პრეზენტაცია-10 ქულა- 14 იანვარი
თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ პრეზენტაცია(და წარადგინოთ ის) ან რეფერატი.
აქ უნდა ატვირთოთ თქვენს მიერ მომზადებული პრეზენტაცია (PPT, PDF ფორმატში). ბოლო ვადა -18 იანვარი.
მასალა: შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩემი წარმოდგენილი მასალით, გიგზავნით ლინკს.
https://drive.google.com/drive/u/1/folders/1I2tyMKyHuA8dNmQcAQHG5ymeesThjSWs
სტუდენტს ასევე შეუძლია თავად შეარჩიოს და მოამზადოს მასალა.
თუ მასალა დიდია სტუდენტებს შეუძლიათ გადაინაწილონ მასალა, ანუ ორმა(აღემატება 13 გვერდს), სამმა (თუ აღემატება 20 გვერდს) სტუდენტმა მოამზადოს ერთი თემა. პრეზენტაციები უნდა იყოს ინდივიდუალური და შეფასებაც ცალ-ცალკე მოხდება.
შეფასება
სტუდენტი ფასდება, როგორც ატვირთული დოკუმენტის, ასევე ზეპირი პრეზენტაციის საფუძველზე. ზეპირი პრეზენტაცია აუცილებელია.
პრეზენტაციის დაგვიანებით წარმოდგენაში სტუდენტს აკლდება ქულათა 20%.
პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები:
- მოცულობა (არანაკლებ 10 სლაიდისა)
- ნაშრომის შინაარსობლივი გამართულობა, არგუმენტირებული მსჯელობა
- საკითხის დეტალური, ამომწურავი გადმოცემა
- პრეზენტაციის გაფორმება: ენა, ვიზუალური მხარე
- პრეზენტაციის ლოგიკური სტრუქტურა
- დროის რეგლამენტის დაცვა: ერთ სტუდენტი - 7 წთ.