უმთავრესი თეორიები რუსთველის მსოფლმხედველობაზე: 1) რუსთველის მსოფლმხედველობა და აღმოსავლური რენესანსი. ძირითადი დასამუშავებელი ლიტერატურა: ე. ხინთიბიძე, „ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო“, 2009 წ. გვ. 665-677. უმთავრესი თეზისები და საკითხები: ქართული საზოგადოებრივი აზრის განვითარების ხაზი X-XII სს.; ვეფხისტყაოსნის ჰუმანისტური პათოსი; შალვა ნუცუბიძის თეორია; აღმოსავლური რენესანსი და არა საკუთრივ რენესანსი (ანუ ევროპული); ამ იდეის პოპულარობა: სომხური, აზერბაიჯანული, შუა აზიის რენესანსები; საბჭოთა ლიტმცოდნეობა ნ. კონრადი, ვ. ჟურმუნსკი, ა. ლოსევი; ნ. კონრადისრენესანსული თეორია - იაპონიიდან ინგლისამდე; რუსთველი აღმოსავლელ (მაჰმადიან) დიდ პოეტთა ჯაჭვში: ფირდოუსი, გურგანი, ნიზამი, რუსთველი, ნავოი. შუასაუკუნეების აზროვნების ძირითადი ფუნდამენტი - რელიგიურ-თეოლოგიური; აღმოსავლური და დასავლური რუსთველის შემოქმედებაში; ევროპული გვიანდელი შუასაუკუნეების და რუსთველის ძირითადი ფილოსოფიურ-თეოლოგიური წყაროები: ბიბლია და მაღალგანვითარებული ქრისტიანული პატრისტიკა, არისტოტელეს ეთიკა, ნეოპლატონური (დიონისე) არეოპაგელის მისტიკა; რუსთველი - გვიანდელი შუასაუკუნეები და არა რენესანსი; რენესანსული ელემენტის მნიშვნელობა ვეფხისტყაოსანში. ე. მელეტისკი და კრიტიკა აღმოსავლური რენესანსისა; შუა საუკუნეების ბაზისი ვეფხისტყაოსანში; რენესანსული სტილი ვეფხისტყაოსანში: რაციონალური კომპოზიცია, ასტროლოგია, როგორც გამოთვლა და მეცნიერება; ანალიტიკური სტილი აზროვნებისა და არა ტრანსცენდენტული. ვეფხისტყაოსანი - შუასაუკუნეობრივისა და რენესანსულის ჰარმონია. 2) რუსთველის მსოფლმხედველობა და შუასაუკუნეების ორთოდოქსული ქრისტიანობა. საკითხები: ადამიანის აღმოჩენა რენესანსში და შუასაუკუნეების ადამიანი (რენესანსული პიროვნება - სუვერენული, ავტონომიური. შუასაუკუნეების ადამიანი - მაქსიმალურად საერთო მორწმუნე საზოგადოებისა) შუასაუკუნეების ლიტ. პერსონაჟი (სასწაულებრივი გარდაქმნა) და ზნეობრივი გარეშე ძალების ზემოქმედება („ფლამენკა“). ახალი ეპოქის პერსონაჟი - მოქმედი ანალიტიკური ხედვით. რუსთველის პერსონაჟი - საერთო ტრადიციულთან (სიშმაგე), განსხვავება და სიახლე (რაციონალურობა). შედარება ნიზამის პერსონაჟთან.
- პროფესორი: Mariam Tsikaridze