კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს  განათლების კვლევის მეთოდები, კვლევის სამეცნიერო საფუძვლები, აგრეთვე, ფუნდამენტური, გამოყენებითი, თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდები.  კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს ცოდნა განათლების სფეროში გამოყენებული ძირთადი კვლევის მეთოდების შესახებ, მათი საშუალებით მონაცემთა სანდო და ობიექტური მოგროვებისა და დამუშავების შესახებ. კურსის მიზანია, აგრეთვე გააცნოს სტუდენტებს გაზომვის ძირითადი სკალები და აღწერითი და დასკვნითი სტატისტიკური პარამეტრები, განუვითაროს მათ საკლასო ოთახში კვლევის დაგეგმვის,  ჩატარების და მონაცემთა ანალიზის უნარები.

კურსის მიზანია საშუალება მისცეს სტუდენტებს  შეისწავლონ  კლასის მართვის ისტორიული, თეორიული და პრაქტიკული ასპექტები. სტუდენტები შეისწავლიან  ქცევასა და გარემო პირობებს შორის მიმართებებს და შესაბამისად,  გაეცნობიან, თუ როგორ შეიძლება სასურველი ქცევის ჩამოყალიბება გარემოს ცვლადების მანიპულირებით. ისინი ასევე შეისწავლიან ინტრინსიკული დაჯილდოვების ფორმებსა და შინაგანი მოტივაციის მექანიზმებს. გაეცნობიან სკოლის სხვადასხვა საფეხურზე კლასის მართვის სპეციფიკურ თავისებურებებს, ასევე, გაანალიზებენ  კლასის მართვას განსაკუთრებული საგანმანათლებლო  საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. ისინი გაეცნობიან მოსწავლეთა ქცევის შეცვლის მოდელებს, ქცევითი პრობლემების იდენტიფიკაციას და შეფასებას; აგრეთვე,  ქცევის ცვლილების  სტრატეგიებს და ქცევის ცვლილების ეთიკურ საკითხებს.

სტუდენტმა უნდა მიიღოს საფუძვლიანი ცოდნა განათლების ფსიქოლოგიის შემდეგ საბაზო საკითხებში: სწავლება და შეფასება; სასწავლო და პროფესიული გარემო.

აღნიშნული კურსის მიზანია სტუდენტმა შეიძინოს სისტემური ცოდნა განათლების ფსიქოლოგიაში, კერძოდ გაეცნოს სწავლისა და სწავლების თანამედროვე  თეორიებს,  იმ ფსიქოლლოგიურ ფაქტორებს, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ სასწავლო პროცესის წარმართვასა და  საბოლოო შედეგზე. 

სასწავლო კურსის მიზანია მაგისტრანტს მისცეს საფუძვლიანი ცოდნა წიგნიერების შმადგენელი კომპონენტებისა და მათი დიაგნოსოტიკური შეფასების შესახებ. კურსის მიზანია, აგრეთე, სტუდენტს გაუცნობიეროს დიაგნოსტიკური შეფასების მნიშვნელობა სწავლების დაგეგმვისთვის და მოსწავლეთა წიგნიერების განვითარების მიზნით ადეკვატური სტრატეგიის შერჩევისთვის.

8584440