Нажмите на ссылку ფოკლაიზაცია.pdf, чтобы просмотреть файл.
ნარატიული ტექტების შესწავლისას, მკვლევარი ორი ძირითად კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობს: ვინ ყვება ? და ვინ ხედავ ?
კვლევისას, ფოკალიზაციის ნარატოლოგიური კატეგორია ხშირად მოიაზრება როგორც თვალთახედვა, თუმცა მკვლევარებს მასზე განსხვავებული მოსაზრებები გააჩნიათ და სხავდასხვა ტერმინითაც სარგებლობენ: თუ ბახტინისთვის ნარატიული ტექსტის უმნიშვნელოვანეს ანალიტიკურ კატეგორიად მოიაზრება ხმა, რაც მისი პოლიფონუირი და მონოფონური რომანების ძირითად განმასხვავებელ კატეგორიას წარმოადგენს, პ. რიკორი ამ ტერმინის თვალთახედვით ჩანაცვლების მომხრეა. ჟ. ჯენეტი კი, რომლისთვისაც ძირითადი სწორედ ხედვის კუთხეა, ამ მოვლენას ფოკალიზაციას უწოდებს.