კურსი ინტერდისციპლინურია და მისი მიზანია:

ამერიკის შეერთებული შტატების დღესასწაულებისა და დემოკრატიული ღირებულებების შესწავლა;

აშშ-ის ფედერალური დღესასწაულების დამკვიდრების ისტორიის, ტრადიციებისა და ღირებულებების გაანალიზება; მათი თავისებურებების ევოლუციის განხილვა;

ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში დღესასწაულების ჩამოყალიბებისა და ღირებულებების დამკვიდრების მახასიათებლებისა და გარემოებების შესწავლა;

სოციალური, პოლიტიკური, სამხედრო, რელიგიური, ეკონომიკური და კულტურული ტენდენციების როლის გაანალიზება დღესასწაულებისა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებაში;

სხვადასხვა დღესასწაულისა და ღირებულების ისტორიული საფუძვლების, ტრადიციებისა და მიზნების შესწავლა და შედარება;

სხვადასხვა პრეზიდენტისა და საზოგადო მოღვაწის როლის და მნიშვნელობის განსაზღვრა ამ დღესასწაულებისა და მათთან დაკავშირებული დემოკრატიული ღირებულებების განვითარებაში;


კურსი ინტერდისციპლინურია და მისი მიზანია:

მისცეს სტუდენტს ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიის საბაზისო ცოდნა 1877 წლიდან დღემდე; გააცნოს იმ პერიოდის შტატების პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების მთავარი, გარდამტეხი მოვლენები, ცნობილი ისტორიული პირები, ამერიკული ღირებულებები, ამერიკული დემოკრატია, ცხოვრების წესი. 

განიხილოს მე-20 საუკუნეში შეერთებული შტატების განვითარების თავისებურებები.

გააცნოს ქვეყნის მიღწევები, პრობლემები და პერსპექტივები, მათი გაანალიზებისა და შესაბამისი დასკვნების გამოტანის მიზნით. 

სწავლების ინტერდისციპლინური მეთოდების გამოყენებით, განიხილოს ისტორიული მოვლენები; მათგან განსაკუთრებით წარმოაჩინოს ისინი, რომლებიც საქართველოსთვისაც აქტუალურია. 


კურსი ინტერდისციპლინურია და მისი მიზანია: 

ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობის ისტორიული კონტექსტისა და დიპლომატიური კავშირის ევოლუციის შესწავლა.

ცივი ომის პერიოდში ქართულ და ამერიკულ საზოგადოებებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და ურთიერთგაგების ხელშემწყობი დიპლომატიური მიდგომების გამოყენების შესწავლა.

ცივი ომის შემდეგ  ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობის ძირითადი ასპექტების, მიმართულებებისა და თავისებურებების შესწავლა. 

ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ორმხრივი შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების პირობების, შედეგებისა და დიპლომატიურ ურთიერთობაზე მათი გავლენის შესწავლა და გაანალიზება.

აშშ-საქართველოს პარტნიორობის პრინციპების განხილვა; თანამშრომლობის სფეროების გაანალიზება და შეფასება.

XXI საუკუნეში აშშ-საქართველოს ურთიერთობის განვითარების მახასიათებლებისა და ტენდენციების აღწერა და შეფასება.


კურსი ინტერდისციპლინურია და მისი მიზანია:

●        გააცნოს სტუდენტებს ამერიკის შეერთებული შტატების კულტურისა და საზოგადოების ისტორიის ძირითადი ეტაპები და განვითარების თავისებურებები კოლონიური პერიოდიდან დღევანდელობამდე. 

●        განსაზღვროს ის კატეგორიები და ცნებები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების კულტურისა და საზოგადოების განვითარების, ნაირსახეობისა და მრავალფეროვნების თავისებურებების გაგებაში დაეხმარება.

●        აღწეროს ამერიკის შეერთებული შტატების კულტურისა და საზოგადოების განვითარებისთვის დამახასიათებელი შესაძლებლობები, გამოწვევები და მათი გამოვლენის ფორმები.

●        შეადაროს ერთმანეთს ამერიკის შეერთებული შტატების კულტურისა და საზოგადოების განვითარების გზები სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში და გამოავლინოს მათ შორის საერთო და განმასხვავებელი ნიშნები.

●        დააკავშიროს, მონახოს პარალელები, შეადაროს და შეაფასოს ამერიკის შეერთებული შტატების კულტურისა და საზოგადოების განვითარებაში პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლებისა და ფაქტორების გავლენა.

●        შეაჯამოს და განაზოგადოს ამერიკის შეერთებული შტატების მულტირასობრივი, მულტიკულტურული, მულტიეთინიკური, მულტიკონფესიური საზოგადოების ევოლუციის მახასიათებლები.

●        განმარტოს ამერიკელი მოღვაწეების წვლილი კულტურისა და საზოგადოების განვითარებაში და შეადაროს შეერთებული შტატების კულტურისა და საზოგადოების შესახებ მეცნიერთა შორის არსებული სხვადასხვა შეხედულება.