უმთავრესი თეორიები რუსთველის მსოფლმხედველობაზე: 1) რუსთველის მსოფლმხედველობა და აღმოსავლური რენესანსი. ძირითადი დასამუშავებელი ლიტერატურა: ე. ხინთიბიძე, „ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო“, 2009 წ. გვ. 665-677. უმთავრესი თეზისები და საკითხები: ქართული საზოგადოებრივი აზრის განვითარების ხაზი X-XII სს.; ვეფხისტყაოსნის ჰუმანისტური პათოსი; შალვა ნუცუბიძის თეორია; აღმოსავლური რენესანსი და არა საკუთრივ რენესანსი (ანუ ევროპული); ამ იდეის პოპულარობა: სომხური, აზერბაიჯანული, შუა აზიის რენესანსები; საბჭოთა ლიტმცოდნეობა ნ. კონრადი, ვ. ჟურმუნსკი, ა. ლოსევი; ნ. კონრადისრენესანსული თეორია - იაპონიიდან ინგლისამდე; რუსთველი აღმოსავლელ (მაჰმადიან) დიდ პოეტთა ჯაჭვში: ფირდოუსი, გურგანი, ნიზამი, რუსთველი, ნავოი. შუასაუკუნეების აზროვნების ძირითადი ფუნდამენტი - რელიგიურ-თეოლოგიური; აღმოსავლური და დასავლური რუსთველის შემოქმედებაში; ევროპული გვიანდელი შუასაუკუნეების და რუსთველის ძირითადი ფილოსოფიურ-თეოლოგიური წყაროები: ბიბლია და მაღალგანვითარებული ქრისტიანული პატრისტიკა, არისტოტელეს ეთიკა, ნეოპლატონური (დიონისე) არეოპაგელის მისტიკა; რუსთველი - გვიანდელი შუასაუკუნეები და არა რენესანსი; რენესანსული ელემენტის მნიშვნელობა ვეფხისტყაოსანში. ე. მელეტისკი და კრიტიკა აღმოსავლური რენესანსისა; შუა საუკუნეების ბაზისი ვეფხისტყაოსანში; რენესანსული სტილი ვეფხისტყაოსანში: რაციონალური კომპოზიცია, ასტროლოგია, როგორც გამოთვლა და მეცნიერება; ანალიტიკური სტილი აზროვნებისა და არა ტრანსცენდენტული. ვეფხისტყაოსანი - შუასაუკუნეობრივისა და რენესანსულის ჰარმონია. 2) რუსთველის მსოფლმხედველობა და შუასაუკუნეების ორთოდოქსული ქრისტიანობა. საკითხები: ადამიანის აღმოჩენა რენესანსში და შუასაუკუნეების ადამიანი (რენესანსული პიროვნება - სუვერენული, ავტონომიური. შუასაუკუნეების ადამიანი - მაქსიმალურად საერთო მორწმუნე საზოგადოებისა) შუასაუკუნეების ლიტ. პერსონაჟი (სასწაულებრივი გარდაქმნა) და ზნეობრივი გარეშე ძალების ზემოქმედება („ფლამენკა“). ახალი ეპოქის პერსონაჟი - მოქმედი ანალიტიკური ხედვით. რუსთველის პერსონაჟი - საერთო ტრადიციულთან (სიშმაგე), განსხვავება და სიახლე (რაციონალურობა). შედარება ნიზამის პერსონაჟთან.

    სასწავლო კურსის ფარგლებში ქრისტიანობას, როგორც მონოთეისტურ რელიგიას, შევისწავლით ანტიკური ცივილიზაციის კონტექსტში. გავაანალიზებთ ისეთ  მნიშვლენოვან საკითხებს, როგორებიცაა: ანტიკური ტრადიციების მოშლის მიზეზი რომის იმპერიაში, ქრისტიანობის წინა პლანზე გადმოსვლის მიზეზები, ახალი ქრისტიანული ელიტის შექმნის წინაპირობები წარმართული რომის სამყაროში, ანტიკური კულტურის გავლენა ქრისტიანულ სულიერებაზე და მენტალობაზე, ქრისტიანობის როლი ანტიკური კულტურის ევოლუციაში. 

     სასწავლო კურსის ფარგლებში ასევე გავაანალიზებთ ქრისტიანობის მსოფლიო რელიგიად გადაქცევის წინაპირობებს, ქრისტიანობის აპოლოგეტთა ასპარეზზე გამოსვლის საჭიროებას და მათი შემოქმედების ღირებულებას ანტიკური-დასავლური ცივილიზაციისათვის. 

ამ კურსის მსვლელობისას სტუდენტები გაეცნობიან ანტიკური, ანუ ბერძნულ-რომაული კულტურის ცივილიზაციისა და ისტორიის შესახებ.
კურსი განიხილავს ანთროპოლოგიის მთავარ თეორიულ სკოლებსა და ინტელექტუალურ ტრადიციებს. ყურადღება გამახვილდება იმ ძირითად იდეებზე, კონცეფციებზე და მეთოდებზე, რომლებმაც განსაზღვრეს ანთროპოლოგიის განვითარება XIX საუკუნიდან დღემდე. კურსი მოიცავს კულტურის, საზოგადოების და ადამიანის ქცევის ახსნის სხვადასხვა მიდგომებს, რომლებიც ჩამოყალიბდა როგორც დასავლურ, ასევე გლობალურ კონტექსტში.

სწავლა/სწავლების მეთოდების თეორიული საფუძვლების, ფუნდამენტური მიზნების, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების   წამყვანი პრინციპების, კომპონენტების და  მიდგომების პრაქტიკაში განხორციელების სტრატეგიების გაცნობა/შესწავლა და უახლოეს მიღწევებზე დამყარებული  ცოდნის გაფართოება 

ატვირთული მასალები განკუთვნილია ქართული ფილოლოგიის  ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის. 

კურსი სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას განიხილონ და გააანალიზონ კულტურის პოლიტიკის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები. კურსი მიზნად ისახავს, ცოდნის გაღრმავებას კულტურის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებში, ყურადღებას ამახვილებს თანამედროვე გამოწვევებსა და გლობალიზაციის გავლენებზე.

     კურსის ძირითადი საკითხები:

  • კულტურის პოლიტიკის ძირითადი თეორიები და მიდგომები
  • ლოკალურ და გლობალურ კულტურათა ურთიერთმიმართება
  • კულტურისა და ეკონომიკის ურთიერთკავშირი, ფინანსური და სოციალური ასპექტები
  •  იდენტობა და მულტიკულტურალიზმი
  • ნაციონალიზმი და კულტურული ასპექტები
  • კულტურის პოლიტიკის გამოწვევები და კრიტიკა

  • პროფესორის ასისტენტი : Nino zandukeli