|
კურსი ინტერდისციპლინურია და მისი მიზანია: ● გააცნოს სტუდენტებს ამერიკის შეერთებული შტატების კულტურისა და საზოგადოების ისტორიის ძირითადი ეტაპები და განვითარების თავისებურებები კოლონიური პერიოდიდან დღევანდელობამდე. ● განსაზღვროს ის კატეგორიები და ცნებები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების კულტურისა და საზოგადოების განვითარების, ნაირსახეობისა და მრავალფეროვნების თავისებურებების გაგებაში დაეხმარება. ● აღწეროს ამერიკის შეერთებული შტატების კულტურისა და საზოგადოების განვითარებისთვის დამახასიათებელი შესაძლებლობები, გამოწვევები და მათი გამოვლენის ფორმები. ● შეადაროს ერთმანეთს ამერიკის შეერთებული შტატების კულტურისა და საზოგადოების განვითარების გზები სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში და გამოავლინოს მათ შორის საერთო და განმასხვავებელი ნიშნები. ● დააკავშიროს, მონახოს პარალელები, შეადაროს და შეაფასოს ამერიკის შეერთებული შტატების კულტურისა და საზოგადოების განვითარებაში პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლებისა და ფაქტორების გავლენა. ● შეაჯამოს და განაზოგადოს ამერიკის შეერთებული შტატების მულტირასობრივი, მულტიკულტურული, მულტიეთინიკური, მულტიკონფესიური საზოგადოების ევოლუციის მახასიათებლები. ● განმარტოს ამერიკელი მოღვაწეების წვლილი კულტურისა და საზოგადოების განვითარებაში და შეადაროს შეერთებული შტატების კულტურისა და საზოგადოების შესახებ მეცნიერთა შორის არსებული სხვადასხვა შეხედულება. |
- Teacher: მარიამ ხატიაშვილი
