ქართული სალიტერატურო ენის ისტორიიის კურსი ითვალისწინებს ქართული სალიტერატურო ენის განვითარების ძირითადი ეტაპების შესწავლას და იმ ენობრივ ცვლილებებათა ტენდენციების გაანალიზებას, რამაც საფუძველი შეუქმნა ენის დღევანდელ ვითარებას. კურსის მიზანს წარმოადგენს ქართულ ენაში მიმდინარე ძირითადი ენობრივი მოვლენების დიაქრონიული და სინქრონიული აღწერა, ენობრივ ცვლილებათა კვალიფიკაცია და ქრონოლოგიზაცია, სალიტერატურო ენის ნორმებსა და ცოცხალ მეტყველებას შორის ურთიერთმიმართების დადგენა, სამწერლობო ქართულზე უცხო ენათა გავლენის შესწავლა, ძველი ქართული სამწერლობო კერებისა და მათი მთარგმნელობითი მეთოდების გაცნობა; თანამედროვე ეტაპზე ენობრივ ცვლილებათა ტენდენციიების გამოკვეთა. კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს უნდა შეეძლოს ენაში მომხდარ ცვლილებათა ახსნა და ენობრივ ფორმათა ანალიზი.
- ლექტორი: Darejan Tvaltvadze
- სემინარი: maia maduashvili
