II ათასწლეულის ენები. ამორეული ენა

Site: ელექტრონული სწავლების პორტალი
Course: სემიტური ენები (დამხმარე კურსი)
Book: II ათასწლეულის ენები. ამორეული ენა
Printed by: Visiteur anonyme
Date: Saturday, 11 July 2026, 2:45 AM

Description

მოცემულია ცნონენი ამორეული ენის შესახებ

II ათასწლეულის ენები. ამორეული ენა

ამორეული ენა, ისევე როგორც აქადური, უგარითული და ებლაიტური, მკვდარ ენათა რიცხვს მიეკუთვნებ. მასზე ძალზედ მწირი ინფორმაცია მოგვეპოვება. ცნობილია, რომ ამორეულზე საუბრობდნენ სირიის სტეპებსა და მესოპოტამიის გარკვეულ რეგიონებში მოსახლე ამორეველები ძვ. წ. აღ.-ით III ათასწლეული შუა პერიოდიდან II ათასწლეულის დასაწყისამდე.
ამორეული ენაზე ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ საკუთარმა სახელებმა, რომლებიც შემოგვინახა მრავალრიცხოვანმა აქადურმა და შუმერულმა წარწერებმა. მიუხედავად მასალის სიმწირისა, მკვლევართა შორის ეჭვს არ იწვევს, რომ არსებობდა ამორეული ენის ტერიტორიული დიალექტები, რომლებიც სხვადასხვა მახასიათებლებით საკმაოდ განსხვევდებოდნენ ერთმანეთისგან.