სასწავლო კურსი შემუშავებულია ევროკავშირის პროგრამით Erasmus+ დაფინანსებულ პროექტში Academic Integrity for Quality Teaching and Learning in Higher Education Institutions in Georgia (INTEGRITY) / აკადემიური პატიოსნება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის საქართველოს უსდ-ებში ფარგლებში.
კურსის მიზანია სტუდენტებისთვის დარგობრივი მიმართულებით აკადემიური წერის  და აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება  მათი აკადემიური ინტერესის სფეროში არსებული საიმედო და მიზანშეწონილი წყაროების  გამოყენებით, რის საფუძველზეც ისინი შეძლებენ სამაგისტრო და სხვა სახის კვლევითი ნაშრომების  შესრულებას შესაბამისი აკადემიური სტანდარტების დაცვით. კურსის მიზანია სტუდენტებისთვის დარგობრივი მიმართულებით აკადემიური წერის  და აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება  მათი აკადემიური ინტერესის სფეროში არსებული საიმედო და მიზანშეწონილი წყაროების  გამოყენებით, რის საფუძველზეც ისინი შეძლებენ სამაგისტრო და სხვა სახის კვლევითი ნაშრომების  შესრულებას შესაბამისი აკადემიური სტანდარტების დაცვით. 

სასწავლო კურსი ხელს შეუწყობს ცოდნის დაუფლებასა და უნარ–ჩვევების განვითარებას შემდეგი მიმართულებით:

 

ცოდნა და გაცნობიერება:

კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს ეცოდინებათ  სამეცნიერო წერის  სტანდარტები, სტრუქტურულად გამართული სამეცნიერო ნაშრომის,  რეფერატის, ანოტაციის, რეზიუმეს, რეცენზიის შემუშავების და  გაფორმების წესები; საკუთარი ნაშრომის დაგეგმვის, შექმნის, კრიტიკულად განხილვის და შესწორების თეორიული და პრაქტიკული მოთხოვნები. მათ ეცოდინებათ აკადემიური წერის - ციტირების, შეჯამების, პერეფრაზირების ტექნიკა, გააცნობიერებენ აკადემიური პატიოსნების მნიშვნელობას ახალი ცოდნის შექმნასა და განვითარებაში. 

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება:

კურსის გავლის შემდეგ აკადემიური კითხვის  საფუძველზე სტუდენტები შეძლებენ  ინფორმაციის მოძიებას, დახარისხებას, ფაქტების  განზოგადებას, ანალიზს, კრიტიკულ გააზრებას, არგუმენტირებული გადაწყვეტილებების მიღებას და დასაბუთებული დასკვნების გამოტანას; არგუმენტირებული, ანალიტიკური და კრიტიკული აკადემიური ტექსტების შექმნას, თანამედროვე სამეცნიერო მიღწვებზე დამყარებული ახალი ორიგინალური იდეების გენერირებასა და კვლევას უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით. შედეგების გადმოცემას სამეცნიერო ტექსტის აუცილებელი მოთხოვნების დაცვით.

 

კომუნიკაციის უნარი:

კურსის გავლის შემდეგ სტუდენტები შეძლებენ თანამედროვე დარგობრივი სამეცნიერო ლექსიკის გამოყენებით აკადემიური ნორმების ფარგლებში დარგობრივ აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებასთან საკუთარი აზრის ფორმირებას, წარდგენას,  დასაბუთება - დამტკიცებას და დაცვას, როგორც წერილობით ასევე ზეპირად. ეფექტიანად გამოიყენებენ საინფორმაციო-ტექნოლოგიურ საშუალებებს სამაგისტრო და სხვა სახის სამეცნიერო ნაშრომზე მუშაობის პროცესში, კვლევის შედეგების პრეზენტაციას.

დასკვნის უნარი:

 

სტუდენტები შეძლებენ რთული ან არასრული ინფორმაციის (მათ შორის კვლევების) კრიტიკულ ანალიზს, ინფორმაციის ინოვაციურ სინთეზს და შეფასებას, ინფორმაციის, ძირითადი და დამხმარე საინფორმაციო წყაროების მნიშვნელობის განსაზღვრას,  განსხვავებული თვალსაზრისების შედარებას, პრობლემის გადაჭრის გზის პოვნას.

 

სწავლის უნარი:

 

კურსის გავლის შემდეგ სტუდენტები შეძლებენ პროფესიული  ცოდნისა და პრაქტიკის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანას; უწყვეტი პროფესიული განვითარებისათვის საკუთარი შესაძლებლობების შეფასებას და განვითარებას; არაპროგნოზირებად და მულტიდისციპლინურ სასწავლო გარემოში ადაპტირებას.

 

ღირებულებები:  მეცნიერული ეთიკის ნორმებისა და აკადემიური კეთილსინდისიერების  დაცვა, პლაგიატის მიუღებლობა, ზრუნვა აკადემიური პატიოსნების დამკვიდრებაზე.