გაწევრიანების პარამეტრები

კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს გააცნოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ისტორია XVI-XIX საუკუნეებში. ისტორიის ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან საბოლოოდ ყალიბდება ევროპის პოლიტიკური რუკა. წინა პლანზე გამოდის სახელმწიფო ინტერესები, საფუძველი ეყრება საერთაშორისო სამართლის ნორმებს, სახელმწიფოთა საზღვრებს. იხვეწება დიპლომატიური სამსახურის სტრუქტურა. პოლიტიკურ დატვირთვას ღებულობს საერთაშორისო კონფერენციები და ა.შ. აღნიშნული პერიოდი წარმოადგენს ცნობილი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების პორტრეტების გალერეას, მათი მოღვაწეობის შესწავლა კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე პოლიტიკური პროცესების გასაანალიზებლად, ვინაიდან ისტორია მეორდება, იცვლება მხოლოდ თარიღები და სახელები.

Self enrolment (Student)
Self enrolment (Student)