კურსი სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას განიხილონ და გააანალიზონ კულტურის პოლიტიკის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები. კურსი მიზნად ისახავს, ცოდნის გაღრმავებას კულტურის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებში, ყურადღებას ამახვილებს თანამედროვე გამოწვევებსა და გლობალიზაციის გავლენებზე.
კურსის ძირითადი საკითხები:
- კულტურის პოლიტიკის ძირითადი თეორიები და მიდგომები
- ლოკალურ და გლობალურ კულტურათა ურთიერთმიმართება
- კულტურისა და ეკონომიკის ურთიერთკავშირი, ფინანსური და სოციალური ასპექტები
- იდენტობა და მულტიკულტურალიზმი
- ნაციონალიზმი და კულტურული ასპექტები
- კულტურის პოლიტიკის გამოწვევები და კრიტიკა
- პროფესორის ასისტენტი : Nino zandukeli