სასწავლო კურსის მიზანია:

  • მისცეს მაგისტრანტს სეპტუაგინტას ტექსტოლოგიის, როგორც მეცნიერების თეორიული და პრაქტიკული ასპექტების ღრმა, საფუძვლიანი და სისტემური ცოდნა.
  • სამეცნიერო ლიტერატურის გაცნობით გაარკვიოს სეპტუაგინტას ტექსტის კვლევის ისტორიაში, მის მიზნებსა და მეთოდებში, დაანახოს ბიბლიის ტექსტოლოგიის მნიშვნელობა ტექსტოლოგიის, როგორც მეცნიერების მეთოდების ჩამოყალიბებაში. გამოუმუშავოს კრიტიკული დამოკიდებულება კვლევის მეთოდებისა და ტექნიკის მიმართ.
  • შეასწავლოს ძველი აღთქმის ქართული თარგმანის ტექსტის კვლევის ისტორია და განიხილოს ეს ისტორია სეპტუაგინტას ტექსტუალური კრიტიკის კონტექსტში, დაანახოს ქართული თარგმანის მნიშვნელობა ბიბლიის ტექსტის ისტორიის კვლევაში.
  • გააცნოს და პრაქტიკაში დააუფლოს სეპტუაგინტას ტექსტოლოგიური კვლევის (ტექსტის დადგენის, კრიტიკული აპარატის შედგენის, სამეცნიერო აპარატის შექმნისა და ტექსტის ისტორიის შესწავლის) სპეციფიკურ მეთოდოებში.
  • შეასწავლოს ბიბლიის სხვადასხვაენოვანი ტექსტების კომპარატიული ტექსტუალური კვლევა.
  • ასწავლოს დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევის წარმოება და ორიგინალური სამეცნიერო ნაშრომის შექმნა, სამეცნიერო ენის გამოყენება.
  • შეასწავლოს ციფრული ფილოლოგიის რესურსების გამოყენება და მათი შექმნა ტექსტუალურ კვლევაში.

სასწავლო კურსის მიზნები:

  • მისცეს მაგისტრანტს თარგმანთმცოდნეობის სხვადასხვა ასპექტების ღრმა, საფუძვლიანი და სისტემური ცოდნა ათონამდელი და ათონური პერიოდის ძველი ქართული თარგმანის თეორიული და პრაქტიკული შესწავლის საფუძველზე.
  • დაანახოს, თუ რა ადგილი უკავია თარგმანის ისტორიაში ძველ ქართულ ათონურ და ათონამდელ თარგმანებს, როგორ უკავშირდება თარგმანის ეს ეტაპი თანადროულ ისტორიულ-კულტურულ-რელიგიურ-სოციალურ პროცესებს. დაანახოს თარგმანთან დაკავშირებული ცალკეული ასპექტებისადმი მიდგომების ევოლუცია და ამ მიდგომების ცვლილებების ისტრიულ-კულტურული საფუძველი.
  • აჩვენოს ათონამდელი და ათონური ქართული თარგმანების როლი ქართული სამწერლობო ენის განვითარებაში.
  • ასწავლოს სხვადასხვაენოვანი ტექსტების კომპარატიული ანალიზი და  კონკრეტული ენობრივი მონაცემების საფუძველზე დაანახოს უცხო ენათა გავლენები ქართულ თარგმანებზე და ქართულ ორიგინალური მწერლობის ენაზე.
  • ასწავლოს დიგიტალური ფილოლოგიის რესურსების გამოყენება და მათი შექმნა ბიბლიის თარგმანებისა და მათი ორიგინალების კვლევისას.
  • ასწავლოს ორიენტირება დიდძალ სამეცნიერო ლიტერატურაში, საკვანძო პრობლემების გამოყოფა და თარგმანის ტექნიკის ზოგადი და კონკრეტული პრობლემის შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურის რეფერირება.
9014096