კურსი გულისხმობს ძველ სომხურ ენაზე საშუალო სირთულის სხვადასხვა ჟანრის ტექსტების ლექსიკონების დახმარებით  წაკითხვასა და თარგმნას, გრამატიკულ ფორმათა ანალიზით.

   კურსი გულისხმობს ძველი სომხური ძველი  ენის ანბანის, ბგერათწარმოთქმის,  ფონეტიკის საკითხების, მორფოლოგიის კურსის ნაწილის შესწავლას,  უმარტივესი ტექსტების წაკითხვას და გაგებას.

სტუდენტები გაეცნობიან ქართული და სომხური ეკლესიების ურთიერთობის  ძირითად საკითხებს:  ეკლესიების ჩამოყალიბების პროცესი, მსგავსებები და განსხვავებები ეკლესიების სტრუქტურაში, დოგმატიკასა და ლიტურგიკაში; სომხეთისა და საქართველოს ტერიტორიებზე დიოფიზიტური და მონოფიზიტური საეპისკოსოების და მრევლის არსებობა, ქართველ-სომეხთა საეკლესიო განხეთქილება. შეისწავლიან აგრეთვე შესაბამისი პრობლემატიკის კვლევის კრიტიკულ მეთოდებს და გამოიმუშავებენ ამ პრობლემებზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარს.

კურსი მოიცავს პერიოდს XI საუკუნიდან XIX საუკუნის ჩათვლით. სტუდენტები გაეცნობიან სომეხი ხალხის სოციალურ-პოლიტიკურ და კულტურის ისტორიას.

თარგმანის თეორიისა და პრაქტიკის კურსი გულისხმობს გარკვევას როგორც მონათესავე და ტიპოლოგიურად მსგავსი, ასევე განსხვავებული ენებიდან თარგმანის თავისებურებებში, თარგმანის სახეობებში (წერილობითი და ზეპირი). სტუდენტი სწავლობს მხატვრული და მეცნიერული თარგმანისათვის დამახასიათებელ კომპონენტებს (მხატვრული თარგმანი, როგორც შემოქმედებითი პროცესი, თავისუფალი (დინამიკურ-  ეკვივალენტური) და ავტორისეული (ფორმალური) თარგმანები). ასევე სტუდენტი  ეცნობა ძველი სომხურიდან თარგმნის თავისებურებებს; ასრულებს სხვადასხვა შინაარსისა და სირთულის ტექსტების წერილობით თარგმანს.

კურსის მიზანია სომხური ლიტერატურის პირველი პერიოდის შესწავლა, სომხური ლიტერატურის პერიოდიზაციის პრინციპებში გარკვევა, მეხუთე-მეათე საუკუნეების ავტორთა ცხოვრებისა და ძირითადი ნაშრომების გაცნობა.

სტუდენტები გაეცნობიან ქართულ-სომხურ ენობრივი და ლიტერატურული ურთიერთობის მთავარ პრობლემებს, შესაბამისი პრობლემატიკის კვლევის კრიტიკულ მეთოდებს და გამოიმუშავებენ ამ პრობლემებზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარს.

   კურსი გულისხმობს ძველი სომხური ენის აღწერითი გრამატიკის მორფოლოგიის და სინტაქსის რიგი საკითხების შესწავლას, ლექსიკონის დახმარებით ძველი სომხური ბიბლიის წიგნების წაკითხვას.

9608152