინგვისტიკა, ფსიქოლინგვისტიკა, კოგნიტიური ლინგვისტიკა, კომპიუტერული ლინგვისტიკა.

კურსის მიზანია:

1. გააცნოს სტუდენტს თარგმანისმცოდნეობის, როგორც ფილოლოგიის (როგორც ენათმეცნიერების, ისე ლიტერატურათმცოდნეობის) დამხმარე დარგის ამოცანები, კვლევის მეთოდები და ცნებები; დაანახოს მას თარგმანის როლი სამწერლობო ენის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, ცოდნის, კულტურული და რელიგიური ფასეულობების გავრცელებაში;

2. ანტიკური და შუა საუკუნეების თარგმანის თეორიისა და პრაქტიკის დონეზე განიხილოს ძველი ქართული მთარგმნელობითი თეორია და პრაქტიკა;

3. კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით აჩვენოს თარგმანისადმი განსხვავებული მიდგომა და თარგმანის განსხვავებული ტექნიკა სხვადასხვა მთარგმნელობით სკოლებსა და ცალკეულ მთარგმნელებთან.

სასწავლო კურსის ძირითადი მიზანია სტუდენტმა მიიღოს საფუძვლიანი ცოდნა ქართული ლიტერატურის უახლესი პერიოდის შესახებ. კურსის შესწავლისას გამოიკვეთება ქართული ლიტერატურის განვითარების გზა 1890-იანი წლებიდან XXI ს-ის მიმდინარე ლიტერატურული პროცესის ჩათვლით. კურსის შესწავლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, გამოააშკარაოს უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის ის დაფარული მხარეები და განვითარების შინაგანი ლოგიკა, რომლის დანახვა არ სურდა და არც შეეძლო საბჭოთა პერიოდის ლიტერატურულ კრიტიკას თუ მეცნიერებას

ქართული სალიტერატურო ენის ისტორიიის კურსი ითვალისწინებს ქართული სალიტერატურო ენის განვითარების ძირითადი ეტაპების შესწავლას და იმ ენობრივ ცვლილებებათა ტენდენციების გაანალიზებას, რამაც საფუძველი შეუქმნა ენის დღევანდელ ვითარებას. კურსის მიზანს წარმოადგენს ქართულ ენაში მიმდინარე ძირითადი ენობრივი მოვლენების დიაქრონიული და სინქრონიული აღწერა, ენობრივ ცვლილებათა კვალიფიკაცია და ქრონოლოგიზაცია, სალიტერატურო ენის ნორმებსა და ცოცხალ მეტყველებას შორის ურთიერთმიმართების დადგენა, სამწერლობო ქართულზე უცხო ენათა გავლენის შესწავლა, ძველი ქართული სამწერლობო კერებისა და მათი მთარგმნელობითი მეთოდების გაცნობა;  თანამედროვე ეტაპზე ენობრივ ცვლილებათა ტენდენციიების გამოკვეთა. კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს  უნდა შეეძლოს ენაში მომხდარ ცვლილებათა ახსნა და ენობრივ ფორმათა ანალიზი.

სასწავლო კურსის მიზანია ძველი ქართული ენის ფონეტიკის, მორფოლოგიური სტრუქტურისა და სინტაქსური სისტემის, ლექსიკის, სტილის საკითხების შესწავლა;ბაკალავრიატის საფეხურზეძველი ქართული ენის კურსში უმთავრესად გათვალისწინებულია იმ თავისებურებათა გამოვლენა და გაცნობა სტუდენტებისათვის, რითაც ძველი ქართული ენა განსხვავდება ახალი ქართული ენისაგან,რათა სტუდენტებმა შეძლონ ძველი ქართული ტექსტების კითხვა,გაანალიზება და განმარტება.

კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს მისცეს სააბაზისო ცოდნა ქართული პალეოგრაფიაში, გააცნოს მათპალეოგრაფიის ძირითადი თეორიული საკითხები (დამწერლობის წარმოშობა, დამწერლობის ტიპები, ეპიგრაფიკა, პაპიროლოგია, დიპლომატიკა, კოდიკოლოგია, საწერი საშუალებები, საწერი მასალები და საწერი იარაღები, ქართული ხელნაწერი წიგნის მოკლე ისტორია, ხელნაწერი წიგნის შემადგენელი ნაწილები, გადაწერის მეთოდები, ხელნაწერი წიგნის დამზადების ტექნოლოგია,სკრიპტორიუმები, ძველი ქართული მწერლობის კერები, ხელნაწერთსაცავები და კატალოგები, დაქარაგმება, პუნქტუაცია, განკვეთილობის ნიშნები, პირობითი და ტექნიკური ნიშნები, წელთარიცხვის სისტემები და სხვ.).

13941144