დაათვალიერეთ ლექსიკონი ამ ინდექსის გამოყენებით.

განსაკუთრებული | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | Q | R | S | T | U | V | W | X | Y | Z | ყველა

გვერდი:  1  2  (შემდეგი)
  ყველა

ნკ

ასურეთი

ნინო კვირიკაშვილი - შაბათი, მარტი 27 2010, 1:29 AM-ით
 
ასურეთი (არამ. ܐܬܘܪ; ებრ. אשור; ბერძნ. Ασσυρία) — ძველი სახელმწიფო დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე. ჩამოყალიბდა ძვ. წ. XII ათასწლეულის შუამდინარეთის ჩრდილოეთ ნაწილში და იარსება ძვ. წ. VII საუკუნის ბოლომდე. ამ დროს ასურეთის მოსახლეობა ეთნიკურად, ენით, კულტურით დიდად არ განსხვავდებოდა ბაბილონეთის მოსახლეობისაგან.


ნკ

აქადი

ნინო კვირიკაშვილი - კვირა, მარტი 28 2010, 8:40 PM-ით
 

ქალაქი ძველ მესოპოტამიაში, სარგონ ძველის დედაქალაქი. ძვ. წ. 2300 წელს დაიწყო მისი აღზევება აქადის იმპერიის ჩამოყალიბებით. აქადის სახელი ეწოდა ძველ აღმოსავლურ სემიტურ ენასაც - აქადური ენა და მთელს რეგიონს.
ქალაქი დაანგრიეს კუტიების მომთაბარე ტომებმა დაახლოვებით ძვ. წ. 2150 წელს. დღემდე არაა აღმოჩენილი აქადის ნაქალაქარი.
შუამდინარეთში ჩვ. წ.-მდე III ათასწლეულის დასასრულისთვის აქადი ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო იყო. მან დიდი წვლილი შეიტანა მთელი შიამდინარეთის - ცივილიზაციის ამ უძველესი კერის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.


ნკ

აქადის იმპერია

ნინო კვირიკაშვილი - შაბათი, მარტი 27 2010, 1:30 AM-ით
 
აქადის იმპერია იყო ქალაქ აქადის (ჩრდილოეთ შუმერეთი) გარშემო ჩამოყალიბებული სახელმწიფო. აქადის იმპერიის დამფუძნებლად სარგონ ძველი მიიჩნევა. იმპერიამ იარსება ძვ. წ. 2350 - ძვ. წ. 2150 წლებში.


ნკ

ბაბილონი

ნინო კვირიკაშვილი - შაბათი, მარტი 27 2010, 1:30 AM-ით
 
ბაბილონი იყო ანტიკური იმპერიის, მესოპოტამიის დედაქალაქი,რომლის ნანგრევები დღესაც დგას ირანში, ქალაქ ალ ჰილლაჰში , ბაღდადიდან სამხრეთით, 85 კილომეტრში. ერთადერთი, რაც დღეს ამ ქალაქს გვახსენებს , ეს არის ტიგრისსა და ევფრატს შორის მესოპოტამიის ნოყიერ მიწაზე მდგარი ტალახის აგურებით ნაშენი შენობების ნანგრევები. ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ ბაბილონი, დაარსებული ძვ. წ-ით მე-3 ათასწლეულის დასაწყისში, თავიდან პატარა ქალაქი იყო, რომელიც აყვავდა პირველი დინასტიის აღზევების დროს. ძვ. წ-ით 2300 წელს ის ხდება წმინდა ქალაქი, ძვ. წ-ით 612 წელს კი სატახტო ქალაქი. ბაბილონის კიდული ბაღები შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთია. ქალაქის სახელი ბაბილონი არის ბერძნული ვარიანტი აქადური ბაბილუსი, რაც ნიშნავს " ღმერთების კარიბჭეს.


ნკ

ბაბილონის სამეფო

ნინო კვირიკაშვილი - შაბათი, მარტი 27 2010, 1:31 AM-ით
 
ძველი სახელმწიფო შუამდინარეთის სამხრეთში (ახლანდელი ერაყის ტერიტორია). წარმოიშვა ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში, დამოუკიდებლობა საბოლოოდ დაკარგა ძვ. წ. 539 წელს. სახელი ეწოდა მთავარი ქ. ბაბილონის მიხედვით. ბაბილონეთის ისტორია ოთხ პერიოდად იყოფა:
ძველბაბილონური ხანა (ძვ. წ. 1895 - ძვ. წ. 1518);
კასიტური პერიოდი (ძვ. წ. 1518 - ძვ. წ. 1204);
პოლიტიკური დაქვეითების ხანა (ძვ. წ. 1204 - ძვ. წ. 626);
ახალბაბილონური სამეფო (ძვ. წ. 626 - ძვ. წ. 539).


ნკ

გილგამეშის ეპოსი

ნინო კვირიკაშვილი - შაბათი, მარტი 27 2010, 1:32 AM-ით
 
გილგამეშის ეპოსი, ასურულ-ბაბილონური (აქადური) ლიტერატურის ძეგლი, დღეისათვის ცნობილი პირველი ეთიკურ-ფილოსოფიური ხასიათის ეპოსი მსოფლიო მწერლობაში და ასევე, პირველი ლიტერატურული ნაწარმოებიც. საფუძვლად დაედო ძველი შუმერული თქმულებები ურუქის I დინასტიის (ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისი) მეფის გილგამეშის შესახებ. მეტ-ნაკლები სისრულით შემორჩენილია ხუთიოდე თქმულება. შუმერული თქმულებები ძველთაგანვე ითარგმნებოდა აქადური ენის დიალექტებზე, მუშავდებოდა მთელი ათასწლეულის მანძილზე და ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლოს - II ათასწლეულის დასაწყისში ერთიანი ეპოსის სახე მიიღო. ეპოსის მოტივთაგან უმნიშვნელოვანესია მეგობრობა გილგამეშსა და ველურობიდან ცივილიზებულ ადამიანამდე ამაღლებულ ენქიდუს შორის. ეს უკანასკნელი ათვინიერებს გილგამეშის უხეშ ბუნებას, მაღალი ზნეობისაკენ უბიძგებს მას, და ბოლოს, თავისი სიკვდილით ცხოვრების აზრზე დააფიქრებს. გილგამეშის შემდგომი ბედი დაკავშირებულია სიცოცხლისა და უკვდავების ძიებასთან, რაც მას მიიყვანს უთნაფიშთიმთან, საყოველთაო წარღვნას გადარჩენილ ერთადერთ კაცთან (ეპოსში ჩართულია წარღვნის ვრცელი ეპიზოდი), და ბოლოს დაბრძენებულს დააბრუნებს ურუქში. გილგამეშის ეპოსი გავრცელებული იყო ახლო აღმოსავლეთში როგორც აქადურ, ასევე ხეთურ და ხურიტულ ენებზე. ეპოსის გამოძახილმა თითქმის ახალი წელთაღრიცხვის მიჯნამდე მოაღწია. დღემდე შემორჩენილია ეპოსის 12 ფირფიტა, თუმცა მეთორმეტე განსხვავებული შინაარსისაა და ნაწარმოების საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილია.


ნკ

კასიტები

ნინო კვირიკაშვილი - შაბათი, მარტი 27 2010, 7:53 PM-ით
 
სპარსეთის დასავლეთით, ელამის მიმდებარე ტერიტორიაზე მთიან რეგიონში მცხოვრები ტომები.
ხამურაბის გარდაცვალების შემდეგ ბაბილონეთი სწრაფად დაქვეითდა. მის მემკვიდრეებს გამუდმებული თავდაცვითი ომები უხდებოდათ ელამის, კასიტებისა და სხვების წინააღმდეგ, რომელთა შემოსევებიც დამთავრდა სამხრეთ შუამდინარეთში კასიტების სრული გაბატონებით (ძვ. წ. XVI საუკუნე). აღსანიშნავია რამდენიმე კასიტი მეფის მოღვაწეობა. აგუმ II, ბურნაბურიაშ I, ქურიგალზე I და ქადაშმან-ენლილ I აქტიურად აფართოებდნენ ბაბილონეთის ტერიტორიას, უმთავრესად ჩრდილოეთით. კასიტმა მეფეებმა გააერთიანეს შუმერი და აქადი. ქვეყანა კვლავ გაძლიერდა.


ნკ

მესოპოტამია

ნინო კვირიკაშვილი - შაბათი, მარტი 27 2010, 1:32 AM-ით
 
მესოპოტამია (შუამდინარეთი) - რეგიონი ახლო აღმოსავლეთის ტერიტორია ტიგროსსა და ეფრატს შორის. რეგიონი იწყება სომხური მაღლობიდან და მთავრდება სპარსეთის ყურესთან. ამ რეგიონის ტერიტორიაზე იყო უამრავი ანტიკური სახელმწიფო. დღეს ამ ტერიტორიაზე ოთხი ქვეყანაა განლაგებული: ერაყი, სირია, ირანი, თურქეთი.


ნკ

სარგონ I დიდი

ნინო კვირიკაშვილი - შაბათი, მარტი 27 2010, 1:28 AM-ით
 
სარგონ I დიდი ("sharrum kin" - "ჭეშმარიტი მეფე" ძვ. წ. აღ. 2334-2279). აქადური წყაროების მიხედვით, სარგონ დიდმა XXIV ს.-ის მიწურულს გააერთიანა მესოპოტამია და აღაშენა სატახტო ქალაქი აქადი.


ნკ

სარგონ II

ნინო კვირიკაშვილი - პარასკევი, მარტი 26 2010, 9:22 PM-ით
 
სარგონ II (ܣܪܓܘܢ, Šarru-kinu აქადურზე) (მეფობდა ძვ. წ. 722 -ძვ. წ. 705 წლებში) — ასურეთის მეფე. ტახტი ერგო შალმანესერ V-ისგან ძვ. წ. 722 წელს. გაურკვეველია ტიგლათ-ფილესერ III-ის ძე იყო თუ უზურპატორი, რომელიც სამეფო ოჯახს არ ენათესავებოდა. საკუთარ ნაწერებში თავს ახალ კაცად აცხადებს და იშვიათად მიუთითებს მის წინამორბედებზე. თუმცა მან მიიღო სახელი შარუ-კინუ - "ნამდვილი მეფე", სარგონ აქადელის მსგავსად, რომელმაც პირველი სემიტური იმპერია დააარსა რეგიონში 16 საუკუნით ადრე. სარგონი ამ სახელის ბიბლიური ფორმაა.



გვერდი:  1  2  (შემდეგი)
  ყველა