
გარემოს ფსიქოლოგია განათლებისა და ფსიქოლოგიის მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის არჩევითი კურსია. ის შეისწავლის ადამიანისა და გარემოს ურთიერთქმედებას, გარემოს გავლენას ადამიანის კოგნიციასა და ქცევაზე. კურსის მონაწილეები გაეცნობიან გარემოს ფსიქოლოგიის თეორიებს და კვლევის მეთოდებს, გარემოში ადამიანის აქტიობის ფსიქოლოგიურ დეტერმინანტებს. საბოლოო შეფასებისას გათვალისწინებული იქნება დასწრება, პრეზენტაციები, საბოლოო გამოცდისა შედეგები.
- Teacher: თინათინ ტყეშელაშვილი
- Teacher: Salome Shelia
კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს ქალის როლი კონფლიქტის მოგვარებასა და მშვიდობის მშენებლობაში. კურსი შესდგება რამდენიმე ნაწილისგან. საკითხის საფუძვლიანად შესწავლისთვის სტუდენტები შეისწავლიან კონფლიქტის ბუნებას, ტიპებს, კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მექანიზმებს, გენდერს. პირველ ნაწილში სტუდენტები სწავლობენ კონფლიქტის ბუნებას, ტიპებს და გადაჭრის მექანიზმებს, ხოლო მეორე ნაწილში გენდერს და ფემინიზმს; მესამე ნაწილში, ადამიანის უფლებებს, მეოთხე ნაწილში მშვიდიბოს მშენებლობას, და ბოლოს ქალის როლს მშვიდობის მშენებლობაში.
კურსის ვიდეო: https://drive.google.com/file/d/1SylkwfYfevIa2j2xcSHdE1Z3C-K3gdaQ/view
- Teacher: Guguli Magradze

კულტურული კოგნიცია თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის - "ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური)" III დონის სავალდებულო საგანია.
კურსის ფარგლებში ჩვენ ერთად გავეცნობით კულტურულ კოგნიციასთან დაკავშირებულ რამდენიმე ცენტრალურ საკითხს:
- კულტურის კოგნიტური რეკონცეპტუალიზაციის მცდელობებს და მასთან დაკავშირებულ ფუნდამენტურ სამეცნიერო პრობლემებს;
- ინტერდისციპლინურ საინტერპრეტაციო მოდელებს, რომლებიც ხსნიან კულტურის მონაწილეობას უმაღლესი ფსიქიკური პროცესების ფუნქციონირებაში;
- კულტურული კოგნიციის დამადასტურებელ ფაქტებს ფსიქოლოგიური და ანთროპოლოგიური სფეროებიდან. ასევე, ფილოსოფიური აზრობრივი ექსპერიმენტების, ლინგვისტიკის, თანამედროვე ნეიროფიზიოლოგიური კვლევების, ხელოვნური ინტელექტისა და კოგნიტური მეცნიერებების რელევანტურ მონაცემებს;
- კულტურული კოგნიციის აქტუალურ სამეცნიერო პრობლემებს და მის კვლევასთან დაკავშირებულ მეთოდოლოგიურ საკითხებს.
კურსის გავლის შემდეგ თქვენ უნდა შეძლოთ კულტურული კოგნიციის რელევანტური სამეცნიერო პრობლემის დასმა, მისი ფსიქოანთროპოლოგიური კვლევისთვის მეთოდის შერჩევა და თეორიული საინტერპრეტაციო მოდელის/თეორიული ჩარჩოს შექმნაზე მუშაობა.
- Dimitri Chubinidze: Dimitri Chubinidze
- Teacher: რევაზ ჯორბენაძე
