გაწევრიანების პარამეტრები

სასწავლო კურსის მიზანია:

  • მისცეს მაგისტრანტს სეპტუაგინტას ტექსტოლოგიის, როგორც მეცნიერების თეორიული და პრაქტიკული ასპექტების ღრმა, საფუძვლიანი და სისტემური ცოდნა.
  • სამეცნიერო ლიტერატურის გაცნობით გაარკვიოს სეპტუაგინტას ტექსტის კვლევის ისტორიაში, მის მიზნებსა და მეთოდებში, დაანახოს ბიბლიის ტექსტოლოგიის მნიშვნელობა ტექსტოლოგიის, როგორც მეცნიერების მეთოდების ჩამოყალიბებაში. გამოუმუშავოს კრიტიკული დამოკიდებულება კვლევის მეთოდებისა და ტექნიკის მიმართ.
  • შეასწავლოს ძველი აღთქმის ქართული თარგმანის ტექსტის კვლევის ისტორია და განიხილოს ეს ისტორია სეპტუაგინტას ტექსტუალური კრიტიკის კონტექსტში, დაანახოს ქართული თარგმანის მნიშვნელობა ბიბლიის ტექსტის ისტორიის კვლევაში.
  • გააცნოს და პრაქტიკაში დააუფლოს სეპტუაგინტას ტექსტოლოგიური კვლევის (ტექსტის დადგენის, კრიტიკული აპარატის შედგენის, სამეცნიერო აპარატის შექმნისა და ტექსტის ისტორიის შესწავლის) სპეციფიკურ მეთოდოებში.
  • შეასწავლოს ბიბლიის სხვადასხვაენოვანი ტექსტების კომპარატიული ტექსტუალური კვლევა.
  • ასწავლოს დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევის წარმოება და ორიგინალური სამეცნიერო ნაშრომის შექმნა, სამეცნიერო ენის გამოყენება.
  • შეასწავლოს ციფრული ფილოლოგიის რესურსების გამოყენება და მათი შექმნა ტექსტუალურ კვლევაში.
სტუმრებს ამ კურსზე წვდომა არ აქვთ, სცადეთ შემოსვლა.