- Teacher: ია მელქაძე
- Teacher: ლეილა ხუბაშვილი
ევროპისა და ამერიკის ქვეყნების უახლესი ისტორია (1945 წლიდან დღემდე)
- Teacher: თეიმურაზ პაპასქირი
- Teacher: ზურა სანაძე
- Teacher: ზეზვა ლიპარტელიანი
კურსის მიზანია გააცნოს სტუდენტებს შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში ევროპელების გამოჩენის ისტორია, ქრისტიანობის გავრცელება და მისი შემდგომი ბედი შესასწავლ რეგიონში. ყურადღება აქცენტირებულია იმ გარემოებაზე, რომ უძველესი ტრადიციებისა და ფილოსოფიურ-რელიგიური მოძღვრების მძლავრ კერებში დასავლეთიდან შეღწეულმა ქრისტიანულმა სარწმუნოებამ საგრძნობი გავლენა მოახდინა მათ პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაზე, თუმცა სხვადასხვა დოზით.
- Professor: davit andguladze
- Professor: ნანა გელაშვილი
- Teacher: ელენე ჭირაქაძე
- Teacher: ლეილა ხუბაშვილი
- Teacher: Tamar Papuashvili
- Teacher: მიხეილ ბახტაძე
- Teacher: lasha chantladze
- Teacher: Bondo Kupatadze
- Teacher: Temuri Tsagareishvili
- Teacher: Tea Tsitlanadze
- Teacher: ირაკლი ალიმბარაშვილი
- Teacher: ელენე ჭირაქაძე
- Teacher: ლეილა ხუბაშვილი
- Teacher: Tea Karchava
- Teacher: Temuri Tsagareishvili
კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს გააცნოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ისტორია XVI-XIX საუკუნეებში. ისტორიის ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან საბოლოოდ ყალიბდება ევროპის პოლიტიკური რუკა. წინა პლანზე გამოდის სახელმწიფო ინტერესები, საფუძველი ეყრება საერთაშორისო სამართლის ნორმებს, სახელმწიფოთა საზღვრებს. იხვეწება დიპლომატიური სამსახურის სტრუქტურა. პოლიტიკურ დატვირთვას ღებულობს საერთაშორისო კონფერენციები და ა.შ. აღნიშნული პერიოდი წარმოადგენს ცნობილი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების პორტრეტების გალერეას, მათი მოღვაწეობის შესწავლა კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე პოლიტიკური პროცესების გასაანალიზებლად, ვინაიდან ისტორია მეორდება, იცვლება მხოლოდ თარიღები და სახელები.
- Teacher: Teona Kupradze
- Teacher: ლეილა ხუბაშვილი
- Teacher: zaal gogenia
- Teacher: თამარ ანთაძე
- Teacher: თეიმურაზ პაპასქირი
- Teacher: მიხეილ ქართველიშვილი
- Non-editing teacher: ირაკლი ნოდია
- Non-editing teacher: გიორგი ცომაია
- Teacher: zaal gogenia
- Teacher: თეიმურაზ პაპასქირი
- Teacher: ბოჩო შურღაია
ევროპის და ამერიკის ქვეყნების ახალი ისტორია აგრძელებს შუა საუკუნეების ისტორიას. ეს არის მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მონაკვეთი. შესწავლილი იქნება ევროპის და ამერიკის სახელმწიფოების როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკა აღნიშნულ პერიოდში, ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებას. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს სტუდენტებს, სრულყონ თავიანთი ცოდნა მსოფლიო ისტორიაში.
- Teacher: ირაკლი ალიმბარაშვილი
კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს რეფორმაციული მოძრაობის ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური, რელიგიური თუ იდეური წინამძღვრები. ყურადღება დაეთმობა მარტინ ლუთერის პოლიტიკური და პედაგოგიკური შეხედულებების განხილვას. ამასთანავე, კურსი მიზანად ისახავს რეფორმატორის სამი უმნიშვნელოვანესი თხზულების: - "95 თეზისი", "გერმანელი ერის ქრისტიან თავადაზნაურებს, ქრისტიანთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ" და "ნების მონობის შესახებ" სიღრმისეულად გაცნობასა და ანალიზს.
- Teacher: Guram Kutalia
- Teacher: გვანცა ევანისელი
- Teacher: Bondo Kupatadze
- Teacher: მიხეილ სართანია
- Teacher: ნანი გელოვანი
- Teacher: მირიან მახარაძე
"ქართლის ცხოვრება" ძველი ქართული საისტორიო თხზულებების კრებულია. მას განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართველთა კოლექტიურ მეხსიერებაში.დიდია მისი როლი ქართული იდენტობის ფორმირებაში. წარმოდგენილი კურსის მიზანია სტუდენტს მიაწოდოს ამ ძეგლის შესახებ უმთავრესი ფაქტები: კრებულის შექმნის დრო და ვითარება, ცალკეული ტექსტების ისტორია, წყაროთმცოდნეობითი ღირებულება. კურსის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ იმუშავონ უშუალოდ წყაროზე და გაეცნონ არა მარტო კურსის ავტორის სამეცნიერო დასკვნებს, რომლებიც მიღებულია "ქართლის ცხოვრების" შემადგენელი თხზულებების შესწავლის გზით, არამედ შუა საუკუნეების ტექსტების კვლევის მეთოდებსაც. კურსის გავლის შემდგომ სტუდენტებს შეექმნებათ ნათელი წარმოდგენა იმ პოლიტიკური და კულტურული კონტექსტის შესახებ, რომელმაც წარმოშვა ეს ძეგლი, აგრეთვე ეცოდინებათ როგორ მოიპოვონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ უშუალოდ წყაროდან.
- Teacher: მარიამ ჩხარტიშვილი
სასწავლო კურისის სტატუსი
კურსი წარმოადგენს სავალდებულო-არჩევით კურსს ჰუმანიტარული ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, სპეციალობა-ისტორია.
სასწავლო კურისის მიზანი
სტუდენტს ამ სასწავლო კურისის ასათვისებლად სასურველია გავლილი ჰქონდეს სპეციალობის ზოგადი კურსები- საქართველოს ისტორია, შუა საუკუნეების ისტორია, ახალი ისტორია.
სასწავლო კურსის შესწავლის წინაპირობები
კურსის მიზანია ისტორიის სპეციალობის სტუდენტებს შევთავაზოთ საქართველოში პარლამენტარიზმის ისტორია და ამასთან გავაცნოთ მსოფლიო პარლამენტარიზმის წარსული და დღევანდელობა პარლამენტარიზმის თეორიულ ჭრილში.
- teacher : qristina qorchilava
- Teacher: Tamta Natenadze
- Teacher: დალი კანდელაკი
კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს გააცნოს იტალიის ისტორია, განსაკუთრებული ადილი აქვს დათმობილი კრიზისს რომის იმპერიაში, ბარბაროსულ სახელმწიფოებს რომის იმპრერიის ტერიტორიაზე, იტალიას IX-XIII საუკუნეებში. ცნობილია, რომ იტალიამ, ანტიკური რომის ტრადიციების გამგრძელებელმა უდიდესი როლი შეასრულა ევროპის ისტორიაში და დღესაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მსოფლიო პოლიტიკაში. კურსში საგანგებო ადგილი უჭირავს პაპობის დოქტრინის ჩამოყალიბებასა და ადრინდელ აღორძინებასა და ჰუმანიზმს იტალიაში. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს საქართველოს მჭიდრო ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები აქვს იტალიასთან, ვფიქრობ, კურსის შესწავლა მეტად ღირებული იქნება სტუდენტებისათვის.
- Teacher: ია მელქაძე
- Teacher: ლეილა ხუბაშვილი
კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს ესპანეთის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენები უძველესი დროიდან დღემდე, დაანახოს რა ადგილი ეკავა ესპანეთს ევროპასა და მსოფლიოში ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე. კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორებიცაა: რეკონკისტა, ესპანეთის გაერთიანება, ესპანეთ-ამერიკის ისტორიული და კულტურული ურთიერთობები, ესპანური ლიბერალიზმი, რევოლუციები, სამოქალაქო ომი, ფრანკიზმი, ბურბონების რეინკარნაცია და სხვა.
- Teacher: zaal gogenia
- Teacher: ლიკა ბედოშვილი