|
კურსი ინტერდისციპლინურია და მისი მიზანია: ● ამერიკის შეერთებული შტატების სახალხო დიპლომატიაში ახალი და უახლესი მიდგომების განხილვა საგარეოპოლიტიკურ, ისტორიულ, პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ, მედია და კომუნიკაციების კონტექსტში. ● აშშ-ის სახალხო დიპლომატიის ევოლუციის, სტრატეგიული და ეთიკური საკითხების თავისებურებების, მახასიათებლებისა და მიზნების შესწავლა ეროვნული უსაფრთხოების, გლობალური ჩართულობისა და საერთაშორისო პარტნიორობის კონტექსტში. ● სხვადასხვა ისტორიული მოვლენის დინამიკაში სახალხო დიპლომატიის მახასიათებლების, სტრატეგიული დაგეგმვისა და სამართლებრივი ჩარჩოების გაანალიზება, შესწავლა და შედარება ისტორიული კომპარატივისტიკის, კრიტიკული ანალიზის, პირველწყაროების ანალიზის, ისტორიზმისა და სამეცნიერო ობიექტურობის პრინციპების გამოყენებით. ● სახალხო დიპლომატიის ტენდენციებისა და მისი ცვალებადი და ტრანსფორმაციული ბუნების გაანალიზება. |
- Teacher: მარიამ ხატიაშვილი
