სამხრეთარაბული

სამხრეთარაბული ენა ორ ქვეჯგუფად იყოფა: 1) ეპიგრაფიკული სამხრეთარაბული ენა, რომელიც ჩვენთვის ცნობილია მრავალრიცხოვანი ეპიგრაფიკული წარწერების წყალობით. წარწერები ძირითადად, აღმოჩენილია იემენის ტერიტორიაზეა, ასევე ჰიჯაზიში და ელ-ულას ოაზისში. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ისეთი მკვდარი ენები, როგორიცაა: მინეური, საბაური, ჰადრამაუთი და კატაბანური. უძველესი წარწერა ძვ. წ. აღ-ის VIII ს.-ით თარიღდება, ხოლო ყველაზე გვიანი ახ. წ. აღ-ის VI ს.-ს განეკუთვნება. წარწერათა უმრავლესობა ვრცელი არ არის და შესრულებულია სამხრეთარაბული ანბანით. ისინი ორ დიალექტზეა შედგენილი: უფრო ძველზე – მინაურზე, და შედარებით მოგვიანო – საბაურზე. სამხრეთარაბული წარწერების ენა უცვლელი რჩებოდა საუკუნეთა მანძილზე, რისი მიზეზიც ის გახლდათ, რომ წარწერათა შემსრულებლები მკაცრად იცავდნენ სამწერლობო ენის ტრადიციულ ფორმებსა და ნორმებს. ისლამის გავრცელების შედეგად, სამხრეთარაბული ფაქტიურად ყველგან განიცდიდა შევიწროებას. 2) თანამედროვე ცოცხალი სამხრეთარაბული ენები, რომელთაც სამხრეთარაბულსაც (ასა) უწოდებენ, მასში აერთიანებენ შემდეგ ცოცხალ სამეტყველო ენებს: მეჰრი, შაჰრი, სოკოტრი და ჰარსუსი. წყაროები ა. ლეკიაშვილი, არაბული ენა, თბილისი, 1976 მ. მეფარიშვილი, სემიტურ ენათა ისტორიული გრამატიკა, თბილისი, 2008