გაწევრიანების პარამეტრები

"ქართლის ცხოვრება" ძველი ქართული საისტორიო თხზულებების კრებულია. მას განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართველთა კოლექტიურ მეხსიერებაში.დიდია მისი როლი ქართული იდენტობის ფორმირებაში. წარმოდგენილი  კურსის მიზანია სტუდენტს მიაწოდოს ამ ძეგლის შესახებ უმთავრესი  ფაქტები: კრებულის შექმნის დრო და ვითარება, ცალკეული ტექსტების ისტორია, წყაროთმცოდნეობითი ღირებულება. კურსის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ იმუშავონ უშუალოდ წყაროზე და გაეცნონ   არა მარტო კურსის ავტორის სამეცნიერო დასკვნებს, რომლებიც  მიღებულია  "ქართლის ცხოვრების" შემადგენელი თხზულებების შესწავლის გზით, არამედ  შუა საუკუნეების ტექსტების კვლევის მეთოდებსაც. კურსის გავლის შემდგომ  სტუდენტებს შეექმნებათ  ნათელი წარმოდგენა იმ პოლიტიკური და კულტურული კონტექსტის შესახებ, რომელმაც წარმოშვა ეს ძეგლი, აგრეთვე   ეცოდინებათ როგორ მოიპოვონ ინფორმაცია  მათთვის საინტერესო   საკითხების შესახებ უშუალოდ წყაროდან. 

Self enrolment (Student)
Self enrolment (Student)