სასწავლო კურსის ფარგლებში ქრისტიანობას, როგორც მონოთეისტურ რელიგიას, შევისწავლით ანტიკური ცივილიზაციის კონტექსტში. გავაანალიზებთ ისეთ მნიშვლენოვან საკითხებს, როგორებიცაა: ანტიკური ტრადიციების მოშლის მიზეზი რომის იმპერიაში, ქრისტიანობის წინა პლანზე გადმოსვლის მიზეზები, ახალი ქრისტიანული ელიტის შექმნის წინაპირობები წარმართული რომის სამყაროში, ანტიკური კულტურის გავლენა ქრისტიანულ სულიერებაზე და მენტალობაზე, ქრისტიანობის როლი ანტიკური კულტურის ევოლუციაში.
სასწავლო კურსის ფარგლებში ასევე გავაანალიზებთ ქრისტიანობის მსოფლიო რელიგიად გადაქცევის წინაპირობებს, ქრისტიანობის აპოლოგეტთა ასპარეზზე გამოსვლის საჭიროებას და მათი შემოქმედების ღირებულებას ანტიკური-დასავლური ცივილიზაციისათვის.
- Teacher: თინათინ ტლაშაძე