გადადი მთავარ შინაარსზე
  • Log in
Logo

სოციალური მუშაობის გ ...

  1. კურსები
  2. სოციალური მუშაობის პრაქტიკა 2
  3. 14 კვირა - 12 ივნისი
  4. მესამე შუალედური დავალების ინსტრუქცია

მესამე შუალედური დავალების ინსტრუქცია

Completion requirements
გაიხსნა: შაბათი, მარტი 27 2021, 12:00 AM
დასრულება: სამშაბათი, ივნისი 14 2022, 12:00 AM

მესამე შუალედური დავალება - მოტივაციური ინტერვიუირება

პრაქტიკული წერითი ნაშრომი #3 - მოტივაციური ინტერვიუირება შერჩეულ სამიზნე ჯგუფთან –15 ქულა

თითოეულმა სტუდენტმა სამიზნე ჯგუფი შეათანხმოს ლექტორთან. დავალების შესრულების ბოლო ვადა 4ივნისი, 2021.

ნაშრომის სტრუქტურა:

  1. რეზიუმე - განხილული დავალების მოკლე აღწერა
  2. კლიენტსა და სოციალურ მუშაკს შორის სიმულირებული ინტერვიუს წერილობითი ჩანაწერი მოტივაციური ინტერვიუირების მეთოდების გამოყენებით. დიალოგში გამოყენებული მეთოდები უნდა იყოს მითითებული ფრჩხილებში. მაგალითისთვის იხილეთ ნაწყვეტი დიალოგიდან:

კლიენტი - რა ვქნა, ვერ შევიკავე თავი წვეულებაზე და ისევ დავლიე.

სოციალური მუშაკი: როგორც ჩანს თქვენ არ გსურთ, რომ დალიოთ, მაგრამ თან ვერ წარმოგიდგენიათ წვეულებაზე ფხიზელი ყოფნა (ორმაგი რეფლექსია).

კლიენტი: გეთანხმებით, არეული მაქვს ფიქრები (ამბივალენტობა).

  1. დასკვნა - სტუდენტის კრიტიკული ანალიზი

თითოეული ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები და შეფასების % განაწილება:

  • 40% - ნაშრომი შესაბამისობა თემატურ დავალებას და მსჯელობა ეყდნობა მოტივაციური ინტერვიუირების მეთოდების სამეცნიერო სტატიას (სასურველია ბოლო 10 – 15 წლის გამოქვეყნებული სტატიების შერჩევა), რომელიც კავშირშია სოციალური მუშაობის პროფესიულ თეორიებსა და პრაქტიკას;
  • 40% - ნაშრომი ეფუძნება კრიტიკულ მსჯელობასა და ანალიზს სოციალური მუშაობის როლისა და ფუნქციის შესაბამისობაში;
  • 20% აკადემიური წერა (APA სტილი), მინიმუმ 3 - მაქსიმუმ 5 გვერდი (თავფურცელი და გამოყენებული ლიტერატურა არ შედის).
Data retention summary
Get the mobile app