კურსის მიზანია გავიხსენოთ წინა წლებში ნასწავლი ყურის ანატომია და ფიზიოლოგია,შევისწავლოთ გარეთა,შუა და შიგნითა ყურის დაავადებები,მათთან დაკავშირებული ინტრაკრანიალური გართულებები.კურსის დასასრულს სტუდენტმა უნდა შეძლოს დაავადების სიპტომატიკის,სუბიექტური და ობიექტური გამოკვლევების  საფუძველზე სწორი დიაგნოზის დასმა,დიფერენციალური დიაგნისტიკის გატარება მსგავს დაავადებებთან, აღნიშნული პროცესის სწორი მართვა (მედიკამენტოზური თერაპია,ქირურგიული მეთოდის გამოყენება).კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს ეცოდინება თემის რაობა და მნიშვნელობა,საქმიანობის სწორად და ეთიკურად წარმართვის აუცილებლობა,სამეცნიერო-საინფორმაციო ბაზებში ინფორმაციის მოძიება,ინფორმაციის მიმოხილვა,კრიტიკული შეფასება,სტატისტიკური ანალიზი.მიღებული ცოდნა ხელს შეუწყობს უახლეს ინფორმაციაზე მიღებული ახალი ცოდნის და იდეების გააზრებისა და სწავლას ,ასევე სხვისთვის ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობას.

8516336