|
კურსი ინტერდისციპლინურია და მისი მიზანია: ● ამერიკის შეერთებული შტატების სახალხო დიპლომატიაში ახალი და უახლესი მიდგომების განხილვა საგარეოპოლიტიკურ, ისტორიულ, პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ, მედია და კომუნიკაციების კონტექსტში. ● აშშ-ის სახალხო დიპლომატიის ევოლუციის, სტრატეგიული და ეთიკური საკითხების თავისებურებების, მახასიათებლებისა და მიზნების შესწავლა ეროვნული უსაფრთხოების, გლობალური ჩართულობისა და საერთაშორისო პარტნიორობის კონტექსტში. ● სხვადასხვა ისტორიული მოვლენის დინამიკაში სახალხო დიპლომატიის მახასიათებლების, სტრატეგიული დაგეგმვისა და სამართლებრივი ჩარჩოების გაანალიზება, შესწავლა და შედარება ისტორიული კომპარატივისტიკის, კრიტიკული ანალიზის, პირველწყაროების ანალიზის, ისტორიზმისა და სამეცნიერო ობიექტურობის პრინციპების გამოყენებით. ● სახალხო დიპლომატიის ტენდენციებისა და მისი ცვალებადი და ტრანსფორმაციული ბუნების გაანალიზება. |
- Teacher: მარიამ ხატიაშვილი
|
კურსის მიზანია: · ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და თეორიების კომპლექსური ცოდნა. · ამერიკის საგარეო პოლიტიკის ევოლუციის სიღმისეული გააზრება იზოლაციონიზმიდან აქტიურ საერთაშორისო პოლიტიკამდე. · სხვადასხვა საპრეზიდენტო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საგარეო პოლიტიკის თავისებურებების, მახასიათებლებისა და მიზნების შეფასება. · ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ცვალებადი და ტრანსფორმაციული ბუნების გაანალიზება.
კურსის ფარგლებში მაგისტრანტი: · განიხილავს და აანალიზებს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და თეორიებს. · ადარებს და აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის თავისებურებებს, მახასიათებლებსა და მიზნებს. · ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ცვალებადი და ტრანსფორმაციული ბუნების შესწავლისას აანალიზებს პირველად და მეორეულ წყაროებს,
|
- Teacher: მარიამ ხატიაშვილი
|
კურსის მიზანია: · ამერიკისმცოდნეობის საკითხების ინტერდისციპლინური და მულტიდისციპლინური კვლევის კონტექსტში ძირითადი რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდების შესწავლა, იდენტიფიცირება, განხილვა და კლასიფიცირება. · ამერიკისმცოდნეობაში პირველადი და მეორეული წყაროების განხილვა, შედარება, ამორჩევა და კომბინირება. · ამერიკისმცოდნეობაში კვლევის თანამედროვე მიდგომების, პროცესისა და კვლევის მასალების შესწავლა, გაანალიზება, დახარისხება, ინტეგრირება და სისტემატიზირება. · ამერიკისმცოდნეობის ციფრული რესურსებისა და მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების გამოყენება, განსაზღვრა და ინტეგრირება. |
- Teacher: მარიამ ხატიაშვილი
- Teacher: ketevan rostiashvili
- Teacher: Ketevan Rostiashvili
კურსი ინტერდისციპლინურია და მიზნად ისახავს ამერიკის შეერთებული შტატების სახალხო დიპლომატიის აქტივობების განხილვას საგარეოპოლიტიკურ, ისტორიულ, პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ, მედია და კომუნიკაციების კონტექსტში. პირველად და მეორეულ წყაროებზე დაყრდნობით, შესწავლილ იქნება 1945 წლის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა საპრეზიდენტო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული სახალხო დიპლომატიის განვითარების თავისებურებები, მახასიათებლები და მიზნები. წყაროების განხილვის შედეგად მაგისტრანტები შეძლებენ გაიგონ, თუ როგორ აისახა შეერთებული შტატების დიპლომატიური, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ტენდენციები სახალხო დიპლომატიის შემუშავებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ისტორიული კომპარატივისტიკის, კრიტიკული ანალიზის, პირველწყაროების ანალიზის, ისტორიზმისა და სამეცნიერო ობიექტურობის პრინციპების გამოყენებით მაგისტრანტებს საშუალება ექნებათ საკითხები შეისწავლონ და შეადარონ სხვადასხვა ისტორიული მოვლენის დინამიკაში. კურსის ფარგლებში განხილული იქნება სხვადასხვა საპრეზიდენტო ადმინისტრაციის წლებში ამერიკული სახალხო დიპლომატიის ჩამოყალიბებასთან, განვითარებასა და განხორციელებასთან დაკავშირებით სახალხო დიპლომატიის ისტორიული და თანამედროვე მახასიათებლები - მოსმენა, ადვოკატირება, კულტურული დიპლომატია, გაცვლითი პროგრამების დიპლომატია, საერთაშორისო მაუწყებლობა; ყურადღება გამახვილდება სახალხო დიპლომატიის მიმართულებებზე, მათ შორის, ჯაზის დიპლომატია, სამოქალაქო დიპლომატია, ბალეტის დიპლომატია, ციფრული დიპლომატია დაგეოგრაფიულ განზომილებაზე - აღმოსავლეთ-დასავლეთი, დასავლეთ-დასავლეთი, ჩრდილოეთ-სამხრეთი; ამის ფონზე გაანალიზდება სახალხო დიპლომატიის საკითხები, რომელიც მოიცავს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების როლს, შიდაპოლიტიკურ კონტექსტსა და ამ თემების ფონზე სახალხო დიპლომატიის ცვალებად და ტრსნაფორმაციულ ბუნებაზე. კურსი ფოკუსირებულია მე-20 და 21-ე საუკუნის ისტორიულ რეალობაზე.
- Teacher: მარიამ ხატიაშვილი
- Course creator: ელენე მეძმარიაშვილი
პედაგოგი: ანასტასია ზაქარიაძე
- Teacher: anastasia zakariadze
ამერიკული პრაგმატიზმი და კონტინენტური ტრანსცენდენტალიზმი - ამერიკისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა
- Teacher: anastasia zakariadze
- Teacher: თამთა ზაქარაშვილი
