სასწავლო კურსი ითვალისწინებს ძველი ქართული ენის ფონეტიკის, მორფოლოგიური სტრუქტურის, სინტაქსის სპეციფიკური საკითხების, ასევე, სტილისა და ლექსიკის საკითხების შესწავლას. სწავლების ამ საფეხურზე კურსის მიზანს წარმოადგენს ენის განვითარების ამ პერიოდის-თვის დამახასიათებელ ენობრივ თავისებურებათა გაცნობისა და, გარკვეულწილად, დიაქრონიულ ჭრილში გაანალიზების საფუძველზე სტუდენტს ჩამოუყალიბდეს ძირითადი უნარ-ჩვევები, რათა შეძლოს ძველი ქართული ტექსტების წაკითხვა-გააზრება და ენობრივ მოვლენათა სწორი კვალიფიკაცია.
- Teacher: ლელა ციხელაშვილი
