კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს გააცნოს იტალიის ისტორია, განსაკუთრებული ადილი აქვს დათმობილი კრიზისს რომის იმპერიაში, ბარბაროსულ სახელმწიფოებს რომის იმპრერიის ტერიტორიაზე, იტალიას IX-XIII საუკუნეებში. ცნობილია, რომ იტალიამ, ანტიკური რომის ტრადიციების გამგრძელებელმა უდიდესი როლი შეასრულა ევროპის ისტორიაში და დღესაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მსოფლიო პოლიტიკაში. კურსში საგანგებო ადგილი უჭირავს პაპობის დოქტრინის ჩამოყალიბებასა და ადრინდელ აღორძინებასა და ჰუმანიზმს იტალიაში. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს საქართველოს მჭიდრო ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები აქვს იტალიასთან, ვფიქრობ, კურსის შესწავლა მეტად ღირებული იქნება სტუდენტებისათვის.
- Teacher: ნუგზარ ბარდაველიძე
- Teacher: ლეილა ხუბაშვილი
