Календарный план
-
-
გიგზავნით სასწავლო მასალის ნაწილს
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ლინკი, სადაც შეგიძლიათ მომხმარებლის კვლევის თანამედროვე ინსტრუმენტებს გაეცნოთ:
•https://imotions.com/products/imotions-lab/modules/eda-gsr-electrodermal-activity/ -
წიგნი "მარკეტინგის საფუძვლები". კოტლერი, არმსტრონგი, მე-14 გამოცემა, 2015 წელი. თავი-1-2.
გვ.2, 3, 4, 5
გვ. 30, 31
გვ.42-48 ჩათვლით
გვ. 58-59.
მხოლოდ მონიშნული გვერდებია დასკანერებული.
მასალი დაყოფილია სამ ფაილად თემების მიხედვით.
-
-
-
შემდეგი სემინარის მოსამზადებელი მასალა.
მასალა ორ ფაილადაა ატვირთული.
-
-
-
მიბმულ ფაილში მოცემულია ნიმუში, თუ როგორ შეგიძლიათ ააგოთ პოზიციონირების რუკა, კარგად წაიკითხეთ ინსტრუქცია და ააგეთ თქვენი პოზიციონირების რუკა ნიმუშის მიხედვით. ნიმუშში განხილულია სწრაფი კვების ობიექტების მაგალითი, თქვენ უნდა ააგოთ რუკა ნებისმიერ სხვა პროდუქტზე შემდეგი პირობების დაცვით:
1. პროდუქტის ატრიბუტები, რომელთა მიხედვითაც ააგებთ პოზიციონირების რუკას, უნდა იყოს მნიშვნელოვანი მომხმარებელთათვის.
2. განიხილეთ მოცემული პროდუქტის 5 ბრენდი მაინც.
3. კვლევის მონაწილეთა რაოდენობა - მინიმუმ 5.
თქვენი დოკუმენტი დაიმახსოვრეთ, დააწერეთ ფაილს თქვენი სახელი და გვარი და ატვირთეთ ამ ველში.
-
-
ამ ლინკზე გამზადებულია sheet, სადაც უნდა შეავსოთ თქვენს მიერ გახსენებული რეკლამები.
-
შუალედური გამოცდა ჩატარდება ჩვენს სალექციო დროს - სამშაბათს, 14 სთ და 15 სთ-ზე, 207 აუდიტორიაში.
გამოცდის ხანგრძლივობა 30 წუთი, 15 ერთქულიანი დავალება.
გამოცდა ტარდება e-learning პლატფორმით.
გამოცდაზე რეგისტრაციაზე:
ქვემოთ მითითებულ ლინკზე უნდა დარეგისტრირდეთ, შეარჩიოთ დრო, ჩაწეროთ თქვენი გვარი თქვენთვის სასურველ დროს.
ყურადღება მიაქციეთ, როდესაც შეივსება ჯგუფი (18 სტუდენტი), ამის შემდეგ ვეღარ ჩაეწერებით და უნდა შეარჩიოთ სხვა დრო. თუ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უკვე სხვების მიერ დაკავებული დრო, უნდა მობრძანდეთ თქვენი ლეპტოპით, ან მობილურით მოგიწევთ გამოცდის დაწერა, რადგან მუშა მდგომარეობაშია მხოლოდ 18 კომპიუტერი.
თემები:
შესავალი , ბაზრის სეგმენტირება, პოზიციონირება, მომხმარებლის მეხსიერება.
-
-
დავალება შეადგინეთ კითხვარი წინადადების დასრულების მეთოდის გამოყენებით
კითხვარის თემატიკა
1. ვთქვათ, თქვენ მუშაობთ მარკეტინგულ კონსულტანტად სატრანსპორტო კომპანიაში. თქვენი ამოცანაა შეისწავლოთ მომხმარებელთა კმაყოფილება, გამოწვევები და დასახოთ გაუმჯობესების გზები. გამოიყენეთ წინადადების დასრულების მეთოდი. ნიმუში მოცემულია ექსელის დოკუმენტში. გთხოვთ, კითხვები არ გაიმეოროთ.
2. 7 კითხვა და 5 რესპოდენტი.
3. მონაცემები დაამუშავეთ, მიუთითეთ დადებითი, უარყოფითი, ნეიტრალური პასუხები.
4. შეიმუშავეთ მინ 2 რეკომენდაცია ორგანიზაციისათვის.
-
-
-
ვინც ვერ შეძლებს 24 დეკემბრის სემინარზე დასწრებას, შეუძლია დამოუკიდებლად შეასრულოს ეს წერითი დავალება და ატვირთოს ამ ველში.
ვადა - ჩვენს შემდეგ სალექციო დრომდე, 14 იანვარი,14 საათი, 2025 წელი. -
დავალება მომხმარებლის მოტივაციის თავიდან:
მოძებნოთ 5 რეკლამა, სადაც ხდება მომხმარებელთა შემდეგი მოტივაციის აქტუალიზაცია (ნებისმიერი 5 სხვადასხვა მოტივაცია ქვემოთჩამოთვლილთაგან)
1.ჰედონისტური მოტივაცია
2. რეკლამა, რომელიც სტიმულაციის მაღალი ოპტიმუმის მქონე პირთათვისაა განკუთვნილი
3.რისკისადმი მიდრეკილების ან რისკის თავიდან აცილების მოტივაცია
4. რეკლამა, სადაც ხდება ოპონენტ-პროცესუალური თეორიის დემონსტრირება (ანუ ორივე პოლუსის ემოციის თანაარსებობა)
5. რეკლამა, სადაც ხდება ძალაუფლების, მიღწევის ან აფილაციის მოთხოვნილების დემონსტრირება (მაკ-ლილენდი)
6. რეკლამა, სადაც ხდება უფრო დაბალი საფეხურის მოთხოვნილების (ფიზიოლოგიური, უსაფრთხოების) დამაკმაყოფილებელი პროდუქტის რეკლამირება ისე, რომ სარეკლამო სიუჟეტში პროდუქტი გვევლინება უფრო მაღალი საფეხურის მოთხოვნილებების დამაკმაყოფილებლად. (მასლოუს იერარქ. სისტ)
2. თითოეულ რეკლამის ქვეშ უნდა იყოს მოცემული მცირე ინტერპრეტაცია, თუ რატომ მიაკუთვნეთ ამა თუ იმ მოტივაციას, ანუ იმის ახსნა, თუ მომხმარებლის რომელ მოტივებზე ხდება რეკლამაში ხაზგასმა.
მაგალითისათვის გაეცანით პრეზენტაციას და შემდეგ შეასრულეთ დავალება.
დავალება გადმოაგზავნეთ word დოკუმენტის სახით, სადაც იქნება კოპირებული რეკლამის ფოტოები ან ლინკები.
-
-
მეორე შუალედური გამოცდა ჩატარდება
1.სამშაბათს, 17 დეკემბერს, ჩვენს სალექციო დროს, 14 -17 საათამდე; 203 აუდიტორიაში (ვისაც შეგიძლიათ, რომ თქვენი კომპიუტერებით მობრძანდეთ),
2. ხუთშაბათს, 19 დეკემბერს, 207 აუდიტორიაში, 15 სთ-დან 17 საათამდე. შეგიძლიათ ისარგებლოთ უნივერსიტეტის კომპიუტერებით, ან თავად მოიტანოთ.
ფორმატი, იგივე, რაც პირველი შუალედური; 30 წთ; 15 დახურული კითხვა.
გთხოვთ, დროულად ჩაეწეროთ.
-
-
ეს დავალება უნდა შეასრულოს ყველამ წერილობით, ვისაც უნდა ქულის მიღება.
-
გიგზავნით შეხვედრის ლინკს: იმ სტუდენტებისათვის, ვინც ვერ ახერხებს ხვალ, 24.12. ლექციაზე დასწრებას.
შეგახსენებთ, რომ აქტიურობის 2 ქულისათვის უნდა შეასრულოთ წერითი დავალება.
Time: Dec 24, 2024 02:00 PM Baku, Tbilisi, Yerevan
Join Zoom Meeting
https://us05web.zoom.us/j/84206018517?pwd=BpPdPIhmR6iK9gKAE8xLFzbD6gjNeL.1
Meeting ID: 842 0601 8517
Passcode: 9n4Zky
-
-
თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ პრეზენტაცია(და წარადგინოთ ის) ან რეფერატი.
აქ უნდა ატვირთოთ თქვენს მიერ მომზადებული პრეზენტაცია (PPT, PDF ფორმატში). ბოლო ვადა -18 იანვარი.
მასალა: შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩემი წარმოდგენილი მასალით, გიგზავნით ლინკს.
https://drive.google.com/drive/u/1/folders/1I2tyMKyHuA8dNmQcAQHG5ymeesThjSWs
სტუდენტს ასევე შეუძლია თავად შეარჩიოს და მოამზადოს მასალა.
თუ მასალა დიდია სტუდენტებს შეუძლიათ გადაინაწილონ მასალა, ანუ ორმა(აღემატება 13 გვერდს), სამმა (თუ აღემატება 20 გვერდს) სტუდენტმა მოამზადოს ერთი თემა. პრეზენტაციები უნდა იყოს ინდივიდუალური და შეფასებაც ცალ-ცალკე მოხდება.
შეფასება
სტუდენტი ფასდება, როგორც ატვირთული დოკუმენტის, ასევე ზეპირი პრეზენტაციის საფუძველზე. ზეპირი პრეზენტაცია აუცილებელია.
პრეზენტაციის დაგვიანებით წარმოდგენაში სტუდენტს აკლდება ქულათა 20%.
პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები:
- მოცულობა (არანაკლებ 10 სლაიდისა)
- ნაშრომის შინაარსობლივი გამართულობა, არგუმენტირებული მსჯელობა
- საკითხის დეტალური, ამომწურავი გადმოცემა
- პრეზენტაციის გაფორმება: ენა, ვიზუალური მხარე
- პრეზენტაციის ლოგიკური სტრუქტურა
- დროის რეგლამენტის დაცვა: ერთ სტუდენტი - 7 წთ.
-
სტუდენტს შეუძლია არ მოვიდეს პრეზენტაციაზე და არ წარადგინოს ის ზეპირი ფორმით, ამ შემთხვევაში მან უნდა მოამზადოს რეფერატი, რეფერატის გვიან ატვირთვისათვის დააკლდება სილაბუსით განკუთვნილი ქულები - ჯამური ქულის 20% ავტომატურად და მაქსიმალური ქულა, რაც შეიძლება მიიღოს იქნება 8 ქულა.
რეფერატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- უნდა იყოს მინიმუმ 7 გვერდი(თავფურცელისა და ლიტ. წყაროების მითითების გარეშე)
- გამოყენებული უნდა იყოს მინიმუმ 2 ლიტერატურული წყარო.
- მასალა უნდა იყოს ლოგიკურად სტრუქტურირებული, საკითხის დაყენებით, განხილვით და დასკვნით, სადაც აქცენტი გაკეთდება კვლევის/საკითხის პრაქტიკულ ღირებულებაზე.
შეგახსენებთ, რომ აქ ატვირთული მასალა გადის პლაგიატზე შემოწმებას.
-
გთხოვთ, შეავსოთ ეს ველები დროულად.
დავამატე დღის არჩევის ვარიანტი, მაქსიმუმ 10 პრეზენტაციის მოსმენას შევძლებთ ერთ დღეში. დანარჩენები ავტომატურად გადავა მეორე დღეს (თუ ჩაწერილი იქნება და ვერ მოესწრება). თუ ვერ მოვასწრებთ მეორე დღეს, გავაგრძელებთ ლექციას ან დავნიშნავთ დამატებითს.
-
ვისაც გსურთ დამატებითი ქულების მიღება შეგიძლიათ პრეზენტაციასთან ერთად მოამზადოთ რეფერატიც(იგივე თემაზე), რაშიც მიიღებთ დამატებით 5 ქულას.
ვადები იგივე, რაც პრეზენტაციების ვადებია.
-
-
გთავაზობთ, გამოცდების თარიღის 4 ვარიანტს, გთხოვთ, დროულად ჩაეწერეთ.
გამოცდაზე იქნება 30 დახურული კითხვა, თითო- 1 ქულა.
დრო - 1 სთ
გამოცდაზე შევა საკითხები: შესავალი მომხმარებლისა და რეკლამის ფსიქოლოგიაში, მომხმარებელთა სეგმენტირება, პოზიციონირება, მომხმარებლის მეხსიერება, პროექციული მეთოდები; სუგესტური ტექნოლოგიები, მომხმარებელთა მოტივაცია, მომხმარებლის აღქმა.
ზოგიერთ მასალას თან ახლავს პრეზენტაცია, რომლის გაცნობაც სავალდებულოა.
-