საგანმანათლებლო კურსის ძირითადი ამოცანაა სპეციალისტის ჩამოყალიბება, რომელსაც შესწევს უნარი დამოუკიდებლად მართოს სპორტული დატვირთვის რეჟიმი, მოახდინოს დაკვირვება და მონიტორინგი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შესაძლო ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის თავიდან აცილების მიზნით. ამისათვის  სწორად წარმართოს კვების რეჟიმი ენერგეტიკული ხარჯვის შესაბამისად, განსაკუთრებით დიაბეტის დროს, მაგალითად, სკოლის სპორტულ ჯგუფში; მართოს ჰიდრატაციის ბალანსი და მისცეს ადეკვატური რეკომენდაციები აუცილებლობის მიხედვით; დისბალანისისა და დარღვევების შემთხვევაში დროულად გამოავლინოს მიზეზი და მიიღოს აუცილებელი ზომები ჯანმრთელობის სტაბილურობის შესანარჩუნებლად. იცოდეს შეჯიბრების წინ სამედიცინო შემოწმების აუცილებლობა და შეძლოს შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა. მსმენელი დაეუფლება და პრაქტიკულად გამოიყენებს ცოდნას იმ ნორმების, საკანონმდებლო აქტების და რეკომენდაციების შესახებ, რომლებიც არეგულირებენ განსაკუთრებულ ვითარებებში მედიცინასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებს.