
კურსის მიზანია ჰუმანიტარული ფაკულტეტის ბაკალავრებს გააცნობიერებინოს ენის, როგორც ძირითადი სემიოტიკური სისტემის, წარმმართველი როლი ადამიანისა და სოციუმის აზროვნების, შემოქმედებისა და ცხოვრების ყველა სფეროში. სტუდენტები სწავლობენ ენათმეცნიერების თეორიულ საფუძვლებს და ეუფლებიან ლინგვისტური ანალიზის მეთოდებს სხვადასხვა ენობრივ დონეებზე - ფონეტიკა-ფონოლოგიის, მორფოლოგიის, სინტაქსის, სემანტიკის, პრაგმატიკის და ტექსტის. ასევე, ეცნობიან ლინგვისტური კომპარატივისტიკის ზოგად პრინციპებს და ითვისებენ ტიპოლოგიური, არეალური და ისტორიულ-შედარებითი ანალიზის მეთოდებს; აცნობიერებენ ენათმეცნიერების გამოყენებითი ასპექტების მნიშვნელობას და ეცნობიან ენათმეცნიერების თანამედროვე მიმართულებებს: სოციოლინგვისტიკა, ფსიქოლინგვისტიკა, კოგნიტიური ლინგვისტიკა, კომპიუტერული ლინგვისტიკა.
- Teacher: თინათინ ტენტერაშვილი
