II ათასწლეულის ენები. ამორეული ენა

ამორეული ენა, ისევე როგორც აქადური, უგარითული და ებლაიტური, მკვდარ ენათა რიცხვს მიეკუთვნებ. მასზე ძალზედ მწირი ინფორმაცია მოგვეპოვება. ცნობილია, რომ ამორეულზე საუბრობდნენ სირიის სტეპებსა და მესოპოტამიის გარკვეულ რეგიონებში მოსახლე ამორეველები ძვ. წ. აღ.-ით III ათასწლეული შუა პერიოდიდან II ათასწლეულის დასაწყისამდე.
ამორეული ენაზე ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ საკუთარმა სახელებმა, რომლებიც შემოგვინახა მრავალრიცხოვანმა აქადურმა და შუმერულმა წარწერებმა. მიუხედავად მასალის სიმწირისა, მკვლევართა შორის ეჭვს არ იწვევს, რომ არსებობდა ამორეული ენის ტერიტორიული დიალექტები, რომლებიც სხვადასხვა მახასიათებლებით საკმაოდ განსხვევდებოდნენ ერთმანეთისგან.