|
სასწავლო კურსის მიზნები:
- მისცეს მაგისტრანტს თარგმანთმცოდნეობის სხვადასხვა ასპექტების ღრმა, საფუძვლიანი და სისტემური ცოდნა ათონამდელი და ათონური პერიოდის ძველი ქართული თარგმანის თეორიული და პრაქტიკული შესწავლის საფუძველზე.
- დაანახოს, თუ რა ადგილი უკავია თარგმანის ისტორიაში ძველ ქართულ ათონურ და ათონამდელ თარგმანებს, როგორ უკავშირდება თარგმანის ეს ეტაპი თანადროულ ისტორიულ-კულტურულ-რელიგიურ-სოციალურ პროცესებს. დაანახოს თარგმანთან დაკავშირებული ცალკეული ასპექტებისადმი მიდგომების ევოლუცია და ამ მიდგომების ცვლილებების ისტრიულ-კულტურული საფუძველი.
- აჩვენოს ათონამდელი და ათონური ქართული თარგმანების როლი ქართული სამწერლობო ენის განვითარებაში.
- ასწავლოს სხვადასხვაენოვანი ტექსტების კომპარატიული ანალიზი და კონკრეტული ენობრივი მონაცემების საფუძველზე დაანახოს უცხო ენათა გავლენები ქართულ თარგმანებზე და ქართულ ორიგინალური მწერლობის ენაზე.
- ასწავლოს დიგიტალური ფილოლოგიის რესურსების გამოყენება და მათი შექმნა ბიბლიის თარგმანებისა და მათი ორიგინალების კვლევისას.
- ასწავლოს ორიენტირება დიდძალ სამეცნიერო ლიტერატურაში, საკვანძო პრობლემების გამოყოფა და თარგმანის ტექნიკის ზოგადი და კონკრეტული პრობლემის შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურის რეფერირება.
|